ზარმაცი სამბა

💓💓💓

მოუსმინეთ თავს
მოუსინეთ თავს ყურის გდებით
მოუსმინეთ, ისე თითქოს აი ამ წუთას, თქვენი ბოლო ამოსუნთქვაა
და უკანასკნელი სიტყები გესმით მისგან.
მშვიდად, ნელა, თითქოს ფრთხილობთ „რძე არ გაგექცეთ“ ,
თითქოს თქვენს პირველ ცეკვას ცეკვავთ ადამიანთან,
რომელზეც მალული ფიქრი ლოყებს გიწითლებთ
და ჩუმად, ყურებამდე შეგყვარებიათ.
შეეხეთ ნაზად, შეიგრძენით ხარბად,
ბურანში მყოფი, დატკბით სიახლით…
ნუ იჩქარებთ გამოჩნდეთ იმაზე კარგი ვიდერე ხართ, ამ დროს,
არ დახარჯოთ ჯადოსნური წამები იარლიყებზე,
მილამაზებ-მოლამაზებაზე და შაბლონებში ჩახტომაზე.

აი,
დილით ადრე,
„ბალიშ-აფეთქბული“ თავით,
მიდით ყველაზე გულახდილ სარკესთან,
შეხედეთ, დააკვირდით თავს…
და ვუალააა….
აღფრთოვანდით….
აღფრთოვანდით ისე, თითქოს
გენიალური მხატვრის ქმნილებას ხედავთ,
დიდი პატივისცემით, თაყვანისცემით,
სიყვარულის აღიარებით, აღიარეთ მისი ნიჭი
და ნუ იჩქარებთ შედევრის შეფასებას, ნიშნის დასმას.
ნე-ლა-ნე-ლა- ლა,
დო-რე- რე-სოლ-ლა- ლა-ლააა…
თითქოს ჩაგესმის ზარმაცი სამბა,
თეთრ-წითელ-ყვითელი-ლურჯი სახლების აჩრდილებში ჩაკარგული.
როგორც სიჩუმე, დროით და ჯაფით დაქანცული,
ცხელ-ოფლიანი დღის ბოლოს, დაღლილა სამბაც.
ნაზად , სათუთად, ჰაეროვნად, მოკრძალებით …
ნუ დაიმორცხვებთ ამ პირველგანცდილი, სინაზის გამო…
გაირინდეთ, იმდენი ხანი რამდენიც გინდათ.
მიენდეთ, შედით ნაკადში
და სრულად ჩაყვინთეთ ჯადოსნურ შეგრძნებებში.
რომელიც ასე ანდამატივით გიზიდავთ და
განავარდებთ სიცოცხლის ნებიერა ტალღებზე.
☀️სიყვარულით და 🙏მადლიერებით
თამარ კვარაცხელია

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.