მადლობა

Natela  უკვე 2 წელია რაც ამ წერილებს ვწერ ძილის წინ და ყოველდღიურ ჩვევაში გადამეზარდა. ძალიან კარგია და ცხოვრების სტიმულის მომცემი. ჩემი ცხოვრება თქვენი სტატიების კითხვის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. დიდი მადლობა .

Advertisements

ტყუპის საუბარი (იგავი)

ფეხმძიმე ქალის მუცელში ტყუპი საუბრობს. ერთი ბავშვი — მორწმუნეა, მეორე — ურწმუნო.

ერთხელაც, ურწმუნომ ჰკითხა ძმას:

— გჯერა მშობიარობის შემდეგი სიცოცხლის?

— რასაკვირველია. ყველამ იცის რომ მშობიარობის მერე სიცოცხლე არსებობს. ჩვენ აქ იმიტომ ვართ რომ გავძლიერდეთ და მოვემზადოთ იმისთვის, რაც იქ გველოდება.

— სისულელეა!  არანაირი სიცოცხლე არ არსებობს, შეუძლებელია! შენ რა შეგიძლია წარმოიდგინო ის ცხოვრება? — შეეწინააღმდეგა ურმუნო.

— ყველა დეტალი რასაკვირველია, არ ვიცი, მაგრამ მჯერა რომ იქ მეტი სინათლეა. სრულებით შესაძლებელია, შევძლოთ  სიარული და ჭამა დამოუკიდებლად.

Continue reading “ტყუპის საუბარი (იგავი)”