წარმატება და მეგობრობა

ერთხელ, ახალგაზრდამ ჰკითხა ძალიან წარმატებულ მამაკაცს „რაში მდგომარობს თქვენი წარმატების საიდუმლო? როგორ შეძელით თავი დაგეღწიათ სიღარიბისთვის და გამხდარიყავით წარმატებული, ბიზნესმენი?“
პასუხი იყო ძალიან მარტივი: „ვიწავლე მეგობრების სწორად შერჩევა“.
– გაგიგია მოსაზრება „მეგობარი გაჭირვებაში იცნობა“? – ჰკითხა ბიზნესმენმა ახალგაზდას.

– რასაკვირველია! მე ამ წესით ვცხოვრობ, კიდეც – გულწრფელად აღიარა ახალგაზრდამ.
– რადგან ჩემი აზრი გაინტერესებს, გეტყვი: დღეიდან დაივიწყე, ეს გამონათქვამი. რადგან ძირშივე მცდარია. დაიმახსოვრე: მეგობარი გამოიცნობა სიხარულში!
ახალგაზრდამ შეშფოთება და გაკვირვება ვერ დამალა.
– შეხედე… – გააგრძელა ბიზნესმენმა – როდესაც, რაღაც გარკვეული პრობლემის წინაშე დგახარ, თავს გრძნობ ცუდად, ხომ ასეა? და რას აკეთებ? გარბიხარ მეგობართან და უყვები. თუ მანამდე პრობლემა მხოლოდ შენ გეხებოდა, უკვე პრობლემა გაქვთ ორივეს, ორივე ხართ დაღონებული და გაოგნეული… მართალია?
– კი მაგრამ… ამავე დროს, ის ჩემი მეგობარია და მეხმაება ამ პრობლემის გადაწყვეტაში !
– ერთხელ და ერთი გარკვეულ საკითში და დონეზე კი, დაგეხმარება და გადაგიწყვიტავს, მაგრამ სრულიად პრობლემას, ზუსტად გეტყვი – ვერ მოგიგვარებს. ის უბრალოდ დაჯდება და დაიწყებს შენს შეცოდებას.
– ესეც არ არს ცუდი, ის მე თანამიგრძნობს! – მტკიცედ იცავდა თავის აზრს ახალგაზდრდა.
– შეცოდება, საშინელებაა! როცა ის ამას აკეთებს, შენც მასთან ერთად იწყებ საკუთარი თავის შეცოდებას. იმის ნაცვლად, რომ რამე გადაწყვიტო და იმოქმედო, ზიხარ და თავი გებრალება – არ გაიგამართლა, რომ ბედი არ გაქვს, არაფერი გამოგდის რაც არ უნდა ეცადო, ყველაფერში დამნაშავეა სხვა…
რადგან წარმატების საიდუმლო გაინტერესებს გეტყვი – მე გამიმართლა. ჩემს ცხოვრებაში იყვნენ მგობრები ვისაც არ ვეცოდებოდი და მითუმეტეს, ჩემს ნაცვლად არ აგვარებდნენ ჩემს პროლემებს. ისინი ხარობდნენ ჩემი მიღწევებით! წარმატების საიდუმლო მდგომარეობს შემდეგში – სინამდვილეში, თუ გაქვს პრობლემა ამოხსენი ის დამოუკიდებლად, ამის მერე წადი მეგობრებთან და ერთად აღნიშნეთ შენი მორიგი გამარჯვება. ადამიანის შეცოდებას, რა უნდა? შეცოდება ძალიან ადვილია . მაგრამ აი, გულწრფელად გაგიხარდეს მეგობრის წარმატება – ეს რთულია და ამას სწავალა სჭირდება. ეს არის ნამდვილი მეგობრობა, რომელმაც გამაძლიერა და შემაძლებინა გავმხდარიყავი ძალიან წარმატებული!
ვიცი, საკითხი გახდება საკამათო (არა ჩემთვის), მაგრამ ამის უკან პირადი გამოცდილება დგას. იქნება და, რომელიმე თქვენთაგანმა ოპოვოს პასუხი!
გამიზიარეთ აზრი კომენტარებში.
გმადლობთ!

One thought on “წარმატება და მეგობრობა

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.