ცვალებადობა მუდმივობაა

ერთხლაც, სრულებით შესაძლებელია, მიაღწიო ყველა მიზანს და აიხდინო, თითქმის, ყველა ოცნება, რათა აღმოაჩინო, რომ ეს არ არის ყველაფერი ან საკმარისი.

ერთხელაც, სრულებით შესაძლებელია მოგიწიოს დაკარგო ის, რაც გაქვს, რომ შეძლო გულწრფელად აღიარო საკუთარ თავთან – რაც დაკარგე, სინამდვილეში, არასდროს ყოფილა შენი.

ერთხელაც, სრულებით შესაძლებელია, ყველანაირი იმედი გადაგეწუროს, რათა გამოუცხადო ღმერთს ტოტალური ნდობა და შეძლო გაესნა სამყაროში არსებულ ყველა შესაძლებლობებს.

ერთხელაც, სრულებით შესაძლებელია, მოგიწიოს გაუსაძლისი ტკივილის გავლა, რათა მოგვიანებით მიაგნო ისეთი სიხარულის წყაროს, რომელსაც უბრალოდ არაფერი ეპირწონება.

ერთხელაც, სრულებით შესაძლებელია, მოგიწიოს ინატრო “მიწა გასკდეს და შიგ ჩავარდე“, მაგრამ გააცნობიერო ვერსადაც ვერ „ჩავარდები“ და შენს „ნეტაზე“ „მიწა არ გასდება“.

იქონიე სიმამაცე ძვირფასო ჩემო,
ღრმად ჩაისუნთქე,
ნელ-ნელა ამოისუნქე
და გადაეშვი…
გაიარე ამ ქარტეხილებში მეგობარო, რათა გააცნობიერო – მიზნი კი არ არის მუდმივობა, მუდმივობაა მიზნის ცვალებადობა.

კი იოცნებე,
კი ისურვე,
კი განიზრახე,
მაგრამ თუ კი დაიკარგე, იცოდე –
შენ ყოველთვის იპოვი თავს აქ, ახლა და ამ წუთას…

და გაიარე ☀️რეგისტრაცია 21 დღიან ონლაინ ტრენინგზე #ზრდისფაქტორი
▶️http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

▶️გააზიარეთ პოსტი 🏵️🌻🌼
სიყვარულით და მადლიერებით
თამარ კვარაცხელია

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.