ერის სასიკეთო ცვლილებები პიროვნებიდან იწყება

ყველა გრანდიოზულ და დიდ ცვლილებებს წინ უსწრებს ქაოსი.

მე მჯერა სამყაროს კანონზომიერების
– ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს,
მჯერა, ჩვენგან განსხვავებით, სამყარო ხედავს სრულ სურათს და ეს აბობოქრება, სწორედ რომ (პიროვნების და ქვეყნის, სამყაროს) ზრდის გარდაუვალ მომენტს წარმოაგდენს.

მე მჯერა სინათლის
სადაც სინათლეა იქ ჯანსაღი აზრი და ჭეშმარიტებაა.
სადაც სინათლეა სიბნელე ქრება.
სამყაროს სჭიდება ორივე ენერგია, როგორც საგზაო ნიშნები, რათა მათი საშუალებით დაგვანახოს სწორი მიმართულება და გვაგრძნობინოს, აქ და ამ წუთას, არსებობის საჭიროება.

მე მჯერა სიყვარულის
რადგან ის ყველა ფერია
შინაგანად თუ გარეგანად.
ვიცი, მხოლოდ სიყვარულით დაღვინებულ გონებას შეუძლია ფასეულის და სამყაროსთვის მნიშვნელოვანაუცილებელი საქმეების კეთება.

Continue reading “ერის სასიკეთო ცვლილებები პიროვნებიდან იწყება”

Advertisements

თავგადარჩენის არაცნობიერი პრიმიტივიზმი

ყველანი ერთი ცის ქვეშ ვცხოვრობთ,  მაგრამ ჰორიზონტი ყველას სხვადასხვა გვაქვს.

რატომ ხედავს ადმიანი, „ერთსა და იგივეს“, სხვადასხვნაირად?

თავში არსებული პროგრამული უზრუნველყოფა, უზრუნველყოფს ამ ხედვას – წარმოდგენების, შეხედულებების, ფასეულობების, დამოკიდებულებების და ინტერესების სახით.

როდესაც გესმით თქვენგან განსხვავებული აზრი, თქვენ ტვინს მიეწოდება ქიმიური ნივთიერება, რომელიც გატყობინებთ – იქმნება სიცოცხლისთვის საშიში სიტუაცია და საჭიროა, სასწრაფოდ, რაც არ უნდა დაგიჯდეთ (კივილ-წივილის, ყვირილის, თავდასხმის…), უზრუნველყოფილიქნას თავის გადარჩენა (ეს ხდება არაცნობიერად)! ამ თავდაცვით მდგომარეობაში, რაციონალურ აზროვნებაში ჩაერევა ტვინის, მეტად, პრიმიტიული ნაწილი და ლიმბური სისტემა ბლოკავს სამუშაო პროცესს, უნარს და მეხსიერებას, რაც გამოიხატება აზროვნების შეზღუდვაში.

Continue reading “თავგადარჩენის არაცნობიერი პრიმიტივიზმი”

მაგრამ ეს უნდა შეიგრძნო „მთელი არს-ებით“

„რეალობა“  ანუ მატერია და ცნობიერება.

მატერია თუ ცნობიერება?

რომელი განპირობებს რომელს?

ჩვენ რასაც რეალობას ვეძახით ანუ მატერია – ეს არის მხოლოდ ხილული. ის რაც შეიძლება დაინახო, შეიგრძნო, მოისმინო, შეეხო, დაყნოსო…

არსებობს რამე მის მიღმა? არის მატერია უსასრულო?

მატერია არის ის, რაც დევს ზედაპირზე და ის, რაც დახვეულა კოლექტიური გონის ეგოცენტრიზმზე. მატერია არ არის არსი და ყველაფერი, ის ილუზიაა, ეგოცენტრული თამაშებია, გალოგრამული გამოსახულებაა და მის მიღმა გაცილებით საინტერესო ნაკადებია, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია.

 3 შრე – აი,რისგან იქმენა ის რეალობა და მატერია სადაც ვცხოვრობთ, მოცემულ მომენტში.

Continue reading “მაგრამ ეს უნდა შეიგრძნო „მთელი არს-ებით“”

საკუთარი თავის შესაცნობი უმნიშვნელოვანესი კითხვები

კითხები რომლებიც საკუთარი თავის შეცნობაში დაგეხმარებათ.

