ერის სასიკეთო ცვლილებები პიროვნებიდან იწყება

ყველა გრანდიოზულ და დიდ ცვლილებებს წინ უსწრებს ქაოსი.

მე მჯერა სამყაროს კანონზომიერების
– ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს,
მჯერა, ჩვენგან განსხვავებით, სამყარო ხედავს სრულ სურათს და ეს აბობოქრება, სწორედ რომ (პიროვნების და ქვეყნის, სამყაროს) ზრდის გარდაუვალ მომენტს წარმოაგდენს.

მე მჯერა სინათლის
სადაც სინათლეა იქ ჯანსაღი აზრი და ჭეშმარიტებაა.
სადაც სინათლეა სიბნელე ქრება.
სამყაროს სჭიდება ორივე ენერგია, როგორც საგზაო ნიშნები, რათა მათი საშუალებით დაგვანახოს სწორი მიმართულება და გვაგრძნობინოს, აქ და ამ წუთას, არსებობის საჭიროება.

მე მჯერა სიყვარულის
რადგან ის ყველა ფერია
შინაგანად თუ გარეგანად.
ვიცი, მხოლოდ სიყვარულით დაღვინებულ გონებას შეუძლია ფასეულის და სამყაროსთვის მნიშვნელოვანაუცილებელი საქმეების კეთება.

ეს კი მოცემულობაა და დანიშნულება, მაკროსი მიკროში.
….
დღესაც, გარკვევით მახსოვს, პირველად, როდის მივიღე გადაწყვეტილება – „ასე ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია. ცხოვრებას ვცვლი მხოლოდ უკეთესობისკენ! – ამის დაშვების მერე, თუ მიხვდებით, რა მოხდა?

….
მერე,
უფრო მეტი, პრობლემები და არასასიამოვნო მოვლენები დამახვავ/დამაყარა სამყარომ, დაწყებული წვრილმანებიდან….
პარადოქსია არა?
რაც წლები მიდიოდა, უფრო და უფრო რთულდებოდა.

მაგალითად: 4 წელიწადში 7 უსაყვარლესი ადამიანი იმ ქვეყნად გაცილება და მოგვიანებით, ახლახანს, საცხოვრებლის პროლემა.
არ გეგონოთ, პირადი არ განსაზღვრავს ზოგადს, მეტიც
თუ პიროვნების შინაგან სამყაროში ქაოსია, ქაოსია მის გარეთ! „აქაოსებული პიროვნება“, სამყაროსგან იზიდავს დესტრუქცული გმოვლინების შესაძლებლობებს … თუმცა, თითოეული პრობლემის დაძლევა ნელ-ნელა გადავიდა გამოცდილებაში და მორიგი გამოცდილებისთვის მზადებაში..

გავდიოდი,
გავდივარ და ყოველ ჯერზე
მოდის გაცნობიერება:
„აი, ისე. შემთხვევით, მოულოდნელად არაფერი ხდება და რაც უნდა ხდებოდეს, აბსოლუტურად, ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს“ ამას თავად, აწმყოდან წარსულში გადახედვისას (და მოვლენების სინქრონი) ამჩნევ და არა იმ წუთას, სადაც მხოლოდ შინაგანი ტკივილია და აუტანელი ტრაგედიები.

დიახ, წარსულში, ერთ დღესაც მტკიცედ მიღებულმა „ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის “ გადაწყვეტილებამ, დაატრიალა შინაგანი პროგრამების წმენდის პროცესი. სამწუხაროდ, ტკივილიანია ცხოვრების გაკვეთილები, სხვანაირად ვერ ვსწავლობთ. რომ არა პრობლემები დავრჩებით ჩანასახის ან მოზადის ასაკში(სადაც ისედაც, იმყოფება დიდი ნაწილი), შესაბამისი ქცევებით…

ამიტომაც მაქვს სითამამე ვთქვა „რაც ხდება ხდება სასიკეთოდ“ !

….
მაჭრობის პერიოდში ქვეცნობიერის დონეზე განვიცდიდი, ვფორიაქობდი და ვერ ვალაგებდი პაზლს. ვერ ვპოულობდი პასუხებს, ვერ ვხედავდი გზას, გამოსავალს, ხსნას – ვის ვკითხო? რატომ მტკივა?რატომ ხდება ასე და არა ისე?

ახლა?
ახლა თვალნათელია, რომ ცხოვრების მიმდინარე პერიოდი ძალიან გაჭედილ/დაბინძურებუი იყო (მიუღებლობით, უმადურობით, დაუნახაობით, კრიტიკით, ზიზღით, პასუხისმგებლობის სხვაზე გადადებით…)…

იცით ეს რას ჰგავს?

