ღმერთს ებარებოდე

თუ თქვენი „საიდუმლო გასცეს“ და გიღალატეს – ნიშნავს თქვენ გადაგიყვანეს ენეგრტიკულად მაღალ საფეხურზე.

ანუ ადამიანი გაუშვეს, გაანთავისუფლეს არსებული საფეხურიდან, რათა, ახალი გამოცდილებით შეძლოს ცხოვრება. ის მზად არის გზის გასაგრძელებლად.

ერთდროულად ხდება ეს –
როდესაც ცხოვრების „მოყირჭებული“ პროგრამიდან გაგდებენ, იმ წუთშივე ხსნიან ახალ შესაძლებლობებს.

ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანი იმყოფება კრიტიკულ ზღვარზე და გრძნობს გაუსაძლის ტკივილს, მას ეხსნება მაქსიმალური წყალობა, კურთხევა და წვდომა…

ვისაც, ცხოვრებაში ეს გზა გაუვლია, მიხვდება რაზეა საუბარი:

ფიზიკური ტკივილის დროს, საიდანღაც ჩნდება უხილავი ასტრალური წიანამძღვარი…

ემოციურ ტკივილზე ჩნდება – მენტალური წინამძღვარი.

მენტალურ იმედგაცრუებას ახლავს დაბნეულობა და ეძებს გამოსავალს და მიადგება… პოულობს გასასვლელს სულისკენ.

შესაბამისად, სულიერი სიმშვიდის მოპოვების იმედგაცუებას მივყავართ ფაქიზ, ადრე უცნობ/აღუქმელ/უჩინარ სამყაროსთან და…
ასე უსასრულოდ…..

არ ვიცი რამდენად მისაღებია
რამდენად გასაგები ან
რამდენად კარგია
ამას რომ ვწერ, მაგრამ ვხედავ

დიდი შანსია, ადამიანი გაიჭედოს ერთ ენერგეტიკულ დონეზე…
და ძალიან ბევრი, ბ ე ვ რ იიიიი
ხშირად და
დიდი ხნით
იჭედება კიდეც, რომელიმე სიტუაციაში, რამე ფორმით, შეულეველი როლით, გაჯიუტებული სახით…
და მხოლოდ ტკივილით, ტანჯვით ხდება შესაძლებელი მათი ფოკუსის გადატანა ცხოვრების ობიექტურობის აღქმის, უფრო ფართო დიაპაზონზე.

არ იტანჯო?
ეს შ ე უ ძ ლ ე ბ ე ლ ი ა!
ტანჯვა, აუცილებელი პირობად ჩადებულა ადამიანის დნმ-ში, განგებისგან.
რატომ?
რათა სული ავიდეს (ან ჩავიდეს – სადაც ვერ იპოვის გასასვლელს) და აქტიურად განვითარდეს.

ყოველ ჯერზე როდესაც, დროებითი ფიზიკური სხელით შემოსილი სული ემზადება ზრდისათვის, ადამიანის შინაგანი სამყარო მზადაა გახსნას კარები, მხოლოდ, ძველის დაკარგვის ფასად…

– მტკივნეულია დათმობა?
– ძ ა ლ ი ა ნ !
– რატომ ხდება ასე?
– წარსულსა და მომავალს შორის არჩევანის გაკეთების პროცესია ასეთი, და იმიტომ. ის, რაც ასე ნაცნობია, ჩვეულია, მოსახერხებელია – ამის დაკარგვის შიშია მტკივნეული …

არადა, ყოველთვის უწევს არჩევანის გაკეთება:
შიში თუ სიყვარული.
რადგან, როდესაც ადამიანი არ უცხადებს ნდობას ღმერთს – ის იწყებს, ტკივილიან თამაშს… თამაშს საკუთარ თავთან.
სტრატეგიული ამოცანების დაგეგმვა, შემოქმედის განზრახვებთან შეუსაბამობა – მიიყვანს მას იმედგაცრუებებთან და ცხოვრებია აზრის დაკარგვასთან.

რაზე ოცნებობს ადამიანი?

ოცნებობს თავისი ცხოვრება, ყოველი დღე, წუთი, მართოს ისე როგორც უნდა, ისახავს მიზნას, გეგმავს.. და ისევ, ძველებურად იტანჯება, თუ გეგმები ეფუშება. ფაქობრივად, მას ცხოვრება აიძულებს ყოველდღე აიღოს სუფთა ტილო, მოიმარჯვოს საღებავები და თავიდან და ახლებურად დაიწყოს ხატვა.

და ისევ შიში…
და ისევ დაძაბულობა…
აი რატომ არის შეუძლებელი ტკივილის გარეშე,
და ასე იქნება…
მანამ,
სანამ იარსებებს მიჯაჭვულობა, იარსებებს პირობითობა, სანამ არ არის ღმერთის ტოტალური ნდობა და
სანამ უგულველყოფილი იქნება სამყაროს კანონები.

ამიტომ, ღალატით – თქვენ გამოცდას აბარებთ შინაგან „მე“ს.
„გაგცა“?
ე.ი. გადაგცა ღმერთს, იმ წუთიდანვე ჩგახუტა „გადაგაბარა ღმერთს“
აქ კი არჩევანის შანსი არ გაქვს: როცა „ღმერთს ებარები“ შიში სასწაულებრივად ქრება, სიყვარულის და ტოტალური მიმღებლობის წინაშე.

გაიარეთ ☀️რეგისტრაცია 21 დღიან ონლაინ ტრენინგზე #ზრდისფაქტორი
▶️http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

▶️ თუ მოგეწონათ, გააზიარეთ პოსტი

🏵️🌻🌼 სიყვარულით და მადლიერებით
თამარ კვარაცხელია

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.