სიყვარული სწორედ იმდენია, რამდენის შემჩნევა შეგვიძლია

ცხოვრება არ არის არც წარსული და არც მომავლი
ცხოვრება არ არის არც გამარჯვებები და არც დამარცხებები
ცხოვრება არ არის აზრები და იმედები…
ცხოვრება არ არის ბრძოლა და ომები..
ცხოვრება არ არის პრობლემები და წინააღმდეგობები
ცხოვრება არ არის კარგი ან ცუდი, შავი ან თეთრი….

ცხოვრება გრძნობებია შენი… და არა სხვისი.
ცხოვრება გამოცდილება შენი…
ცხოვრება ეს სიცოცხლეა შენი, რომლის სავალი გზები მოჰფენილია მადლიერებით,
სიყვარულით,
სიხარულით,
სიკეთით ყველაფრის მიმართ…
ცხოვრება,
თითის ანაბეჭდია შენი, ნაბიჯების ზომა და სავალი გზის სიგრძეა შენი…
რომელიც, ყველას თავისი აქვს.

დვაკვირდეთ და თავად მივხვდებით – სიყვარულის ნაკლებობა და ფორიაქი გვმართავს სიცოცხლის მანძილზე მეტწილად.. საკითხავია, საერთოდ თუ ვიცით, რაში გვჭირდება სიყვარული და შინაგანი სიმშვიდე?

Continue reading “სიყვარული სწორედ იმდენია, რამდენის შემჩნევა შეგვიძლია”

Advertisements

„ერთარსსმთლიანი“

ვისაც შეუძლია იყოს ბედნიერი მარტოობაში, მას შეცნობილი აქვს ნამდვილი და წარმოადგენს „ერთარსსმთლიანს“…
ვიცი, საკამათოა ზოგისთვის…

თუ შენი ბედნიერება დამოკიდებულია გარეშე ფაქტორებზე
სხვა ადამიანზე,
მიღწეულ წარმატებაზე,
საქებარ სიტყვაზე,
მისგან გამოხარტულ
ინტერესზე
სიყვარულზე
სითბოზე,
ზრუნვაე,
დაცვაზე,
სიამოვნებაზე,
სიკეთეზე…

მაშინ,
შენ არ ხარ თავისუფალი.
შენ ტყვე ხარ,
შენ ზიხარ გალიაში
შენ გამოგკეტეს…

Continue reading “„ერთარსსმთლიანი“”

უცნაური გოგონა (ფსიქოკორექციული ზღაპარი. გაგრძელება)

…წერილში იმის ნაცვლად რომ რამე რჩევა დაეწერა და გოგონას “დახმარებოდა” მხოლოდ კითხვები ეწერა 😳

გიყვარს შენი თავი? და აცნობიერებ რამხელა წყალობაა ყოველ დილით გაიღვიძო?
რა გინდა საკუთარი თავისაგან?
რის მიღება გინდა ან რატომ ებრძვი?
რატომ ეძებ სხვებში ბედნიერების გასაღებს?
შენ შენი ცხოვრება არ გაქვს?
რამდენად ხშირად იღიმი?
რისთვის ხარ მადლიერი ამ ცხოვრებაში?
რა მიზნები გაქვს და როგორი წარმოგიდგენია შენი თავი 5 წლის შემდეგ?

ასე გრძელდებოდა კითხვების ჩამონათვალი…

…და მხოლოდ ბოლოს ეწერა:
“თუ შენ ამ ყველა კითხვას გაცნობიერებულად უპასუხებ,შენ ნამდვილად აღარ იქნები “ის” ვინც ამ კითხვების წაკითხვამდე იყო.შენ გაიზრდები და შენი ცხოვრება იქნება უფრო მეტად მზიანი, ღიმილიანი, მაშინ შენ არ დაგჭირდება ვინმეზე დარდი, არ მოსულ წერილებზე ლოდინი, ის ადამიანები ვინც არ იქნებიან საჭირო შენი ცხოვრებიდან დენდარტყმულივით გაცვივდებიან და შენს ცხოვრებაში იქნებიან ისინი ვისთანაც თავს ბედნიერად იგრძნობ, გაიზრდები და განვითარდები”.