ადამიანების უმრავლესობას, არასდროს უჩნდება საკუთარ თავთან მსგავსი კითხვების დასმის სურვილი და თუ უჩნდებათ ერიდებიან პასუხის გაცემას. უფრო ზუსტი თუ ვიქნები, საქმე პასუხში კი არა, თავად პროცესშია, რასაც ძიების და საკუთარ თავში ჩარღმევების დროს გადის ადამიანი.

მიუხედავად იმისა, იპოვით თუ არა პასუხს, თითოეულ კითხვას შეუძლია დაგაფიქროთ  – როგორც საკუთარ თავზე და ასევე, სამყაროს მოწყობაზე. ვიღაცას შეიძლება დაეხმაროს კიდეც დაიძრას „გაყნული წერტილიდან “ და დააფიქროს იმაზე, რასაც საკუთარ თავსაც კი არ უტყდება.

კითხვები ისეა ჩამოწერილი, რომ თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ზოგიერთი კითხვაში, რომელიც ერთმანეთს მიჰყვება, შესაძლებელია, ლოგიკური ძაფის პოვნა.

Continue reading “საკუთარი თავის შესაცნობი უმნიშვნელოვანესი კითხვები”

ტესტი: რა ხდება თქვენს ქვეცნობიერში

მოდით, შევამოწმოთ, ყველაფერი წესრიგშია თუ არა ქვეცნობიერში.
გაიგეთ რა დამოკიდებულება გაქვთ ცხოვრების მიმართ, რას ელოდებით მისგან და რა ფარული სურვილები გაქვთ. ამის გარკვევაში მოცემული ტესტი დაგეხმარებათ.
აიღეთ ფურცელი და კალამი, გამორთელთ ლოგიკა და ჩართეთ წარმოსახვა. ქვეცნობიერი ხომ ჩვენთან წარმოსახვით – სურათების, ემოციების საშუალებით საუბრობს. პასუხზე დიდი ხანი ნუ იფიქრებთ. დაწერეთ მოკლედ და მკაფიოდ.
დავიწყოთ:

Continue reading “ტესტი: რა ხდება თქვენს ქვეცნობიერში”

ყველას, ვისაც კი ტკივილი მოუყენებია მიეზღვება სათანადოდ

ყველას, ვისაც კი ტკივილი მოუყეენბია, მიეზღვება სათანადოდ და ერთხელაც, განიცდის და გაივლის იგივეს ცხოვრებაში.

და ეს არ არის კარმა.

ეს ადამიანური სიცოცხლის სიმართლეა.

უფრო მეტი, ეს ფიზიკაა.

ყველა რაღაცით ფორმით დატაჯულა, ან შეიძლება ახლა იტანჯება. ვიღაცა ფიქრობს მისი ტკივლი ყველაზე მძიმე და აუტანელია, ვიდრე სხვისი. შეიძლება ვიღაც თვლის, რომ მას არ გაუმართლა და სამყარო სხვის მიმართ უფრო გულუხვი და მოწყალეა… უსამართლობად აღიქვამს ცხოვრებას…

Continue reading “ყველას, ვისაც კი ტკივილი მოუყენებია მიეზღვება სათანადოდ”

რატომ დუმხართ

💞💞💞რატომ დუმხართ?

თქვენ ორნი, ხომ..
რატომ ხართ ჩუმად?

ილაპარაკეთ,
ისაუბრეთ,
ამოთქვით ის,
ის რაც გაწუხებთ

ვერ დაგპირდებით,
ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ
მოგისმენენ
გაგიგებენ,
გაიგებენ,
რომ თქმით შეიცველბა რამე…

მაგრამ მიეცით
დაგუბებულ
ჩათრგუნულ
ემოცია – ტკივილს
სიტყვებით გადმოსვლის უფლება.

მართალია
გარანტია არ არსებობს,
მაგრამ მცდელობა ღირს.
სიმართლე გითხრა
– მცდელობის გარდა სხვა გზა არ გაქვთ, არ არსებობს.

მართლა,

მართლა…

Continue reading “რატომ დუმხართ”