ორგანიზმის მოწამვლას.
როცა იწამლება უცხო, არაორგანულისგან ან ბინძურდება არასწორი ცხოვრების წესისგან, აუცილებლად, მოითხოვს ინტენსიურ გაწმენდას, რომელიც თანმხლებია მტკივნეული შეგრძნებებით, პროცესებით – კრიზისით.
….

დაახლოებით, მსგავსი რამ ხდება ადამიანის ცხოვრებაში, მის ყოველდღიურობაში – როცა აპროტესტებ საკუთარ თავთან (გაუცნობიერებლად) ბევრ რამეს, თვითკტიტიკაში გადავარდნილი, აგრესია ირეკლება ოჯახის წვრებზე (უპატივცემლოდ ქცევა დედის, მამის, დის,ძმის…)
დიახ, დიახ არ გაგიკვირდეთ …
ნუ გიკვირს ძვირფასო…
აქედან იწყება…
საკუთარი თავიდან იწყება სამყაროს, სხვა შემადგენელბის მიმართ დამოკიდებულება.

ქუჩაში გასვლა უმარტივესია?

მაგრამ მანამდე?

პირველ რიგში, მოაგვარო კომფლიქტები საკუთარ თავთან და ოჯახის წევრებთან! პირველი, თქვენი შინაგანი სამყაროს ანარეკლი უახლოესი გარემოა და როცა უპატივცემლოდ, დაუფასებლად ექცევით… დაკარგული ხართ პასუხგაუცემელ კითხვებში – ვინ ვარ, რა ვარ? რას ვაკეთებ?

ეს მოცემულობაა…
ეს ენერგიებია…
და ის არსად ქრება…
როგორც იქცევით წვრილმან რამეზე (როგორც ექცევით, თავს, ოჯახის წევრებს) ისე იქცევით ზოგადად. სამწუხაროა, არასრულყოფილი ადამიანების ყრილობა ემსგავსება ბრბოს რომლის მართვა, მავანთა ხელში, შინაგანი ტკივილებიდან გამომდინარე, ძალიან მარტივი ხდება. ანუ გამოყენება მათ მიერ – ვინც კარგად იციან რა უნდათ და სხვისი სისხლის ფასად, მზად არიან სასურველის მისაღებად.

……
90-იან წლებში და მცირე, უცოდველმა პროტესტმა, წლოოოობით, სამოქალოქო ომის გზას გაგვიყენა, რომელიც თავისი სისასტკით, დაუნდობლობით, შედეგით სავალალო აღმოჩნდა …
……
თქვენი არ ვიცი და მე არ მინდა წრეზე ტრიალი…

მორჩა!!!

არ მინდა ჩემი ქვეყანა დარბოდეს როგორ ზაზუნა ბორბალში…

მინდა შეცდომებზე ვისწავლო და დასკვნები გამოვიტანო, გავმყარდე ფასეულობებში და ქმედებების სისწორეში.

ერთი სიცოცხლე მაქვს, ამ ცხოვრბით ახლა ვცხოვრობ და მე არ მინდა
მუდმივად
ბრძოლოს მოლოდინში, (გასაგებია რა იყო ადრე.. ახლა, წარსულიდან მხოლოდ გაკვეთილები, აწმყოში დაუღალავი ქმედებები და საუკეთესო მომავლის ხედვით)
დაჩაგრულის ტკივილით და
მსხვერპლის პოზიციაში გაღვიძება და დაძინება.

უარს ვამბობ ვიყო მსხვერპლი
(მსხვერპლს ყოველთვის ჰყავს მიზეზად – უნიჭობა, მამა, მეზობელი, სახელმწიფო, ჩინოვნიკი , რუსეთი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, აშშ…ჩადრიანი, საყურიანი, განსხვავებული ფერის, რასისი, აზროვნების…. – ყოველთვის არის ვიღაც დ ა მ ნ ა შ ა ვ ე!!!. ყვირილით – „ეს ყველაფერი მისი ბრალია!)
რომ არ არის…!!! – და საინტერესოა, რომ არა ის? სამტროს რა გამოლევს, როცა მსხვეპლად რჩები…

ამიტომ მე მზად ვარ პასუხისმგებლობა ავიღო, პირველ რიგში,
საკუთარ აზრებზე,
ემოციებზე,
ქმედებებზე,
და მერე …
თუ მექნება ბედნიერება და რამე სახით მსახურების ღირსი გავხდები, ვემსახურო ადამიანებს, ქვეყანას, სამყაროს…

მკითხავთ როგორო?

გახდი საუკეთესო, დ ი დ ოსტატი, იქ სადაც ხარ და იმაში რასაც აკეთებ!!!!
გაიგე ვინ ხარ?
რა გინდა?
რას გააკეთებ?

