რეჟისორი…..

ნუ იცხოვრებ ყველას მიერ განვლილი ცხოვრებით – ტრადიციული, სტანდარტული, დაწერე შენი წარმატების ისტორია, როგორ გაუმკლავდი და მოკვეთე თავი წარუმატებლობის გველეშაპს, იმ ბრძოლაში მარტო იყავი და შენ შეძელი მისი დამარცხება, ნუ გეშინია შენ ქმნი, შენ ხარ შენი ცხოვრების რეჟისორი, სცენარის ავტორიც და მსახიობიც, შექმნი უნიკალუირი ცხოვრება, ისეთ რომ გარეშემომყოფებს არ მოუნდეთ პულტით პაუზის ღილაკზე თითის დაჭერა  და არც სხვისი ცხოვრების  გადართვის სურვილი, შექმნი შენი უნიკალური წარმატებული, მწვერვალების დასაპყრობი ზეცაში ასაფრენი ისტორია…

მე კი მჯერა შენ ამას შეძლებ, შენ უბრალოდ ამას იმსახურებ…
ცხოვრება ის არის რასაც ემოცია ახლავს, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაგყვებად, როდესაც დაჯდები და თვალს გადაავლებ შენს ცხოვრებას ნუ იტყვი, რომ არაფერი არ მახსოვს სიბერის ბრალია, სკლეროზი მაქვს, იმიტომ  რომ სკლეროზიანებსაც კი მხოლოდ ის ახსოვთ რაც  ღრმად ემოციის ჩაიწერა მათ გონებაში. სკლეროზის წამალიც კი ეს ყოფილა იცხოვრე პოზიტიურად, დადებითად, ფერადად და შთამბეჭდავად, რომ შენი გონება მუდამ სავსე იყოს ბედნიერების ფერადი წუთების მოგონებებით, თითქოს სავსე ხურჯინი, რომ ამოალაგებ და აღარ სრულდება ნუგბარი, აკეთე ის რამაც შეიძლება ბედნიერებისა და სიხარულის ემოცია უნდა გამოიწვიოს და თქვენ აღარასოდეს შეგეშინდებათ სკლეროზის, რუტინული ცხოვრების.
მოგონებებში აღრ გამოჩნდება მკაცრი მასწავლებელი, რომელიც გეტყოდათ კოსმონავტებმა კოსმოსი დაიპყრეს და შენ დედამიწის დაპყრობა ვერ მოგიხერხებიაო, რომ არ დაგზარებოდა ახლა სხვანაირი ცხოვრება გექნებოდაო, ნუ დაუტოვებთ თქვენს თავს ასეთი ცხოვრების შანსს…
გიყვარდეთ თქვენი თავი ისე, რომ სავარძელში ჩამჯდარს მხოლოდ ბედნიერების ღიმილი გიპყრობდეთ, თითქოს ბედნიერ და საინტერესო ფილმს უყურებდეთ, რომელიც რამდენჯერაც არ უნდა გადაახვიოთ არასოდეს მოგბეზრდეთ მისი ყურება, ფილმის ბოლოში სუბტიტრებით მადლობას უხდიდეთ ამ ფილმში მონაწილეობისთვის პირველ და მთავარ როლში  საკუთარ თავს, ყველა იმ ადამიანს ვინც წვლილი შეიტანა ასეთი ფილმის შექმნაში, მხოლოდ განსაკუთრებული მადლობა საკუთარ თავს, რომელმაც შექმნა ეს ფილმი , რომელსაც თამამად შეუძლია ყველა კინოფესტივალზე მთავარი ჯილდო მოიპოვოს, იყავი თქვენი ფილმის შემოქმედი, საკუთარი თავის ერთგული, რომელსაც, შეუძლია  მსოფლიოს მაგალითი მისცეს უკეთესი ცხოვრებისთვის.სიყვარულით დონარი სამადაშვილი

P.S. გაიარე რეგისტრაცია 21 დღიან ონლაინ მართონზე #ზრდისფაქტორი და გადაიყვანეთ ცხოვრება ახალ საფეხურზე http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.