ყველას, ვისაც კი ტკივილი მოუყენებია მიეზღვება სათანადოდ

ყველას, ვისაც კი ტკივილი მოუყეენბია, მიეზღვება სათანადოდ და ერთხელაც, განიცდის და გაივლის იგივეს ცხოვრებაში.

და ეს არ არის კარმა.

ეს ადამიანური სიცოცხლის სიმართლეა.

უფრო მეტი, ეს ფიზიკაა.

ყველა რაღაცით ფორმით დატაჯულა, ან შეიძლება ახლა იტანჯება. ვიღაცა ფიქრობს მისი ტკივლი ყველაზე მძიმე და აუტანელია, ვიდრე სხვისი. შეიძლება ვიღაც თვლის, რომ მას არ გაუმართლა და სამყარო სხვის მიმართ უფრო გულუხვი და მოწყალეა… უსამართლობად აღიქვამს ცხოვრებას…

ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადის ტკივილიან გამოცდილებას და ეს ხდება ყველაზე მოულოდნელ დროს და მოულოდნელი ფორმით. თითქოს ყველაფერი იყო კარგად, მშვიდი და წყნარი ოკეანის აღელვებას და გაგიჟებას გავს, თითქოს და, მოულოდნელი ტრაგედია ან ნებისმიერი მწარე ტკივილი. როდესაც ნანახი ან გაგონილი ან განცილი გეჩვენება უსაშველოდ, თითქოსდა ჩამოგექცა ცა და გასკდა ფეხქვეშ მიწა. არა, არა ფიზიკურად არამედ შინაგანი შეგრძნებით მორჩა, დასრულდა, მუხლიც გეკვეთება და გულიც მიგდის, რეალობისგან გაქცევის მცდელობაში.

თუმცა… იქვე აფიქსირებ, რომ არაფერი შეცვლილა გარემოში, მხოლოდ შენი ტკივილით დამძიმდა დედამიწა შენთვის, ნელ-ნელა მოდის სასოწარკვეთა, დარდი, იმედგაცუება, უსუსურობის და უმწეობის საცოდავი განცდა.

ძალიან რთულია ასეთ მძიმე სიტუაციაში – გამოიჩინო გონიერება და იმოქმედო რაციონალურად. იყო მადლიერი სამყაროსი და უპირობო სიყვარულით განიმჭვალო.

როდესაც ტკივილს გაყენებენ, ეძებ ამაში დამნაშავეს, გწყურია შურისძიება. გინდა გადაუხადო სამაგიერო და ატკინო სწორედ ისე, როგორც შენ. ხდები სასტიკი და ულმობელი აზრებით და ზოგჯერ ქმედებებით. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ფაქტთან რჩები უსუსური და რჩები, მხოლოდ ღმერთის იმედად, რომ ის დასჯის სათანადოდ და რომ მიეზღვება სამართლიანად, რომ სადღაც გზაში დაეწევა თავისივე დათესილი ცოდვა და რომ ცხოვრება ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. „სამართალამ პური ჭამა“ – გახსოვთ?

გადის დრო. ტკივილი არსად მიდის და მატულობს უსამართლობის განცდა – დამნაშავე მშვენივრად გრძნობს თავს, ეს ტკივილი თქვენ გჭამთ და გკლავთ და არა მას. ღმერთისგან სამაგიეროს გადახდის მოლოდინში თქვენ იგლიჯებით.

მართალია, შორიდან ასე ჩანს და თქვენ გეჩქარებათ ვენდეტის ასრულება, მაგრამ სამყაროს სულ სხვა გეგმები აქვს. სულ სხვა ფორმით, მოულოდნელ დროს, ნეგატიური გაშვებული ენერგია იმ ძალითვე იფეთქბს, რა ძალითაც იქნა ჩაშვებული.

და ხდება გარშემომყოფებისთვის „გაუგებარი“  და შენთვის სამართლიანი, ტკივილიანი მოვლენები.

აქ სურამის ციხის მითიც მახსენდება „შვილო ზურაბ სადამდის?“-გახსოვთ ალბათ.

ცხოვრება ყველაფერს ალაგებს თავ-თავის ადგილას.

ერთხელ, მისთვის ყველაზე კარგ დროს, ყველაზე ცუდი ფორმით, ის რაც ამ ადამიანმა გაგიკეთათ, დაუბრუნდება ისე, რომ თავადაც ვერ მიხვდება, რატომ დასაჯა ცხოვრებამ ასე სასტიკად.

ეს უმარტივესი მოვლენაა. მოვლენაა ენერგიაზე. ყველა იღებს იმას რასაც გასცემს ამ სამყაროშო. ეს უბრალოდ ფაქტია, სხვა არაფერი.

თუ გინდათ დაარქვით ამას დამთხვევა, კარმა, ბედი, იღბალი, წყევლა….

მაგრამ არსი არ ივლება , ბოლოს და ბოლოს, ადამიანი იღებს იმას რაც გასცა. და ეს იქნება დამსახურებულად – შეიძლება ეხებოდეს კარიერას, საზოგადოებას, ურთიერთობებს.

და ახლა, უკვე მას გამოეცლება ფეხქვეშ მიწა და დაემხობა ცა თავზე, ახლა ის იგრძნობს თავს უსუსურად და გატყდება,( სწორედ, ისე როგორც თქვენ, მაშინ) და მოხდება ენერგეტიკული დაბალანსება.

