გ ვ ე ც ო დ ე ბ ა

– ქალბატონო თამარ, ძალიან მინდა ჩემი შვილი (მეუღლე, ძმა…) მოვიდეს თქვენთან. იცით მას ესა და ეს (საუბრობს პრობლემებზე)….
– მიხარია ქალბატონო, რომ აფასებთთ ქოუჩ-სესიების სასრგებლიანობას. ხომ არ გიფიქრიათ, პირველ რიგში პირადად, თქვენ გაგევლოთ სესიები და გეგრძნოთ მისი შედეგი საკუთარ თავზე.
– არა, არა მე ყველაფერი, ასე თუ ისე, წესრიგში მაქვს და რა დროს ჩემი მიზნებია… უკვე გვიანია…
– გასაგებია. თქვენმა შვილმა (მეუღლემ…) იცის რომ რეკავთ?
– არა, ჯერ თქვენთან გადავწყვიტე დამერეკა (მომეწერა)
– ვერფრით დაგეხმარებით.

– მეგონა გამიგებდით 😦
– თუ შემიძლია, ერთი რამ ვთქვა?
– დიახ
– ერთადერთი რამ, რაც შეიძლება ადამიანის ზურგს უკან (მის დაუკითხავად) გავაკეთოთ, ეს არის – ვილოცოთ მისთვის. თქვენ მხოლოდ ეს შეგიძლიათ! დანარჩენი მისი გასაკეთებელია. ის ცხოვრებას შეცვლის, მხოლოდ მაშინ თუ კი ამის სურვილი, თან, ძალიან დ ი დ ი ს უ რ ვ ი ლ ი აქვს! სხავა შემთხვევაში ფუჭია ლაპარაკი.

ამ ბოლო დროს, ჩემთან როგორც ქოუჩთან, გახშირებული მომართვების დიალოგის ნაწყვეტი.

ნუ ჩავერევით სხვა ადამიანების ბედში (თუნდაც ეს შვილი, მეუღლე, და ან ძმა, მეგობარი, უცნობი, ახლობელი), ნუ „ჩავიდენთ სიკეთეს“. ეს დასჯადია და ეს ჩვენ მოგვიწევს მთელი ცხოვრება (ყოველ შემთხვევაში, სანამ არ გავიაზრებთ) ამის საფასურის გადახდა (მისი უმოქმედობის ყურება და ნერვების შლა… რატომ არის ასეთი და არა ისეთი…).

რატომ ვაკეთებთ ასე?

გ ვ ე ც ო დ ე ბ ა!

შეცოდება – დამანგრეველი ძალაა. ღვთიური ნების დარღვევაა.

„შე საცოდაოო“… ვის ეუბნებით ამას?
თუ არ ეუბნებით მაშ, რატომ ექცევით როგორც საცოდავს?

მიეცით ადამიანს გაიგოს, და თუ შეგიძლიათ დაეხმარეთ გაიაზროს – რატომ გადახდა მას ეს!

არ ადეხმაროთ!
მის მაგივრად სიძნელეებს ნუ გადალახავთ!
ის თავს გაართმევს!
გაუმკლავდება, გაიზრდება ამ პრობლემაზე და გახდება გაცილებით ძლიერი, პასუხისმგელბობის უნარით და დარწმუნდება საკუთარ თავში და ძალებში.

ამის გაკეთება შევძლებთ მხოლოდ მაშინ, თუ გვექნება ღმერთის ურყევი რწმენა და იმის გააზრება, რომ უფალი არასოდეს არ უგზავნის ადამიანს იმაზე მეტ გასაჭირს, რისი ატანაც შეუძლია.

მეტი რწმენა და ნდობა სამყაროს მიმართ მინდა გისურვოთ, მეგობრებო!

წარმატებები!!!

ინდივიდუალური ქოუჩ-სესიები

თამარ კვარაცხელისთან

http://kvaratskhelia.pro

2 thoughts on “გ ვ ე ც ო დ ე ბ ა

  1. როცა ადამიანი ძალიან სუსტია და ცხოვრებისეული სიძნელის გადაჭრის ერთადერთ გზად სუიციდს ხედავს?
    თუ ჰქონდა მცდელობა, რომ საკუთარი სიკვდილით მოეგვარებინა მის გზაზე დამდგარი ყველა სიძნელე?
    მაშინაც არ უნდა შევიცოდოთ და არ ვეცადოთ მისი პრობლემების მოგვარებას თუნდაც მის ზურგს უკან?

  2. აქ უამრავი მიზეზია რასაც ადამიანი ამ ნაბიჯამდე მიჰყავს. ძალიან ხშირად მანიპულირების იარაღადაც იყენებენ სუიციდს, ეს „სუსტი“ ადამიანები. თუ თქვენ მზად ხართ მთელი ცხოვრება ატაროთ სხვისი ჯვარი, საკუთართან ერთად, ესეც თქვენი არჩევანია. მაგრამ თუ მე მეკითხებით – არა, არ დაეხმაროთ. რადგან ცხოვრებაში რაც ხდება, ხდება მის გასაძლიერებლად და სასიკეთოდ. ეს უნდა გააცნობიერეროს, სხვა ბევრ რამესთან ერთად. ამის გაცნობიერებას კი ის ვერ შეძლებს თუ მუდმივად ლანგარზე მოართმევენ სასურველს. დარჩება საცოდავი და სუსუტი. ერთადერთი რისი მიცემაც უსაზღვროდ შეგვიძლია ეს არის სიყვარული, სუფთა გულწრფელი, უპირობო სიყვარული. მე ვიზიარებ ამ პოსტში გამოთქმულს. მადლობთ კომენტარისთვის ნინუნა.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.