იგავი 1000 ბურთულაზე

რამდენიმე კვირის წინ, მოვიმზადე ყავა, ავიღე დილის გაზეთი და განვეწყვე რადიომიმღების მოსასმენად. სასურველი არხის ძიებაში ყუარდღება მიიქცია სასიამოვნო მოხუცი მამაკაცის თბილმა და ხავერდოვანმა ტემბრმა. საუბრობდა რაღაც «1000 ბურთულაზე». დამაინტერესა, რადიომიმღების ხმას ავუწიე და მოხერხებულად მოვკალათდი სავრძელში.

— კარგი — თქვა მოხუცმა, — დარწმუნებული ვარ, ძალიან დაკავებული ხართ სამსახურში – გუშინ, დღეს, ხვალ. მერე რა, რომ გროშებს გიხდიან, მაინც ხარჯავთ, ამაში ძვირფასს დროს. დაფიქრდით, თქვენ არ ატარებთ, ამ დროს, საყვარელ ადამიანებთან. ვერაფრით დამარწმუნებთ, რომ სულ ეს დრო, გჭირდებათ გროშებზე სამუშაოდ. მუშაობთ რომ დაიკმაყოფილოთ სურვილები, მაგრამ იცოდეთ, ეს ჩაკეთილი წრეა — რაც მეტია ფული, მით მეტი გინდათ და უფრო მეტს მუშაობთ, რომ კიდევ უფრო მეტი მიიღოთ. საჭიროა, ერთ მომენტში გაჩერდეთ კითხოთ თავს : «ნამდვილად მჭირდება თუ არა, ეს თუ ის ნივთი? მაგალითად, ახალი მანქანა?» მანქანის გულისთვის მზად ხართ გამოტოვოთ ქალიშვილის პირველი კონცერტი ან ვაჟის სპორტული შეჯიბრი? უფლება მომეცით მოგიყვეთ რაღაც, რაც რეალურად დამეხმარა შემენარჩუნებინა და მხსომებოდა მნიშვნელოვანი ცხოვრებაში.

და მან დაიწყო თავისი «ათასი ბურთულას» ისტორიის მოყოლა:

— შეხედეთ, ერთ მშვენიერ დღესაც დავჯექი და დავითვალე, ადამიანი ცხოვრობს 75 წელი. ზოგი ნაკლებს, ზოგი მეტს, მაგრამ საშუალოდ 75 წელს. ავდექი და 75 გავამრავლე 52 (წელიწადში კვირა დღის რაოდენობაზე) და გამოვა 3900 —რამდენი კვირაც გაქვთ ცხოვრებაში. როდესაც, ამაზე დავფიქრდი ვიყავი 55 წლის. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მე უკვე ვიცხოვრე დაახლოებით 2900 კვირა დღე და დამრჩა 1000. ამიტომ წავედი სათამაშო მაღაზიაში და ვიყიდე მცირე ზომის პლასმასიის ბურთულები. ყველა ისინი ჩავყარე გამჭვირვალე ქილაში. ამის შემდეგ ყოველ კვირა დღეს, ვიღებდი ერთ ბურთულას და ვადგები. ცოტა ხანში თავს შევატყვე, როდესაც ამას ვაკეთებდი და თვალნათლივ ვხედავდი, თუ როგორ მცირდებოდა ბურთულების რაოდენობა ქილაში, დავიწყე მეტი ყურადღების მიქცევა ცხოვრებაში ჭეშმარიტ ფასეულობებზე.  დამიჯერე, არ არსებობს ამაზე ძლიერი საშუალება, როდესაც უყურებ, როგორ მცირდება შენთვის განკუთვნილი დღეების რაოდენობა! აი, ახლა, სანამ მოვეფერები საყვარელ ცოლს და მასთან ერთად წავალ სასეირნოდ, მოისმინეთ ბოლო აზრი, რის მოტანასაც ვცდილობ დღეს თქვენამდე. ამ დილით, ქილიდან ამოვიღე ბოლო ბურთულა…

ამიტომ წარმოიდგინეთ, დღეიდან ჩემთვის ყოველი მომდევნო დღე – საჩუქარია! მე ყოველ ახალ დღეს ვიღებ მადლიერებით, ვჩუქნი ვუზიარებ ახლობლ, საყვარელ ადამიანებს სითბოს და სიყვარულს. იცით, ვთვლი რომ ეს ერთადერთი გზაა იცოცხლო ცხოვრებაშივე. არაფერს ვნანობ. სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი, მაგრამ მეჩქარება ოჯახი მელოდება. იმედს ვიტოვებ, კვლავ მომისმენთ …

დავფიქრდი. სინამდვილეში, იყო ამაში რაღაც დასაფიქრებელი. აქამდე ვფიქრობდი, დღეს მცირე ხნით გამევლო სამსახურში – პროექტზე წამემუშავა და მერე კოლეგებთან ერთად, კლუბში წავსულიყავი. მაგრამ ამის სანაცვლოდ, ავედი ზემოთ, გავაღვიძე ცოლი ნაზი კოცნაობით და ჩურჩულით.

— გაიღვიძე საყვარელო, ბავშვებთან ერთად წავიდეთ პიკნიკზე.
— მოხდა რამე ძვირფასო?
— არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ მივხვდი, რომ დიდი ხანია დასვენების დღეები ერთად არ გაგვიტარებია… და კიდევ ერთი, გზად შევიაროთ სათამაშო მაღაზიაში, აუცილებლად უნდა ვიყიდო სათამაშო ბურთულები…

 

P.S თუ მოგეწონათ იგავი, აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებს, ახლობლებს და საყვარელ ადამიანებს.

 

2 thoughts on “იგავი 1000 ბურთულაზე

  1. მადლობა თამარ.. ძალიან სიღრმისეუულია ეს თემა და როცა ქმარი არ ფიქრობს ასეთ საკითხებზე? როცა ვერ მომყვება და “ვიტანჯები” მაშინ თანამოაზრეების გარემოცვაში ვირჩევ ყოფნას.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.