ჩემი ქალბატონი, გაოგნებულია ჩემი საქციელით და სულ მახსენებს…

21 დღიანი ონლაინ ტრენინგის #ზრდისფაქტორი V მონაწილის ნინას, ერთ-ერთი პოსტი რომელიც მსურს გაგიზიაროთ:

„საღამო მშვიდობის ჩემო ძვირფასებო, თუ ნებას დამრთავთ, როგორც ემიგრანტს და მომიტევებთ, გაგაცნობთ შემდეგ თემას. თუმცა ქოუჩინგით 😘😘😉რა თქმა უნდა,  უკვე სხვა ცნობიერ დონეზე გადავედი, ვფიქრობ, ეს დღევანდელი საქართველოსთვის მაინც მნიშვნელოვანია…. მაინტერესებს ამ თემაზე ქალბატონ თამარის შეხედულებები…

რამდენად, სიმარტოვე, სიშორე, მონატრება და წინააღმდეგობები მომცა ემიგრანტობამ, იმდენად უდიდესი გაკვეთილები ჩამიტარა. 5 წლიანი ემიგრაციის შედეგად გამოვიცვალე უამრავი ქალაქი, ოჯახი, გავეცანი იტალიელი ხალხის მენტალიტეტს და ცხოვრებას.. გაოცებას ვერ ვმალავ – ხალხი, აქ ქალები უბედნიერესები არიან და მათ ლექსიკონში არ არსებობს სიტყვა ტანჯვა, უბედური, არ უნდა სიცოცხლე, და ა.შ. მიდა გითხრათ (დარდიანი “ამოსაღები სიტყვა😄) ჩემი დაკვირვება, რომ ეს ხალხი ჩამორჩება განათლების დონით. ისეთი გაკვირვებული ვარ იტალიელი ქალებით, რომ შევადარო მათი განათლება zero_ნოლია.. არც, ამინცდამიანც თავის მოვლით გამოირჩევიან, არც კულტურით… ისეთ ნიუანსებს ვაწყდები გაკვირვებული ვარ..
მაგრამ ისეთი ბედნიერი ცხოვრება აქვთ .. ქართველ ქალს ხომ ნიჭით და შესაძლებლობებით მართლაც ბადალი არ ყავს მსოფლიოში.. და რატომაა მათი უდიდესი ნაწილი უბედური… მე რომ აქ ვხედავ ქართველ 60 წლის ქალს სიბრალულით ვსები. მთელი ცხოვრება ოჯახი უნდა არჩინოს დიდი “პატარა” შვილები”.. მაინც რა არის ჩვენი ასეთი ყოფის მიზეზი?……

თუმცა, ამ ხნის მანძილზე დაკვირვებით, უმეტესობა აქ მამაკაცები, როგორც საქართველოში ქალების უდიდესი ნაწილი დაჩაგრულია.. ევროპელი ქალი დიქტატორი და დამპყრობელიცაა მის ბრძანებებს ემორჩილება მამაკაცი და მთელი ოჯახი. გაყრის შემთხვევაში მთლიანი ქონება მათ ეკუთვნით.
რა ვქნა, არ მინდოდა შემედარებინა, მაგრამ ყოველდღიური შეხება რომ გაქვს და უყურებ უდიდეს განსხვავებას, ქართველი ქალის შეხედულებების, საქციელის, თავდადების, შვილების სიყვარულის გამო, პირადი ცხოვრების არაფრად ჩაგდების და სამშობლოს სიყვარულის გამო თავის განწირვის და ევროპელი ქალის შეხედულებებს შორის, უდიდეს ზღვარს ვპოულობ. დაგაფიქრებს, ვისი შეხედულებებია სწორი და მართებული უფლის წინაშე?

