გაღიზიანება (იგავი)

რატომ ვღიზიანდებით სხვა ადამიანთან ურთიერთობაში?
ერთხელ, ტიბეტელი ბერი ეკითხება თავის მოწაფეებს:

– რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გაღიზიანებთ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში?

მოწაფეები ჩაფიქრდნენ და ცოტა ხნის შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა უპასუხა:

– მე წონასწორობიდან გამოვყავარ სიტუაციას, როცა ვინმეს შევუთანხმდები შეხვედრაზე, მივალ ზუსტად დათქმულ დროს, ხოლო ის, ან არ მოვა, ან მაიძულებს ველოდო.

მეორე მოწაფემ:

– მე ყველაზე მეტად ნერვებს მიშლის ის, როცა ვინმე რამეს მპირდება, ხოლო შემდეგ არ ასრულებს დანაპირებს.

მესამე მოწაფემ:

– მე მდგომარეობიდან გამოვყავარ იმას, როცა ადამიანი შეკითხვაზე არ იძლევა კონკრეტულ პასუხს, იმის მიუხედავად რასაც არ უნდა ეხებოდეს კითხვა.

ბერი შეეკითხა პირველ მოწაფეს:

– ცხოვრებაში ერთხელ მაინც სადმე დაგიგვიანია?

– არასოდეს! – მე არ მახსოვს ასეთი შემთხვევა – უპასუხა მოწაფემ.

ბერი მეორე მოწაფეს მიუბრუნდა:

– შენ მუდმივად გახსოვს საკუთარი დაპირებები და ყოველთვის ასრულებ მათ?

– დიახ! რადაც არ უნდა დამიჯდეს! – უპასუხა მოწაფემ.

ბერი მესამე მოწაფესაც შეეკითხა:

– შენ, თავად, ყოველთვის კონკრეტული ხარ საკუთარ გამონათქვამებში?

– აბსოლუტურად! – უპასუხა მოწაფემ.

– ეხლა კი წარმოიდგინეთ, არსად გეჩქარებათ, ვალდებული არა ხართ საკუთარ სიტყვებზე პასუხი აგოთ და შეგიძლიათ ილაპარაკოთ ზოგადი ფრაზებით, პრაქტიკულად არაფერზე.

ისინი ჩაფიქრდნენ და კითხვის გამომხატველი მზერა მიაპყრეს მასწავლებელს.

ბერმა კი განაგრძო:

– ჩვენ ყველაზე მეტად სხვა ადამიანებში გვაღიზიანებს ის, რის უფლებასაც თავად ვერ ვაძლევთ საკუთარ თავს. ვფიქრობთ, რომ ეს მათი პრობლემებია, მაგრამ სინამდვილეში (უმეტეს შემთხვევებში), ეს არის ჩვენი გაუცნობიერებელი შური მათ მიმართ. ამიტომ, ნუ გაბრაზდებით სხვა ადამიანებზე და შეეცადეთ მათთან არსებული ყველა პრობლემის მიზეზი საკუთარ თავში მოიძიოთ ხოლმე…

Advertisements

One thought on “გაღიზიანება (იგავი)

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.