Continue reading “უცნაური გოგონა (ფსიქოკორექციული ზღაპარი. გაგრძელება)”

უცნაური გოგონა (ფსიქოკორექციული ზღაპარი)

ერთ ქალაქში ერთი პატარა გოგონა ცხოვრობდა. უყვარდა ცხოველები წიგნები… თავისებური იყო “რაღაცნაირი” აი, ისეთი ყველას “უცნაური” რომ ეგონა, ოჯახის წევრებსაც კი…
არ უყვარდა ბევრ ხალხში ყოფნა, თუმცა ოცნებობდა ბევრი ძალიან ბევრი მეგობარი ყოლოდა… უცნაურად რომ არ ჩათვლიდნენ, 😊 გაიზიარებდნენ ერთმანეთის აზრებს, ერთად ითამაშებდნენ, ერთად დაგეგმავდნენ, ერთად წავიდოდნენ მთაში, ბარში, ზღვაზე. ერთმანეთს დაეხმარებოდნენ, ერთმანეთს გაუგებდნენ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს.💜🥳💖

მას ყავდა ამხანაგები მეგობრები, თუმცა ის მაინც მარტო გრძნობდა თავს, ისინი არ იყვნენ ის მეგობრები ვიზეც ოცნებობდა, ძალიან ხშირად უცრუებდნენ იმედს, ტკენდნენ გულს..
გადიოდა დრო გულის ტკენის მიუხედავად გოგონა იჯდა და წერდა წერილებს წერდა იმაზე ამაზე ყველაფერზე თავის ოთხფეხა მეგობარზეც კი. მერე ლამაზად თავის გაკეთებულ დახატულ კონვერტში დებდა და უგზავნიდა “მეგობრებს”.
..რა რთულია ლოდინი წერილები ან არ მოდიოდა ან იგვიანებდა📩📭
არადა გოგონა იგებდა როგორ ერთობოდნენ “მეგობრები” სხვაგან ახალ “მეგობრებთან”.
როგორ სურდა მასთანაც ასე ეთამაშათ მასთან ერთადაც ბედნიერი ყოფილიყვნენ…
იყვნენ ისეთებიც მოულოდნელად რომ გამოჩნდებოდნენ და ნაჩქარევად ეტყოდნენ “ძალიან დაკავებული ვარ კი ვნახე შენი გამოგზავნილი წერილი მაგრამ არ მეცალა რომ მომეწერა,თუ გინდა შენ დაწერე და მე წავიკითხავ ხოლმე”.

Continue reading “უცნაური გოგონა (ფსიქოკორექციული ზღაპარი)”

აბურძგვლამდე იგრძნო უკიდეგანობა….,

ახლი დილა
ახალი დღე
ახლებურად…

თითქოს ყოველდღე ამთავრებ წიგნს საკუთარ ცხოვრებაზე და დილით ხელში იღებ ახალს. სიამოვნებით და ინტერესით იწყებ კითხვას..

დილა იწყება მადლიერებით..

მერე, გაიღიმე
გაუღიმე თავს და ყველაფერს გარშემო,
ჭერსაც,
კედელსაც….

უცნაურია?

მერე რა?…

ამ უცნაურობასაც გაუღიმე…
გაიღიმე თავლებით,
სახის ნაკვთებით,
მთელი სხეულით,
მოძრაობებით…
სცადე გამოგივა – თითქოს ღიმილაკები დარბიან და გიღუტუნებენ მთელ სხელზე, მოაქვთ სიხარული და ბედნიერება…
გაიღიმე
უბრალოდ,
ისე,
უმიზეზოდ..

