ტესტი: რა ხდება თქვენს ქვეცნობიერში

მოდით, შევამოწმოთ, ყველაფერი წესრიგშია თუ არა ქვეცნობიერში.
გაიგეთ რა დამოკიდებულება გაქვთ ცხოვრების მიმართ, რას ელოდებით მისგან და რა ფარული სურვილები გაქვთ. ამის გარკვევაში მოცემული ტესტი დაგეხმარებათ.
აიღეთ ფურცელი და კალამი, გამორთელთ ლოგიკა და ჩართეთ წარმოსახვა. ქვეცნობიერი ხომ ჩვენთან წარმოსახვით – სურათების, ემოციების საშუალებით საუბრობს. პასუხზე დიდი ხანი ნუ იფიქრებთ. დაწერეთ მოკლედ და მკაფიოდ.
დავიწყოთ:

1. თქვენ დგახართ სანაპიროზე და იხედებით ზღვაში. რას გრძნობთ?
2. მიდიხართ ტყეში, თავს ხრით და დახედეთ მიწას. რას ხედავთ? ჩაწერეთ რა გრძნობები გაგიჩნდათ.
3. წარმოიდგინეთ, თავს ზემოთ მფრინავ თოლიებს აკვირდებით. რას გრძნობთ ამ დროს?
4. თქვენ აკვირდებით მორბენალ, მონავარდე ცხენებს. რა ემოციები გიჩნდებათ?
5. დგახართ შუაგულ უდაბნოში და თქვენს წინაშე აღმართულა კედელი, რომელის ორივე მხარეს არ უჩანს ბოლო. გეჩვენებათ, რომ უსასრულოა… კედელში ამჩნევთ პატარა ნახვრეტს, საიდანაც მოსჩანს ოაზისი. რას მოიმოქმედებთ?
6.  უდაბნოში ხეტიალისას პოულობთ დოქს, რომელიც პირამდე სავსეა წყლით. რა არის თქვენი მოქმედება?
7. დაიკარგეთ ტყეში. უკვე დაღამდა, თქვენ ჯერ კიდევ დაბორიალობთ. უცებ ხედავთ სახლს საიდანაც გამოდის სინათლე. რას გააკეთებთ?
8. თქვენ დაიკარგეთ სქელ ნისლში და ვეღარაფერს ხედავთ. პირველი, რასაც გააკეთებთ?
ჩაიწერეთ პასუხები?
ახლა მოემზადეთ, გაიგოთ – რაზე მეტყველებენ ისინი. გაცემულ პასუხებში იკითხება თქვენი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ, რა მოლოდინები და სურვილები გაქვთ.

1. ეს თქვენი გრძნობები და დამოკიდებულებია ახლობელი ადამიანების მიმართ.
2. თქვენი დამიკოდებულება მამკაცების მიმართ.
3. თქვენი დამოკიდებულება ქალების მიმართ.
4. ეს არის ის, თუ როგორ წყვეტთ პრობლემის უმრავლესობას.
5. ეს არის ის, რა სახითაც ირჩევთ პარტნიორს.
6. თქვენი დაკიდებულება ოჯახურ საკითხებზე და საერთოდ, დაოჯახებაზე.
7. სიკვდილის მიმართ თქვენი დამიკიდებულება.
8. სიკვდილის მიმართ თქვენი დამიკიდებულება.
იმედია, მოგეწონათ ტესტი გაერთეთ და იხალისეთ.
გამიზიარეთ თქვენი შედეგები და სეგრძნებები კომენტარებში.
გაუზიარეთ თემა მეგობრებს.
მადლიერებით და თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით
თამარ კვარაცხელია
Advertisements

One thought on “ტესტი: რა ხდება თქვენს ქვეცნობიერში

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s