რატომ ვიტანჯები

რატომ ვიტანჯები?
არჩევანი არჩევანის გარეშე…
ავირჩიოთ ის, სადაც არჩევანი არ გვქნება.
გავკეთოთ ისე, რომ არჩევანმა აგვირჩიოს.

გაცნობიერება…

ბედნიერება – ეს ჰარმონიული მდგმარეობაა და „დაუძაბავი გულწრფელბა“ როდესაც შინადან და გარეგან სამაყართა ურთიერთობისას ფარსის საჭიროება ქრება.
მგონი, მარტივია…
ნებისმიერ, გარე სამყაროდან შემოსულ თავის განსაზღვრას ( „მე ვარ…“) და მიჯაჭვულობების საჭიროებას მივყავართ ტანჯვამდე, ტკივილამდე…

რომ დავუკვირდეთ,
რაც ხდება, აი, ახლა და ამ წუთას, არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია, ამ მოვლენაზე დამკვირვებელი ანუ რასაც ვგრძნობ და განვიცდი, აი, ამ დროს…
და რას ვგრძნობ? …..

სიკვდილის პირას, ერთადერთი , რასაც ექნება, თუნდაც, იოტისოდენა მნიშვნელობა – ეს სიყვარულია, რომელიც გავეცით და მივიღეთ სიცოცხლეში. ვფიქრობ, სიკვდილის ქვეყანა სახლში დაბრუნებაა და გამგზავრებისას, ერთადერთი რისი წაღებასაც შევძლებთ, ეს უხილავი, თუმცა, ყოვლისმომცველი სიყვარულია. ერთადერთი ფაესეული რამ რასაც წავიღებთ… მაგრამ ამავე დროს, დავტოვებთ – სიყვარულია! სხვა არაფერი… მხოლოდ ის გახდება ჩვენი მაკავშირებელი ხიდი, სიყვარულით ქმნილი აძლევს აზრს სიცოცხლეს, აჩერებს სულს ამ ქვეყნადა, დროებით გადასწევს, შინ დასაბრუნებელ ვიზის ხანგრძლივობას. მხოლოდ, სიყვარულის გულისთვის ღირს სიცოცხლე..

რატომ ვიტანჯები?
სიყვარულის არჩევანი დავტოვით არჩევანის გარეშე…
ავირჩიოთ ის, სადაც სხვა არჩევანი არ გვქნება.
გავაკეთოთ ისე, რომ სიყვარულმა აგვირჩიოს.

გაცნობიერება…

თითოეული ჩვენთაგანი, ადრე თუ გვიან, აღმოჩნდება იმ ადამიანის ადგილას ვისაც ატკინეს, აწყენინეს… დატანჯეს… ცხოვრებაა ეს…
ამიტომ ზოგჯერ, კარგია, დავფიქრდეთ და თავს დავუსვათ კითხვა: „ვისზე და რაზე დავხარჯავდი დღევანდელ დღეს, თუ მეცოდინებოდა, რომ ის არის უკანასკნელი?” ეს გალაწუნებას ჰგავს და გამოფხიზლებას, რაც დაგვეხმარება გავიხსენოთ და დავბრუნდეთ ნამდვილ ფასეულობებთან. ეს კითხვა აქაოსებულ, დატანჯულ ცხოვრებაში, ყველაფერს დაალაგებს თავ თავის ადგილზე… მეთანხმებით?

ჩვენ ძალიან საქმიანი ხალხი ვართ, კარგად გვეხერხება ბობოქარი ცხოვრების იმიტაცია (ბცი  – ასე ვეძახი პირადად, ამას. რაღაც დაცემინებას ჰგავს  ) მივეჩვიეთ თანხების ჩადებას, დანაკარგების შემცირებას, „იარლიყების შეგროვებას“ ისე ვიქცევით თითქოს სულ ვიქნებით. სადღაც, გავრბივართ… დრო არ გავქვს და თუ ვინმეში ან რამეში ვდებთ ფულს ვითხოვთ გარანტიებს. გვეჩქარება, გვექაჩება…. ვშფოთავთ, ვნერვიულობთ, განვიცდით…

ბცი….

განა, ბცი-ს დროს, სიყვარული არ შეგვიძლია?

ალბათ…
შეგვიძლია… მზად ვართ შეგვიყვარდეს, თუ ეს სიყვარული ორმხრივია. თუ „გადა-გვიყვარდა“ ვადანაშაულებთ და ვანაცვლებთ სხვა ურთიერთობებით. რასაც ვეძახით სიყვარულს – ეს მხოლოდ ცხოვრებისეული ისტერიააააა. თუმცა, ვერავინ იტყვის რომ ვართ უგულო, მაგრამ მერე რა… სიყვარულს დავეძებთ და გვეჩენება – სიყვარული შეგვიძლია (თუ ობიექტი იქნება)…

ჩვენთვის არასდროს, არავის უსწავლებია სიყვარული. ბევრი რამ გვასწავლეს – როგორ მოვხიბლოთ, შეგვშურდეს, გვძულდეს… მაგრამ გვიყვარდეს – არა.
ზოგიერთ ჩვეთაგანს საერთოდ ატროფირებული აქვს ეს უნარი…

არჩევანი არჩევანის გარეშე…
ავირჩიოთ ის, სადაც არჩევანი არ გვქნება.
გავკეთეო ისე, რომ არჩევანმა აგვირჩიოს.

გაცნობიერება…

თქვენ შეძლებდით შეყვარებას სამუდამოდ, ისე რომ ეს სიყვარული გასცდეს ცხოვრების და მხოლოდ სიცოცხლის საზღვრებს? უბრალოდ, ისე, ყოველგვარი ჩადებების, პირობების და მოლოდინების გარეშე?

🙏🙏🙏მადლიერებით და 🧡💛💚💙💜სიყვარულით
თამარ კვარაცხელია

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.