ტყუპის საუბარი (იგავი)

ფეხმძიმე ქალის მუცელში ტყუპი საუბრობს. ერთი ბავშვი — მორწმუნეა, მეორე — ურწმუნო.

ერთხელაც, ურწმუნომ ჰკითხა ძმას:

— გჯერა მშობიარობის შემდეგი სიცოცხლის?

— რასაკვირველია. ყველამ იცის რომ მშობიარობის მერე სიცოცხლე არსებობს. ჩვენ აქ იმიტომ ვართ რომ გავძლიერდეთ და მოვემზადოთ იმისთვის, რაც იქ გველოდება.

— სისულელეა!  არანაირი სიცოცხლე არ არსებობს, შეუძლებელია! შენ რა შეგიძლია წარმოიდგინო ის ცხოვრება? — შეეწინააღმდეგა ურმუნო.

— ყველა დეტალი რასაკვირველია, არ ვიცი, მაგრამ მჯერა რომ იქ მეტი სინათლეა. სრულებით შესაძლებელია, შევძლოთ  სიარული და ჭამა დამოუკიდებლად.

— კარგი რა..! — შესძახა ურწმუნომ —  სიარული და დამოუკიდებლად ჭამა – შეუძლებელია! ეს უკვე სასაცილოა! კარგად იცი, ჩვენ გავქვს ჭიპლარი საიდანაც ვიკვებებით. იცი რას გეტყვი: შეულებელია არსებობდეს სიცოცხლე მშობიარობის მერე, რადგან სიცოცხლე ეს  — ჭიპლარია — ისიც ასეთი მოკლე .

— მე კი მჯერა – ყველაფერი შესაძლებელია. უბრალოდ, ყველაფრი სხვაგვარად იქნება. შეგიძლია წარმოიდგინო კიდეც.

— კი მაგრამ იქიდან ხომ ჯერ, არასდროს, არავინ დაბრუნებულა! ცხოვრება უბრალოდ სრულდება მშობიარობით… და საერთოდ, სიცოცოხლე — ერთი დიდი ტანჯვაა სიბნელეში.

— არა, არა! მე ზუსტად ვიცი, როგორი ცხოვრება გვექნება მშობიარობის მერე, ყოველ შემთხვევაში, დავინახავთ დედას, ის კი ვიცი, იზრუნებს ჩვენზე.

— დედა? შენ გჯერა დედის არსებობის? და სად არის დედა?

— ყვლაგან! ყველგან და ყველაფერში გარშემო! ჩვენ მასში ვსახლობთ, მისი წყალობით ვცხოვრობთ და ვმოძრაობთ, მის გარეშე უბრალოდ ვერ ვიარსებებდით.

— სრული, სისულელე! მე არ მინახავს არანაირი დედა და ისედაც გასაგებია, რომ ის უბრალოდ არ არსებობს  — ურწმუნომ აღშფოთებულმა უპასუხა.

— ვერ დაგეთანხმები. ნუთუ არ გესმის, როდესაც გარშემო ყველაფერი მიწყნარდება და სიჩუმე ისადგურებს, შესაძლებელი ხდება მოუსმინო მის ღიღინს და იგრძნო, როგორ ეფერება ის ჩვენ სამყაროს. მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ნამდვილი სიცოცხლე სწორედ მშობიარობის მერე იწყება.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.