ადამიანურად შეგეცოდებათ, კიდეც, მაგრამ ხვდებით რატომაც მოხდა ასე.

და იცით, რა განსხვავებაა იქნება თქვენსა და მას შორის?

პიროვნული და სულიერი ზრდა!

შეიძლება ის ცუდი ადამიანი არ ყოფილა თავისი შვილისთვის, მეუღლისთვის, ახლობლებისთვის და მეგობრებისთვის, შეიძლება სადღაც ნანობს კიდეც… მაგრამ მას თქვენს წინაშე მუხლმოყრით არ უთხოვია პატიება, არ დაუბალანსებია ენერგიები ნებაყოფილებით, გაცნობიერებულად. ახლა სამყარო აჩოქებს მას თავისი ტკივილის წინაშე, იყენებს მის უსაყვარლეს ადამიანებს მოქმედ გმირებად. მას რომ ადრე ესწავლა საკუთარ შეცდომებზე, გულწრფელად მოენანიებინა და თქვენში არსებული ნეგატივის გასაქრობად, მუხლებზე პატიება ეთხოვა თავისი უგუნურობისთვის, ენერგია ნეიტრალიზდებოდა და არც ტრაგედია გახდებოდა საჭირო გამოფხიზლებისთვის.

რასაკვირველია უცხოს, გვერდიდან მოცქირალს, ცოდვის (თქვენი ტკივილის და ცრემლის დიდი დოზით) არსეობა არ უწყის, მათ უჩნდებათ მხოლოდ ერთი კითხვა „რატომ გაიმეტა განგებამ ასეთი ტანჯვისთვის? “ ასეთი ადამიანების უმრავლესობა არ აღიარებენ, თავინთ შეცდომებს, არ გამოაქვთ გაკვეთილი ჩადენილი ქმედებებიდან და მეტიც ტრაბახობენ… არც აცნობიერებენ რომ გატკინეს, თან ძალიან!!! შეიძლება (და კარგი იქნება) საკუთარმა ტკივილმა გამოაფხიზლოთ ან ვერც…

თქვენ?

თქვენ კი გაიზარდეთ ტკივილში

ის იტანჯება და იგივეს განიცდის. მას აქვს ის გზა გასავლელი, რაც თქვენ წლებია გადიხართ და არც იცის, როგორ გაუმკლავდეს. ის გატყდება სანამ თქვენ საბოლოოდ მოაგროვებთ დაგლეჯილ თქვენს ნაკუწებს, შეაკოწიწებთ ხელალა, აღდგებით ფერფლისგან და ჩააბარებთ, კიდევ ერთ ცხოვრებისეულ გამოცდასაც ემპათიურობასზე. შეგეცოდებათ ადამიანურად, მაგრამ კარგად გესმით რამაც იმუშავა. უბრალო ფიზიკამ.

ამიტომ არ ინერვიულოთ.

ამიტომ მიენდეთ სამყაროს. ის უკეთ ხედავს რა დროს, როგორ და რა ფორმით დაუბრუდება ტკივილი ადრესატს. როგორც ის, ისე თქვენ სამყაროს შვილი ხართ, მიკრო სამყარო ხართ მაკროში და ის, არც თქვენი და არც მისი წინააღმდეგ არ მოქმედებს. მას ორივე ტკივილი ტკივა და ორივე ტკივილის გარადქმნას, განეიტრალებას და გასუფთავებას ცდილობს, უბრალოდ, აფხიზლებს ღრმა ძილისგან და ილუზორული ცხოვრებისგან ადამიანურ ბუნებას.

რა არის საჭირო?

უბრალოდ, ისწავლეთ იმ გამოცდილებაზე რაც ცხოვრებამ გიბოძათ.

თუ თქვენ აწყენინეთ და თუნდაც ერთი კურცხალი ჩამოვარდა სხვას თქვენი დამსახურებით, ითხოვეთ პატიება, იმ ტკივილისთვის, ცრემლებისთვის და აუცილებლად გამოიტანეთ გაკვეთილი.

თუ თქვენ გაწყენინეს გაიარეთ ტკივილში, იტირეთ, აიღეთ კარგი ამისგან და მერე წამოდექით! წამოდექით იმის გაცნობიერებით, რომ სამყაროში ენერგია არსად არ მიდის, ის უბრუდება მის გამააქტიურებელს და თუ ტკივილში გაგატარათ, მასაც მოუწევს იგივეს გავლა და მთავარი, გამოემშვიდობეთ სამუდამოდ.

 

ეს თემა არ დამიწერია საკამათოდ. აზრი და გამოცდილბის გაზიარება შეგიძლიათ კომენტარებში. თუ რამე კითხვები გაგიჩნდათ შეგიძლიათ მომწეროთ და განვიხილოთ ეს საკითხი ენერგეტიკულ დონეზე.

ან მობრძანდით 21 დღიან ონალიან ტრენინგზე #ზრდისფაქტორი რომელიც სტარტს 1 ივლისს აიღებს!

სრული ინფორმაცია და ტრენინგზე რეგისტრაცია  http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

 

მადლიერებით და თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით

თამარ კვარაცხელია

One thought on “ყველას, ვისაც კი ტკივილი მოუყენებია მიეზღვება სათანადოდ

  1. თამარ მადლობა თ ქ ვენ გვიზიარ ერ ბთ ასეთ სტატიებს და ზრუნავთ ჩვ ე ნთვის .გ ა იხ ა რეთ .

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.