ტვირთად ქცეული იდენტობა

🙏🙏🙏
ო, ღმერთო, როგორი არასასიამოვნო გრძნობა მეუფლება როდესაც ვიჩენ სითამამეს და გადავწყვიტავ, საკუთარ თავში ჩავიხედო. როდესაც ვცდილობ დავინახო, როგორი ვარ სინამდვილეში!

ო, ღმერთო რა რთული და არასასიამოვნოა ეს პროცესი…

🌻🌻🌻არა და, არსებითად, სწორედაც რომ ეს წარმოადგენს გამბედობას და გულწრფელობას, საკუთარ თავთან.

☀️☀️☀️უნდა გათამამდე რომ საკუთარი თავის წინაშე იყო გულწრფელი და ეს, მარტივი სრულებითაც არ არის.
ამ დროს, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ შეგრცხვეს, სადღაც გადამალო შეცდომები, არ გამოუტყდე თავს , სხვას გადააბრალო…
და საერთოდ, გქონდეს უსუსური მცდელობები, გაამართლო და რამენაირად დაივიწყო „ცოდვები“.

😎😔🤯მაგრამ აბა, საკუთარ თავს დაემალები?

ძველ ცოდევბს, რომ თავი დავანებოთ, რა ხდება აი ახლა, ამ წუთას, პირდაპირ ამ დროს?

🗣👥👤გვაქვს გაუცნობიერებელი ქმედებები და უსუსური მცდელობები დიალოგის წამოწყებისა თუ წარმართვისა, რა დროსაც, ვითომ და ვერ ვამჩნევთ საკუთარ:
🔹მეწვრილმანეობას,
🔹განკითხვას,
🔹ქედმაღლობას,
🔹კონტროლის წყურვილის ,
🔹სითავხედეს,
🔹ვსაუბრობთ სხვების ნაკლიზე, რომ ჩვენს „სიკარგეს“ გაესვას ხაზი.
🔹ვასწავლით ჭკუას,
🔹ვფორიაქობთ საკუთარ ცხოვრებაზე
🔹და საერთოდ არ გაგვაჩნია მკაფიო ხედვა…

მაგრამ…
თუ ამას სხვა კუთხით შევხედავთ,
გულწრფელად ვაღიარებთ საკუთარ თავთნ:
☀️☀️☀️
„დიახ, ეს მე მახასიარებს, მაგრამ ეს სრულებითაც არ მომწონს. მინდა შევიცვალო და მივიღო ცოდნა, მე არ ვიცი როგორ ვმართო ჩემში არსებული ნეგატივი? მინდა წავშალო გონების ძველი და შევიძინო ახალი უნარ-ჩვევები“

აი, მაშინ იწყება…

🧚‍♀️თუ ჩვენ სურვილს, ქმედების წყალობით, ცოდნით განვამტკიცებთ,
🧚‍♀️თუ გავაცნობიერებთ, რომ რაც ხდება ეს ჩვენი გონების ჩვევებია, რომელიც წლობით გამოუმუშავდა.
🧚‍♀️თუ ვაღიარებთ რომ ეს ჩვენი ჩვევა ნაკლია, სხვა არაფერი და შეგვიძლია, ახალი შევიძინოთ.

აი, მაშინ…
ამ აღიარებით დაიწყებს ახალი ცხოვრება შემოსვლას, საუკეთესო სახით.

რაც მეტ „ცოდვას“ ვაღიარებთ, მით მეტად დაკარგავენ ისინი ძალას – რაღაცნაირად დადუმდებიან,
გაოგნეულები,
უარყოფილები,
უსუსრები…
და თავს დაგვანებებენ,
შეგვეშვებიან და
შეეშვებიან ჩვენს
წამებას,
ტანჯვას და
შეწუხებას… საერთოდ, თავს დ ა გ ვ ა ნ ე ბ ე ნ.

☀️სანამ მე ჩუმად, ჩემთვის, მალულად ვაკრიტიკებ და განვიკითხავ თავს – აუცილებლად, გავაკრიტიკებ და განვკითხავ სხვებს..

☀️სანამ არ ვიღებ თავს, როგორიც ვარ, მანამ ვარ ქედმაღალი და მექნება სხვების ცხოვრების კონტროლის მცდელობა,

☀️სანამ არ მივცემ თავს უფლებას ვიყო ის ვინც ვარ, მანამ დავარიგებ რჩვევბს და ვასწავლი ჭკუას,
,
☀️სანამ ვფორიაქობ და მაქვს ბუნდოვანი წარმოდგენა რეალურად – ვინ ვარ! მანამ „ი ქ ნ ე ბ ი ა ნ ისინი, იქ, ისეთები“ და „ვ ი ქ ნ ე ბ ი მე, აქ, ასეთი“ …

ასე იქნება, მანამ ვიცხოვრებ დ უ ა ლ ო ბ ა შ ი….

არა და,
ჩვენი საწყისი ბუნება – ეს სრულყოფილი სიმარტივეა, რომელიც გამორიცხავს დუალობას.
თავისუფლებაა ნებისმიერი, ამოჩემებული სურვილებისგან, მტკიცე შეხედულებისგან, წინააღმდეგოებებისგან, დაპირისპირებისგან.

და თუ
გულწრფელად,
თვითგვემის,
საკუთარი თავისჭამის გარეშე,
გადავხედავთ ჩვენს ბარგს, რაც ცხოვრების მანძილზე გვიგროვებია,
მხოლოდ ყურადღებით,
ყოველი დეტალის შემჩნევით,
ყოველი წვრილმანის დანახვით,
ყოველ ნიუანსში აღმოვაჩენთ,რომ უმრავლესობა ამ ბარგში სრულებითაც არ გვჭირდება და უბრალოდ, გ ვ ა მ ძ ი მ ე ბ ს….

ო ღმერთო, როგორი არასასიამოვნო გრძნობა მეუფლება როდესაც ვიჩენ სითამამეს და გადავწყვიტავ, საკუთარ თავში ჩავიხედო. როდესაც ვცდილობ დავინახო, როგორი ვარ სინამდვილეში! და უფრო დიდ გამბედაობაა საჭირო შეელიო და გადაყარო წარსულ-ტკივილ-გასაცოდავებული ტვირთად ქცეული იდენტობა…

იცით ეს რას ჰგავს?
ჩანთიდან რომ ყველაფრს გადმოყრ-გადმოფერთხავ და მერე საგულდაგულოდ გადაარჩევ.

მშვენიერი პრაქტიკაა, არა?

ყველაფერი უფრო მარტივია ვიდრე ჩანს…

ჩვენთან ერთად, კი ეს გაცილებით მარტივია 

‼️‼️‼️შემოუერთდი 21 ონლაინ ტრენინგს #ზრდისფაქტორი X სეზონს
და პირველივე მოდულში განთავისუფლდი ყოველივე ზედმეტისგან ემოციურ, მენტალურ და ფიზიკურ დონეზე
http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

‼️‼️‼️‼️‼️‼️‼️‼️‼️‼️‼️‼️‼️
ადგილები შეზღუდულია

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.