რატომ დუმხართ

💞💞💞რატომ დუმხართ?

თქვენ ორნი, ხომ..
რატომ ხართ ჩუმად?

ილაპარაკეთ,
ისაუბრეთ,
ამოთქვით ის,
ის რაც გაწუხებთ

ვერ დაგპირდებით,
ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ
მოგისმენენ
გაგიგებენ,
გაიგებენ,
რომ თქმით შეიცველბა რამე…

მაგრამ მიეცით
დაგუბებულ
ჩათრგუნულ
ემოცია – ტკივილს
სიტყვებით გადმოსვლის უფლება.

მართალია
გარანტია არ არსებობს,
მაგრამ მცდელობა ღირს.
სიმართლე გითხრა
– მცდელობის გარდა სხვა გზა არ გაქვთ, არ არსებობს.

მართლა,

მართლა…

არა, ტკივილი არ გაქრება, მაგრამ შანსი ჩნდება გადარჩენის. გამთლიანების!

გაუბედაობა,
სიმორცხვე,
შიში – გულწრფელობის
და სხვისი დაკარგვის
დაგდევთ ფეხდაფეხ…
და სწორედ ამ დროს ხდება
რეგულარული
საკუთარი თავის, გზა და გზა,
კარგვა და ფლანგვა…

ესაუბრეთ ერთმანეთს
ის რაც გინდათ,
ილაპარაკეთ
სისულელეებზე,
იცინეთ ბევრი,
ისაუბრეთ უდროოდ,
უადგილოდ,
შტერობები

რომც გეგონოთ…

უთხარით, რასაც ფიქრობთ…

უთხარით,
რომ გიყვართ
ან არ იცით სად გაქრა სიყვარული
და ახლა სიძულვის გრძნობთ,
ან რომ გახდით გულგრილი

ნაცვლად იმისა, რომ სინაზეში და სიხარულში ეფლობოდეთ მისი შეხებით.

რა მოხდა?
გაიხსენთ..
ნუ დაიზარებთ
გაიხსნეთ

ამოიღეთ წყენები,
რომელსაც აგურ აგურ დებდით წლებია
და აგერ, აღმართეთ კიდეც გაუგებრობის კედელად.

შეეჭერით ერთმანეთს სიმორცხვის და სირხვილის ცეცხლში გავლით.
იარე,
დაისვენთ,
დაწექით….
იფოფხეთ..
ადექით
გაფრინდით…
რაც გინდათ და როგორც გინდათ
გამოსცდეთ

გაიარეთ…

ოღონდ იყავით გულწრფელნი.

გინდათ
იმესიჯეთ
ან ტელეფონში ამოხეთქეთ.

ან იცეკვეთ
ან ლექსით
ხან იუმორი წაიშველეთ
მხოლოდ ნუ გაჩუმდეთ მნიშვნელოვანზე.

თქვით, რაც გაწუხებთ
გამოუტყდით ერთმანეთს, რომ გიწევთ თავის შეკავება,
რომ არ აეტკინოთ თავს ტკენთ და ასე აგროვებთ წყენებს,
თითქოს და უფთხილდებით,
არა და, თვალთმაქცობთ და
არ გინდათ დაკარგოთ წესიერების „ნიღაბი„

მოვიდა დრო და

აღიარეთ – ასე მეტი არ შეგიძლიათ,
რომ დაიღალეთ!!!!

იყავით გულწრფელი
ილაპარაკეთ იმაზე
რა გინდათ და
რაც საერთოდ არ გინდათ,

უთხარით რომ ეჭვიანობთ (თუ ეჭვიანობთ)
რომ გეშინიათ მისი ან თავის დაკარგვის

გულწრფელად უთხარით, რომ უკვე
დაგვიანებულად და უაზრობად

მიგაჩნიათ საუბრის დაწყება მსგავს თემაზე
და არც დიდი მოლოდინები გაქვთ რამის შეცვლის…

მაგრამ სწორედ, ამ დროს არ გაჩერდეთ და ილაპარაკეთ….

დუმილით
ყოველ წუთი, წამებს გაცლით სამუდამოდ.
ყოველი საათი, გიკარგავთ დაახლოების შანსს
ყოველი დღე შთანთქავს გამოუთქმელ აზრებს
ყოველი წელი იპარავს, თქვენითვის მთლიანობის განცდას.

ნუ გაჩუმდებით,
სურვილების აღიარებით,
თავს სიყავრულის ნებას რთავთ,
სიყვარულის უფლებას აძევთ
თ ა ვ ს და თ ა ვ ი ს

💞სიყვარულით და 🙏მადლიერებით
თამარ კვარცხელია

#აზრები #ქოუჩსესია #თამარკვარაცხელია
http://kvaratskhelia.pro

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.