კიდევ, იცეკვე…
შინაგანი მუსიკის ან რადიოს აჟრერებისას იცეკვე, როგორც და რანაირადაც მოგესურვება…
იცეკვე როცა ამზადებ საუზმეს…

Continue reading “აბურძგვლამდე იგრძნო უკიდეგანობა….,”

დილა მშვიდობისა , სამყაროვ!

🙏უდიდესი წყალობა და ბედნიერებაა, გაიღვიძო დილით ადრე!
☀️უდიდესი წყალობა და ბედნიერებაა, გაგაჩნდეს მთელი დღის მიზანი,
🎉უდიდესი წყალობა და ბედნიერებაა, გააცნობიერო, რომ ეს დღე შენია და სწორედ, ახლა და ამ წუთას, ირჩევ რითი აავსო!

წარმოიდგინეთ, წინ გაქვს ერთი დიდი დღე, რომელსაც აავსებთ სიხარულით და ზრუნვით….

🗝🔑არანიარი ბედნიერების გასაღები არ არსებობს. რატომ ვეძებთ გასაღებს, მაშინ როდესაც, კარები ფართოდაა გახსნილი?

შედი ამ ჯადოსნურ კარებში, გაითბე გული ბედნიერების შეგრძნებებით და დილიდანვე ააჟღერებინე გახარებულ სულს მოუსიკა …🎊🎉🎈🎀🎹🎼🎷🎺🎸🎻🎧🎤

შეეცადე, დღე იცხოვრო ისე, თითქოს წერ შენი ცხოვრების ერთ საინტერესო თავს…
და საერთოდაც, დაწერე წიგნი შენ ცხოვრებაზე,
და შეეცადე ისეთი გამოგივიდეს, რომლის წაკითხვასაც მთელი ცხოვრება ოცნებობდი.🤩🥳

☀️დაე, შენ ცხოვრებაში ეფონოს ნათელს! ეთამაშოს ღიმილს სახეზე და სიკეთეს გულში!

☀️🥳გაიღვიძე სიხარულით და დღე აგეწყობა იღლიანად!

დილა მშვიდობისა , სამყაროვ!!!!!!

😍🥰😘მსგავსი უნარ-ჩვევეი თუ თქვენთვის სირთულეს წარმოადგენს, მის დასაგემოვნებლად შემოუერთდით 21 დღიან მარათონს #ზრდისფაქტორს

დააგემოვნებინეთ🧠 ტვინს ბედნიერება, სიხარული და ჰარმონია!

❗️❗️❗️ვიწყებთ ორშაბათს
და დარჩა რამდენიმე დღე
➡️რეგისტრაცია http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

და თუ რამ გაწუხებს, მერწმუნე, „გაწყობს“

🌺🌺🌺„დაივიწყეო, მოგეშვებაო“ – ამბობენ, თუმცა დავიწყება არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა.
ტკივილია, წყენაა რომელიც თავს გამუდემებით გახენებს..
ყველაფერი ცუდი რაც გამომგვყვა დღემდე, ემოციებად, უნდა ტრანსფორმირეს მადლიერებაში და სიყვარულში – სანამ ამ გაცნობიერებემდე არ მივალ, ტკივილის იარა სისხლად იდენს და წყენები გადიდდება….

განვთავისფლდე:
განკითხვიგან,
შურიგან
თავითგვემისგან,
დადანაშაულებისგან,
დანაშაულის გრძნობიდან,
სინანულისგან,
სიძულვილისგან,
სისასტიკისგან
ზიზღისგან,

მიუღებლობისგან,
უკმაყოფილებისგან…
…..

ოოოო, რამდენ ენერგიას გამოვანთავისფლებთ, თუ ამ ყველაფრის, მადლიერებაში და სიყვარულში გადაყვანას შევძლებდით.

Continue reading “და თუ რამ გაწუხებს, მერწმუნე, „გაწყობს“”