ჩემი ქალბატონი, გაოგნებულია ჩემი საქციელით და სულ მახსენებს რომ მე ვარ ქალი, რომ მე უნდა მქონდეს პირადი ცხოვრება, რომ მე აუცილებლად ამ ასაკში უნდა ვიყო შეყვარებული, რომ მე სიბერისთვის უნდა ვინახავდე თანხას, რომ მე ჩემს ელემენტარულ ჯანმრთელობას უნდა მივხედო, რომ მე სეზონურად უნდა ვყიდულობდე ახალ-ახალ ტანსაცმელს, რომ მე უფლებას ვართმევ შვილს და დამოკიდებულს ვხდი ჩემზე, რომ მე საერთოდ არ მესმის სიცოცხლის არსი.. აი, რამდენი ,,მე”ში გამომიჭირა ევროპელმა ქალბატონმა.
ახლა, მე წამოვიმართები ჩემი ქართული მენტალიტეტით და ვცდილობ მას წყალში ჩავუყარო მისი შეხედულებები და ყოველ მის შემოთავაზებულ სურვილს ვარქმევ ,,ეგოს” და ვუხსნი რომ ჩვენისთანა ერი იშვიათობაა, რომ ჩვენ ყველანი ერთმანეთს ვემსახურებით, რომ ჩვენ თქვენისთანა სიბერე არ გვექნება, ჩვენ არ მოგვივლის უცხოელი სიბერეში, იმიტომ რომ სიყვარულით მოგვივლის ჩვენი შთამომავლობა .

… და დიდი პაუზის მერე მოღიმარი ქალბატონი ხელს ჩაიქნევს და გამეცლება…
მე, მე კი იხტიბარგაუტეხელი, მაგრამ ფიქრებარეული ვაანალიზებ მის შეხედულებებს და სიმართლეს ვპოულობ მის შემოთავაზებებში, სამწუხარო სიმართლეს. მერე იტყვიან, ევროპამ გააფუჭაო, არა ბატონო, ყველა რომ საკუთარ ტყავს უვლიდეს და ზრუნავდეს საკუთარი ჯანმრთელობის თუ ზემოთ ჩამოთვლილი „ეგოისტურ“ ჩამონათვალზე ყველა კარგად ვიქნებოდით და ერთმანეთის დარდი და წუხილი არ გაგვანადგურებდა.
ვგონებ, რაღაცა ჩასაფიქრებელია და რაღაცა შესაცვლელი ჩვენს მენტალიტეტშიც ალბათ. იმედია ცილს არ დამწამებთ, მაგრამ რეალობა ასეთია. მხოლოდ სენტიმენტებით ცხოვრება არარას გვარგებს და არც უიმისობაა ქართველისთვის საინტერესო.

რა ვქნათ?

მე გამოსავალს ამ ლაბირინთიდან ვეძებ და მაინც ჩვენი ქვეყნის აუწყობელ სისტემას მივაწერ ჩვენს ასეთ ტანჯვა გაჭირვებას. რომ ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდა თაობას არაფრის გასაქანი არ აქვს, რომ ჩვენი მამაკაცები უფუნქციოდ დარჩნენ და ნერვიულობისაგან სმას და ნარკოტიკებს მიეძალნენ და ბევრი რომ…
ეს საკითხი ვითომ არაფერიო, მაგრამ ძალიან ყურადსაღებია. უფალმა დაგვიხსნას ამ გამოუვალი მდგომარეობიდან და დაგვაყენოს სწორ გზაზე. ამინ!

ბედნიერი გათენება ჩემს საქართველოს და მსოფლიოში მიმობნეულ ქართველებს.
პ.ს. აქ ჩემი შეხედულებებია რა თქმა უნდა, მე არ მოვიაზრებ მთლიან ხალხს (არც იტალიელებს და არც ქართველებს) საზოგადოდ..
და კიდევ .. არ ვიცი, ესმით თუ არა ევროპელებს ქოუჩი სისტემა… მაგრამ გადაქოუჩებულები კი არიან….😃😃🤣🤣“

პატივისცემით, ნინა გონგლაძე

იტალია

12. 07.2018

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.