განსაცდელები წყალობაა

იყო დრო,
გამუდმებულ თავის კრიტიკაში, შედარებაში, თვითგვემაში, სინანულში და განკითხვაში გადიოდა.
ამას ისიც ემატებოდა, რომ გარშემო არაფერი და არავინ არ მომწონდა – ისე არ ეცვათ, ისე არ იქცეოდნენ, იქ არ ვცხოვრობდი, „რა დავშევე ასეთი, რატომ მერგო ასეთი ბედი“ – ეს ჭაობი დროთა განმავლობაში მითრევდა…

და მითრევდა შეუმჩნევლად,
სანამ, უნებურად არ გავხდი თავადაც ჭაობის ბინადარი.

ერთ დღესაც, დავინახე ადამიანები მომღიმარი, კმაყოფილი, პატივცემულები, ღირსეულნი… ბედნიერბის და სიხარულის ჩემთვის ნეტარ ცხოვრებით მცხოვრებნი…

და დავფირდი?
როგორ?
რა აქვთ, ისეთი რაც მე არ მაქვს?

ბოლოს და ბოლოს, აღმოვაჩინე
ა ზ რ ო ვ ე ნ ე ბ ა – დამოკიდებულებები და პასუხისმგებლობები?

მერე შევუერთდი ამ წრეს.
თავიდან დავიწყე, მიბაძვით სიხარული და ბედნიერების იმიტირება…
ეს ძალით სიცილს ჰგავს: ჯერ იღიმი, მერე იცინი, ნელ-ნელა უმატებ და ბოლოს რეალურად ხარხარებ….
სცადეთ გამოგივათ 

გონებას დრო და დრო ვასინჯებდი ცხოვრების ტკბილ გემოებს და მომეწონა.
ასაკის მატებასთან ერთად, თანდათან ეს აზროვნება გახდა მიღებული და ორგანული ჩემთვის. ვგრძნობიდი და ვხედავდი, რომ ასე ჭაობიდან კარგა ხანია ამოვედი.

რა საკითხავია და, ხშირად თავს მახსენებდა ძველი,
გადმომძახებდა წასრულიდან,
მესტუმრებოდა,
მომიკითხვადა,
ჩამიხუტებდა.
ენანებოდა ჩემი დათმობა,
მოგონებები საუკეთესო და ულამაზესი წლების ნოსტალგიურ ტკბილ-მწარე ელფერს იძენდა.

თუმცა, ახალ დღესთან ერთად, სტუმრის ვიზიტი სრულდებოდა და ისევ ვბრუნდებოდი ახალ, აწ უკვე ჩვეულ აზროვნებაში.

განსაცდელები?
ახალ-ახალი, როგორც გინდა, შიგა და შიგ თავს მახსნებდნენ.
მათ დასასრული არ უჩანდა: აი, თითქოს ერთი გავიარე, და მგონია უნდა შევირგო, დავისვენო… საიდანღაც, სხვანაირი ელფერით კვლავ ძვრებოდა…. ააღარრრრ მორჩნენ…

და ერთ დღესაც, გავაცნობიერე:

☀️ვერ ვიქნები ერთ ფეროვ ნული – სულ ბედნიერი ან სულ უბედური.
☀️უნდა მივიღო ფაქტი –
სიცოცხლე შესაძლებელია მხოლოდ განსაცდელებით:
სიცოცხლე შესაძლებელია როდესაც, მხოლოდ დარი კი არა, გაავდრება კიდეც…
როდესაც არის სიამოვნებაც და ტკივილიც,
როდესაც ცივი ზამთარი მონაცვლეობს, ცხელ ზაფხულთან.
როდესცა უკუნ ან მთვარიან ღამეს, გადაეფინება დღის ნათელი…
როდესაც არის სევდაც და სიხარული,
დისკომფორტს ცვლის სიმყუდროვე….

აი,
ახლა,
ნამდვილად ვიცი – სიცოცხლე ორ პოლუსს შორის ლავირებს და როგორც ჯამბაზი მწვერვალებს შორის გაჭიმულ თოკზე ახდენს თავის ოსტატობის დემონსტრირებას, სიცოცხლეც სწავლაა…
და მეც ვსწავლობ ორ უკიდურესობას შორის მოქნილობას.

💫ამ დუალობაში და პოლარულობას შორის ვსწავლობ ბალანსირებას.

ოსტატობაზე მატად, დიდიოსტატობის მიღწევა მხოლოდ განსაცდელებით – მარცხით, ტკივილით და გამოცდილებებით არის შესაძლებელი.

სწორედ, განსაცდელების წყალობ -ით ვსწავლობთ თუ როგორ ვიფრინოთ ყველაზე შორეული ვარკვლავებისკენ, იქ სადაც, დუალობის და პოლარულობის განზომილების საჭიროება ქრება,
იქ, სადაც პორტირდები ახალ სიბრტყეში, ცნობიერის ნათელთან შერწყმით!

სიყვარულით და მადლიერებით
თამარ კვარაცხელია

08.06.2019

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.