შეწყვიტე ფიქრი! იმოქმედე!

ცხოველები, მცენარეები, მინერალები – წარმოადგენს ენერგიის არსებობის ამა თუ იმ ფორმას. ყველაფერი არის ენერგია. როგორც ვიცით, ეს ენერგია ვლინდება სამყაროს გონის სახით და ეს გონი თავისი ბუნებით შემოქმედია ანუ შექმნის უნარი აქვს.

ჩვენ წარმოვადგენთ სამყაროს გონის გაგრძელებას. ვინაიდან მისგან განუყოფელნი ვართ, უნდა ვიყოთ მასთან ერთიანი და ვიგრძნოთ მისი პოტენციალი. ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაგება: თუ სამყაროს გონი შემოქმედი ანუ ავტორია, ჩვენ – თანაავტორები ვართ.

Continue reading “შეწყვიტე ფიქრი! იმოქმედე!”

Advertisements

უბრალოდ აენთე

როდესაც გეჩხუბებიან,  გამცირებენ, გაძლევენ რჩევებს, რომლის მოცემაც არ გითხოვიათ, როდესაც ვიღაც შენ გადანაშაულებს საკუთარ ტკივილში, როდესაც არ გისმენენ, გაუთავებლად საუბრობენ საკუთარ თავზე, გადარებენ სხვა ადამიანებს, არ ითვალისწინებენ, აბუჩად იგდებენ, ან განიკითხავენ შენს ფიქრებს, გრძნობებს…

გაჩერდი!

Continue reading “უბრალოდ აენთე”

იპოვე შენი ბედნიერება შენ შიგნით

ახლა, იმდენი ადამიანი ეძებს პარტნიორს, თავის მეორე ნახევარს, თავის „მონათესავე სულს“. ისინი ამ „განსაკუთრებული“ ადამიანის გარეშე თავს გრძნობენ  არასრულფასოვნად და  ფიქრობენ, უნდა იპოვონ მეორე ნახევარი და გახდნენ ერთი მთლიანი, მხოლოდ, მას შეუძლია ჰარმონია შემოუტანოს და შეუვსოს ცხოვრება.

 

მაგრამ შენ არ ხარ ნახევარი ან მთლიანის ნაწილი, მეგობარო. ეს სიცრუეა. არასოდეს ყოფილხარ ერთი მთლიანის ნახევარი. შენ – მთლიანი ხარ. ეს შენი ჭეშმარიტი ბუნებაა.

თუ ეძებ პარტნიორს ან უკვე გყავს და რჩები ურთიერთობებში, იმიტომ რომ თავს გრძნობ მთლიანის „ნახევარად“ , თვლი, რომ ის არის ან შენ ხარ, მისი მეორე ნახევარი… თუ შენ ხარ უბედური მარტოობაში და გეშინია სიცარიელის, ამ შემთხვევაში, პარტნიორზე გადაიტან უბედურების ველს და ფორიაქი, უკმაყოფილება მუდმივად „იგრუხუნებს“ თქვენს ურთიერთობებზე.

შენ – არ ხარ შენი წარსული

იცოდე: ყოველ წამის გაელვებაში სამყარო იქმნება თავიდან. ნუ გეშინია იფიქრო იმაზე, რომ ყოველი წამს ყველაფრს იწყებ თავიდან, რადგან ამ აზრებშია – უდიდესი თავისუფლება.

ის იქმნება ახლა. ამის გაცნობიერება ნიშნავს, -შენ ცხოვრობ უსასრულობაში. შენ არ ხარ შეზღუდული იმით რაც იყო შენამდე. ყოველ წამს სამყარო იქმნება თავიდან.

გაკეთე, შექმენი ის ყოველთვის ახლებურად, გატაცებით. ნებისმიერ წუთს შეგიძლია დაიწყო შენი ოცნებების განხორციელება. თითოეულ წამში ჩადებულია, ყველაფრის შეცვლის პოტენციალი. ყოველ წამს ყველაფერი იცვლება. ყველა გაელვება ტოლფასია.

Continue reading “შენ – არ ხარ შენი წარსული”