რას ვეტყოდი თავს 20 წლის ასაკში

ნინა ორჯონიკიძე

“დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს…”

ეს სიტყვები ალბათ ყველას გსმენიათ, შეიძლება გითქვამთ კიდეც. 🎡
…დროის მანქანა რომ არსებობდეს და 20 წლის ასაკში რომ დამაბრუნოს რას ვეტყოდი?🗯🤔

👉გიყვარდეს საკუთარი თავი, შინაურები, გარეულები, ახლობლები,ყველა, ყველაფერი, ყოველთვის უ პ ი რ ო ბ ო დ .🥰🙏🏻❤️

👉იპოვე საქმე რისი გაკეთებაც ყველაზე მეტად მოგწონს. ნურაფრის გულისთვის ნუ გააკეთებ საქმეს რაც არ მოგწონს, რისი გაკეთებაც არ გსიამოვნებს, ნუ დახარჯავ ამ არასასიამოვნო საქმეში ენერგიას.

👉იმეგობრე ადამიანებთან ვისთან ურთიერთობაც გსიამოვნებს, გზრდის, განვითარებს, გაბედნიერებს:
აკეთე, დაიხარჯე,იმუშავე და წარმატებას მიაღწევ. მონოტონურად შეიძლება ჟღერს თუმცა ნამდვილად არ იქნება მონოტონური.

👉გყავდეს რამდენიმე ერთგული მეგობარი, მოუსმინე მათ გაიზიარე მათი დარდიც და სიხარულიც, იფრინე და იხარე მათთან ერთად, დარწმუნებული იყავი რაც არ უნდა მოხდეს, მათ ეყვარები და მიგღებენ ისეთს როგორიც ხარ.

👉არასოდეს შეადარო თავი “იმას”,”ამას” . სხვა ადამიანების შფასებით არ იმსჯელო, თორემ სხვა ადამიანების სასიარულო გზაზე ივლი. რა საქმე გაქვს სხვის გზაზე, როცა შენ შენი გზა გაქვს გასავლელი.

👉არასოდეს მოუსმინო “მოკეთეებს” “მეზობლებს” “კეთილისმსურველებს” ნუ შეგეშინდება რას გეტყვიან, რას იტყვიან შენს ცხოვრებაზე, ყველაზე დიდი 15 წუთი ილაპარაკებენ, შენ კი მთელი ცხოვრება აჩრდილივით უნდა ატარო.

👉ყოველი დღე დაიწყე ჯანსაღი ცხოვრების წესით, ივარჯიშე, იცეკვე დაკავდი რომელიმე სპორტით, გაგიჟდი გადაირიე.🤺🤸🏻‍♀️🤾🏻‍♀️🏄🏻‍♀️🧗🏻‍♀️🏊🏻‍♀️🧘🏻‍♀️

👉ყოველ დღე იკითხე, ყველაფერი, ყველაფერზე. იკითხე როგორია ხეებად ბალახებად ყოფნა, ყვავილად ყოფნა, პიკასოდ ყოფნა. მეორე მსოფლიო ომის დროს ჯარისკაცად ყოფნა, იკითხე ყველგან ყველაფერი და ერთ დღეს, როგორც აწყობილი ლამაზი პაზლი, ისე დაგიბრუნდება და საოცარ სინამდვილეს გაჩვენებს.

👉ცხოვრებაში ყველაფერი მიჩვევაა, თუ რამე კარგის კეთებას გადაწყვეტ ეცადე ჩვევად აქციო. იცოდე რომ ტვინი ასე პროგრამდება, რასაც ხშირად აკეთებ, მხოლოდ იმაზე კონცენტრირდება ამიტომ ფრთხილად იყავი, რა ჩვევაზეც დაპროგრამდები, ცხოვრებაც ისე აგეწყობა.

👉დილით ადგომა❗️🌞ყურს ცუდათ ხვდება ვიცი, მაგრამ ყველაზე მაგარი რამეა დამიჯერე, ზოგჯერ 8:30 ზე უკვე 2-3 საქმე გაკეთებული გაქვს და ვერ იჯერებ რამდენი დრო გაქვს.

👉არ იჭორაო. ჭორაობა როგორი რამეა იცი? საკუთარ სახლში დიდი აყროლებული ნაგვით სავსე პარკს თავი მოხსნა და ოთახში დაყარო. ჭორაობა განტვირთვა შეიძლება იყოს ვინმესთვის თუმცა აბინძურებს ადამიანს.

👉არასოდეს, არავინ არ დაადანაშაულო. დანაშაულება შხამივითაა. ადამიანს მსხვერპლის როლში აგდებს.

👉ეცადე ნაკლები დრო გაატარო ტელევიზორთან, ტელეფონთან, კომპიუტერთან. იყავი უფრო მეტად სოციალური თორემ დაგავიწყდება როგორი ვინმე ხარ რეალობაში სინამდვილეში.

👉ნუ იქნები მარტო, მოუსმინე საკუთარ თავს ისე როგორც ბავშობაში ყურზე მიდებულ ნიჟარას უსმენდი ხოლმე.

👉მარტოობის გარდა ყველაფერი გააზიარე რადგან ცხოვრება მხოლოდ მაშინ არის მშვენიერი როცა შგიძლია გააზიარო და გაიზიარო.

👉ყოველი დღე გამოხატე მადლიერება ყველასთვის და ყველაფრისთვის რაც გაქვს რომ მიიღო ის რაც არ გაქვს და გინდა.

👉ყოველდღიურობაში იქნება ბნელი დღეებიც, სადაც წაიქცევი, გეტკინება, შრამიც შეიძლება დაგრჩეს. თუმცა არ დაგავიწყდეს რომ გვირაბის ბოლოს სინათლეა.

👉საყვარელ, ძვირფას ადამიანებს ხშირად უთხარი რომ გიყვარს, ძალიან გიყვარს, თავის მობეზრებამდე უთხარი რომ რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის მიიღებ და გეყვარება ისეთი როგორიც არის.

👉ნუ შეგეშინდება შიშების, სულ რომ ფეხზე ვერ დგებოდე მიაწექი გაზს და წინ წადი.

👉არ იტრაბახო, ნუ იქნები ქედმაღალი…

👉კარგი რამეები გააზვიადე, გადიდდი გაბევრდი განვითარდი, გაბრწყინდი.

👉ყოველ დღე იფიქრე, წარმოიდგინე, რომ რომელიმე მწერლის გმირი ხარ და უსმინე მის ხმას. -რას ფიქრობ მოგეწონა შენი თავი ამ სიტუაციაში? თუ მოგწონს მიღებ კიდეც რაც გინდა.🥰💖

👉და ბოლოს სირცხვილი არ არის ვერ მისწვდე ვარსკვლავებს, სირცხვილია არ გინდოდეს ვარსკვლავების მიწვდენა. 🌟⭐️

ასე რომ სულ ზევით ზევით, მაღლა და მაღლა.

🍀🍀🤩🤩🤩❤️❤️❤️🎨🎨🎨🎭🎭🎭💎💎💎🔮🔮🔮🎊🎊🎊🎉🎉🎁🎁🎈🎈🎈💖💖💖☯️☯️☯️🧡🧡🧡💝💝💝

 

 

 

 

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.