გ ა მ ო ფ ხ ი ზ ლ ე ბ ა

💛🌸💙არანაირ, ვერანაირ გარეგნულ ფაქტორს არ შეუძლია მოგვიტანოს ნ ა მ დ ვ ი ლ ი
სიყვარული,
სიმშვიდე,
ბედნიერება,
ჰარმონია,
სიხარული,
სილაღე,
თავისუფლება
გარეგნული ფაქტორებით გამოწყეული ეს შეგრძნებები ნარკოტიკივითაა და მუდმივად დამოკოდებულს გხვდის ახალ-ახალ, მორიგ გარემოებებზე (დოზაზე). ამით ვხდებით ადვილი სამართავი უხილავი მატრიცის, მაიის… რაც გინდათ უწოდეთ.  

ჩვენი ეგო პირდაპირ სენსიტიური ხდება ყოველნაირი მინდას, მქონდეს, მყავდეს, მომიტანოს, ამავსოს… მიმართ.

ჩაკეტილ წრეში სიარულით დაღლილებს მხოლოდ სიკვდილი თუ გ ა მ ო გ ვ ა ფ ხ ი ლ ე ბ ს, ერთ ჩვენთვის „უბედურ“ დღეს!

რა მოხდება თუ სიცოცხლეშივე გ ა მ ო ვ ფ ხ ი ზ ლ დ ე ბ ი თ და არ დაველოდებით სიკვდილს?

მოხდება ის რომ
დავიწყებთ სამყაროს შეცნობას,
ვიპოვით კითხვებზე პასუხის,
ბევრს ვიმიგზურებთ (თავიდან სხვადასხვა ქვეყნებშიც…),
მერე მივხვდებით, კიდევ რაღაცაშია საქმე და
უკვე გავემგზავრებით საკ. თავში რას შეგვეძლება შორს, ღმად…

გავხდებით მგზავრები შინაგანი სამყაროსი
და…
ნელ,ნელა..

ალილუია…

როგორც იქნა დავბრუნდებით სახლში!

აი, თურმე რას ვეძებდი – ნამდვილი სახლი.
სადაც ნამდვილად ნ ა მ დ ვ ი ლ ი
სიყვარულია,
სიმშვიდეა,
ბედნიერება,
ჰარმონია,
სიხარულია და თავისფლებაააა!!!
აღმოვაჩენთ რომ ჩვენი საყაროს ერთადერთი უპირობო განმაპირობებელი ჩვენივე შინაგანი მდგომარეობა…
ასევე ის, რითი ვავსებთ მას ციცოცხლეშივე,
აი, ახლა,
აქ და ამ წუთას…

ის კი ივსება 💙🌸💛🌈💚
სიყვარულით,
სიმშვიდით,
ბედნიერებით,
ჰარმონიით
სიხარულით
ამიტომ სული თავისუფალდება ყოველგვარი გარეგანისგან, ზედმეტისგან.
სადღაც გაქრა და უკვე არ არსებობს ორი სამყარო – „შინაგანი“ ან „გარეგანი“.
არა მხოლოდ დაეწაფე პირველწყაროს და იცი ნამდვილისკენ გზა, არამედ როგორც იქნა გ ა მ ო ფ ხ ი ზ ლ დ ი! დაბრუნდი სახლში!

🙏🙏🙏მადლიერებით და 💚💛💜🧡💙💖💗სიყვარულით
თამარ კვარაცხელია

4 thoughts on “გ ა მ ო ფ ხ ი ზ ლ ე ბ ა

  1. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, ქალბატონო თამარ, თქვენს ბლოგზე სტუმრობის შემდეგ, ასე მგონია, ვხდები უკეთესი ადამიანი :)))

  2. სანამ გამოვფხიზლდებით ძალიან რთულია, შემდეგ მტკივმეულია იმის გაცნობიერებაც კი რომ გამოვფხიზლდით და მერე უკვე გული გწყდება გასულ დროზე, ხვდები რო არცერთი წუთი არ უნდა დაკარგო, როცა უამრავი დაკარგე წარსულში …..

    1. გამოფხიზლებით გული არაფერზე გწყდება, საერთოდ არ აფასებ მოვლენებს, ადამიანებს… უბრალოდ იღებ ყველაფერს ისეთს როგორც არის.. პირველ რიგში, საკუთარ ეგოსთან რაც კავშირშია, მერე სხვების მიმართებაში გეცვლება აღქმა, ხედვა და ხვდები გაცილებით მეტი ხარ ვიდრე ყველანაირი „მინდა“, „შენ“, „მე“, ხილული, ნაფიქრი, ან განცდილია. მოდის ერთიანობის შეგრძნება, რაღაც აღუწერელ „ზე“-სთან მიახლოების გამოცდილება და თუ კი, უფრო ღრმად წავალთ, ამ ყველაფრის მიღმა სიცარიელეა, აბსოლურური სიცარიელა და მოდის გაცნობიერება, რომ საერთოდ ვართ „არაფერი“ (არა და, ამ დროს, ასევე ვარ ყველაფერი) და მხოლოდ ჩვენი აზრები ემოციები, შეფასებები ,შეხედულებები განაპირობებენ ჩვენ არსებობას ადამიანად ან სინათლედ… ან კიდევ…
      გმადლობ, თამუნა, საინტერესო იყო თქვენი კომენტარი.
      ესეც ჩამი განცდოლი (ამ ეტაპისთვის), გამოფხიზლებასთან დაკავშირებით.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.