ამიტომ თითოეულმა აღასრულოს თავის დრაჰმა, საქმით, დიდოსტატობის უმაღლესი გამოვლინებით – ასახელოს ქვეყნა, ერი და ბერი…
ვირტუოზი ექიმი,
საუკეთესო მასწავლებელი,
გასაოცარი მომღერალი და
შეუდარებელი მოცეკვავე,
საოცარი მსახიობი და
ფანტასტიური მებაღე,
ვირტუოზული მომსახურება,
მოღიღინე მეეზოვე,
საამაყო ფიზიკოსი,
მავთულხლართებთან გაშენებული ბაღები,
ხელოვენებაში ნათქვამი უმტკივნეულესი თემები…
….
ბრძენი დედა
ჭკვიანი მამა.
საუკეთესო სტუდენტი,
და საუკეთესო ….

ჩვენი თითოეული
აზრი
ემოცია
ქმედება
უნდა იყოს საქართველოს კეთილდღეობაზე ორიენტირებული და არა ერთმანეთის „ჭამაზე“.

ო, ღმერთო რა ენერგია იხარჯება ფუჭად?
სწორედაც, რომ მათი დაგროვებით, მსგავსი ტრაგედიები გვევილინება 5-10 წელიწადში ერთხელ (ბუმერაბგის კანონი).

რატომ?
როდემდე?
ხომ უნდა ვისწავლოთ?

როგორია თქვენი საქართველო?
გთხოვთ, იფიქრეთ ამაზე!

დაწერეთ და გამომიგზავნეთ, აქ კონეტარებში ან მომნიშნეთ. თუნდაც ორი , სამი სიტყვით არ დაიზაროთ…

#ჩემისაქართველო თემა – მხოლოდ არანაირი ნეგატივი და „არ“ ნაწილაკი. ჩემმა ტრენინგის მონაწილეებმა იციან რასაც ვთხოვ.

ასე ყალიბდება აზრფორმა, რომელიც ემოციურ მდგომარეობად იტვირთება და იძენს რელობის ჰალოგრამულ გამოსახულებას.

აი, გზა რაც გამოგვიყვანს მსხვერპლის როლიდან.
ჩვენი ცნობიერების მსხვერპლის დონიდან გამოსვლას დრო სჭირდება,
დროში კი მიღწევები უნდა დაიდოს საუკეთესო, თაფლივით ტკბილი და მიმზიდველი საქართველოსთვის…
საკუთარი ქვეყნის, საუკეთესო შვილი გახდე. დღეს ჩვენი ბრძოლა – ჩვენი პროფესიონალიზმია და დანიშნულების შესრულება.

მე?
მე რომ ტელეფონის ზრით, მესინჯერში და მაილზე მომდის, წარმატების მიღწევის, შინაგანი ბარიერების, ურთიერთობების მოწესრიგების, დანიშნულების გარკვევის… სუიციდური გადახრების, შინაგანი ტკივილებით, აურაცხელი კითხვებით სავსე წერილები და მესიჯები – მე ამას მივხედავ! საკუთარი თავიდან დაწყებული, ჩემ წილ სინათლეს შევიტან სამყაროში 

თქვენ?
თქვენ საქმეს რასაც, ახლა, აკეთებთ გააკეთეთ
სიყვარულით,
მადლერებით და
საუკეთესოს მოლოდინით! – განათეთ თქვენი წილი ❤

გამიგრძელდა წერა.
მადლიერებით და მოკრძალებით გავაგრძელებ!

საიდან მოვდივარ?
90-იანი წლებიდან, ტყვიების ზუზუნუდიან, ძმებს შორის დაპირისპირებიდან და არასრულფასოვანი, გაუბედურებული ადამიანების ცნობიერებიდან. დღესაც თვალწინ მიდგას: დაქალის მამის მეგობარმა, რუსთაველზე სასაკლაოზე, ძმათაშორის ტყვიების წუილის წვიმიდან, ორი 18 წლის გოგო, უბრალო ინტერესით და პატრიოტული აღტკინების შინაგანიწვით, ( რა მეგონა ვარდი მომხვდებოდა? რა მინდოდა, ვინ მეკითხებოდა? რას ვიზამდი? ტყვია მომხვდებოდა და ვიქნებოდი მერე ალბათ გმირი? მართლა რომ ღმერთი გიცავს…) როგორ გამოგვაფხიზლა შეყვირებამ „კი მაგრამ თქვენ აქ რას აკეთებთ? ახლავე მომყევით!“ და პირდაპირი მნიშვნელობით, როგორც რძეს ნაღები, მოგვხსნა, წაგიყვანა თავის სახლში და აგვიხსნა, რატომ არ უნდა წავსულიყავით სხვა დროს.
არ ვიცი დღეს ის კაცი ცოხოხალია თუ არა, მაგრამ მაშინ ალბათ ჩემი ტოლო (47 წლის) იქნებოდა და მადლობა მას, დღეს არ მექნებოდა ამის წერის შესაძლებლობა.

