მე დავიშლები ნაწილაკებად

☀️☀️☀️
აი ახლა,
ამ წუთას
გავუშვი ყველანაირი მოლოდნი,
განვთავისუფლდი იმ მოლოდინებისგან,
რომლებმაც დიდი ხანია, ტვინში დაიდეს ბინა …

და ვიმახსოვრებ:
როგორც კი ვიგრძნობ,
ახალი ან ძველი, მოლოდინები ცდილობს გადამიბიროს,
ეცდებიან დამეუფლონ, ამალ-უმალათი
მოისურვონ დაიდონ ბინა ჩემს ტვინში,
გავაქროლებ მათ გამჭოლ ქარად!

როგორ?

აღარ დავუტოვებ ადგილს,
ერთ მიკრო გოჯსაც ტვინის უჯრედში,
და ყველაფერს შევავსებ აწმყოთი
დიახ, მე ვუბრუნდები აწმყოს
აი, ახლა
და ამ წუთს
ამ მომენტს…

უბრალოდ, ვიქნები და დავტკბები არსებულით:
ჩიტების ჭიკჭიკით,
მურას კუდის ქიცინით,
კატის კრუტუნით,
ბავშვების ჟრიამულით,
მეზობლების, იოგების დაწყვეტამდე კამათით „საცოდავ საქართველოზე“ ფანჯრებთან…

და ამ დროს ჩავიძირები შინაგან სამყაროში:
შეგრძნებები გახდება ჩემი მასპინძელი,
არსაიდანღაც გაჩენილ აზრებს დავაკვირდები
როგორც ცაზე გამავალ ღრუბლებს…

და გამოვიჭერ შეგრძნებებს:
თურმე, მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება
სრულებითაც არ დგას მოლოდინებზე..
თურმე შესაძლებელია – ვიცხოვრო ისე, რომ
არასდროს დამიდგეს ვინეს ან რამის
იმედად ყოფნის საჭიროება..

აქ და ამ წუთას,
ყოფაში, აღმოვაჩენ ყველაზე დიდს…
რადგან,
აქდა ამ წუთს,
მომენტში
უბრალოდ, დავიშლები ნეტარ, ნათელ ნაწილაკებად,
ვიქცევი ენერგიად
და ყოფიერებად.

უბრალოდ, დამიჯერეთ მიყვარხართ 🧡მე თქვენ!

სიყვარულით და 🙏მადლიერებით
თამარ კვარაცხელია

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.