იპოვე შენი ბედნიერება შენ შიგნით

ახლა, იმდენი ადამიანი ეძებს პარტნიორს, თავის მეორე ნახევარს, თავის „მონათესავე სულს“. ისინი ამ „განსაკუთრებული“ ადამიანის გარეშე თავს გრძნობენ  არასრულფასოვნად და  ფიქრობენ, უნდა იპოვონ მეორე ნახევარი და გახდნენ ერთი მთლიანი, მხოლოდ, მას შეუძლია ჰარმონია შემოუტანოს და შეუვსოს ცხოვრება.

 

მაგრამ შენ არ ხარ ნახევარი ან მთლიანის ნაწილი, მეგობარო. ეს სიცრუეა. არასოდეს ყოფილხარ ერთი მთლიანის ნახევარი. შენ – მთლიანი ხარ. ეს შენი ჭეშმარიტი ბუნებაა.

თუ ეძებ პარტნიორს ან უკვე გყავს და რჩები ურთიერთობებში, იმიტომ რომ თავს გრძნობ მთლიანის „ნახევარად“ , თვლი, რომ ის არის ან შენ ხარ, მისი მეორე ნახევარი… თუ შენ ხარ უბედური მარტოობაში და გეშინია სიცარიელის, ამ შემთხვევაში, პარტნიორზე გადაიტან უბედურების ველს და ფორიაქი, უკმაყოფილება მუდმივად „იგრუხუნებს“ თქვენს ურთიერთობებზე.

იპოვე შენი ბედნიერება შენ შიგნით. სივრცე სადაც ცხოვრობ გახადე ბედნიერი და იცხოვრე იქ. შენთვის, საკუთარ მარტოობაში, აღმოაჩინე სიხარული. სანამ ეცდები მისგან გაქცევას, ყოველთვის დარჩები მატოსულად, რადგან შენ გაურბიხარ არა მარტოობას არამედ საკუთარ თავს, რაც წარმოადგენს ყოველი არსის ყველაზე დიდი ტკივილს .

იპოვე სიხარული შიგნით. იყავი ის, რისკენაც ყოველთვის ისწრაფოდი. როდესაც იქნები მზად, ამ სივრცეში გაჩდებიან სხვები, შენთვის სასურველი მეგობრები და პარტნიორები.

დაე, მათ იმხიარულონ, ითამაშონ, გაერთონ, დარჩნენ თუ დარჩენა უნდათ ან წავიდნენ, თუ წავლენ. იხარე მათი თავისუფლებით. ღრმად გააცნობიერე ეს კავშირი, ყურადღება გაამახვილე როდის ხარ ბედნიერი, ყურადღებით იყავი როდის ხარ უბედური, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაადაშაულო სხვები, იყავი ცხოვრების მიმართ გულისხმიერი.

დაეხმარე სხვებს, მათაც შეიყვარონ საკუთარი მარტოობა.

შესაძლებელია, ცხოვრებაში შემოსულ ახალ პერსონაჟს დაუძახო მეგობარ, პარტნიორი ან შეყვარებული. შეიძლება, დაქორწინდე, შეიძლება შექმნით ოჯახი და იცხოვროთ ერთად, შეიძლება, თქვენ უკვე არასდროს შეხვდეთ ერთმანეთს. ამ უძირო სიხარულში, ეტიკეტს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, და მომავალი თავად იზრუნებს შენზე.

და შენ იპოვი შენს მეორე ნახევარს, შენში.

და მარტოობის შიში გაქრება ჩამავლი მზის სხივებში.

© ჯეფ ფოსტერი

 

პატივისცემით, თამარ კვარაცხელია

ინდივიდუალურ ქოუჩ-სესიებზე ინფორმაცია, დაკავშირება, ჩაწერა ამ ბმულით:

http://kvaratskhelia.pro/

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.