ვერ იქნებით შემდგარი პიროვნება თუ პიროვნულ დონეზე, საკუთარი თავის მიმართ ხდება ძალადობა (აკრძალვები, ჩარჩობში და სტერეოტიპებში გამომწყვდევა…)

ახლა?

როდესაც,
გინდ პიროვნება
და
გინდ კოლექტიური ცნობიერი,
სამყაროში აგზავნის გულწრფელ სურვილს
საქართველოს დემოკრატიაზე და საუკეთესო მომავალზე,
ეს ნიშნავს – შეუკვეთო სამყაროს ახალი აზრფორმა, რა დროსაც, ის თქვენს გარშემო როგორც სარკე, იწყებს განლაგებას – აჩენს მოვლენებს, სიტუაციებს იმისათვის, რომ მოხდეს სარკეში გამოსახულების ტრანსფორმაცია სასურველში:
კი მტკივნეულია,
კი სჭირდება დრო,
რა დროსაც შესაძლებელია გარკვეული „აუხსნელი, გაუგებრობები“….
…..

ჩვენ რა ვაკეთოთ?
ბოლოს და ბოლოს დავღვინდეთ!
….

არ ჩავარდეთ პანიკაში,
არ ჩავარდეთ ისტერიაში…
არ ჩამოუშვათ ხელები,
ახლა გვმართებს მოთმინება, ყველაზე მეტად.

გაიხარეთ, რომ სიტუაციამ გამოგცადათ და
დარწმუნდით – საკუთარ შეძლებლობებში,
დარწმუნდით – თქვენ ცვლილეების დაჩქარება, კატალიზატორის სახით შეგიძლიათ,
დარწმუნდით – თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ მათ შეცდომებზე,
დარწმუნდით – თქვენი დროც მოვა და ძალიან მალე.
გააცნობიერებთ ფასეულობებს…..

მხოლოდ, დაღვინდით!
თუ არა და „გავერთობით“ ზაზუნებივით, ბორბლის ტრიალში.

……………………
გავაცნობიეროთ, რომ მტერი გვყავს მანამ, სანამ ვიქნებით, სუსტი ცნობიერად, შეგვეცოდება თავი და დავადანშაულებთ სხვებს (ანუ დავრჩებით მსხვერპლის დონეზე)..

……
დღეიდან, გავხდეთ ჩვენი ცხოვრების და ჩვენი ქვეყნის ბატონ-პატრონები –
ეს დიდი პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ლ ო ბ ა ა
და არა გადაბრალება!!!
პასუხსიმგებლობაა
საკუთარი თავის,
ოჯახის წევრის,
მეგობრის,
ერის ბერის,
მსოფლიოს…
სამყაროს წინაშე…

მხოლოდ ასე – გახდე საუკეთესო, კონცენრტირდე პირად რეალიზაციაზე
და ქვეყნის სიდიადე, რეალიზებულ კოლექტიურ ცნობიერში, საქართველოს გახდის პატარა, ძლიერ, საუკეთესოს, საამაყოს, საიდანაც დემოკრატიის სასწავლებლ მაგალითებს აიღებენ, ვისაც ეს დასჭირდება….

……………

რა ხდება დღეს ჩვენს ცხოვრებაში?

ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა იყოს
ეტყობა სამყარომ მონდომებით დაიწყო ზრუნვა ჩვენზე, ააბობოქრა მოვლენები ისე, რომ მოგვამზადა კაპიტალური რემონტისთვის, რა დროსაც, მოგეხსენებათ, მოგვიწევს რაღაცის დანგრევა.

მთავარია — არ აღიქვათ ეს ცვლილებები ნეგატიურად. თუ ყველანი არჩეულ საქმეში გავხდებით დიდოსტატები, მივჰყვებით ძლიერი, ლამაზი და მისაბაძი საქართველოს კორდინატებს, მალე დავრწმუნდებით, რომ ის მოვლენები, რომლებით გეჩვენებოდათ ტრაგიკულად, არასასურველად, სინამდვილეში მუშაობდენენ სასიკეთოდ.

მე მჯერა სამაყაროს კანონზომიერება!
მე მჯერა სინათლის!
მე მჯერა სიყვარულის!

როგორია თქვენი საქართველო?
#ჩემისაქართველო  – მომწერეთ

სიყვარულით და მადლიერებით
თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით
თამარ კვარაცხელია

2019. 28 ივნისი

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.