სახლში დაბრუნება

სამყაროს შემეცნება იწყება ფიზიკურიდან – სადაც, ბევრ სიკეთესთან ერთად, უამრავი
უსამართლობა,
ტკივილი და
პასუხგაუცემელი კითხვებია.
თვიდან ბრძოლით ცდილობ შეცვალო, მაგრამ….
დიდად ვერაფერი
და თუ მაინც ახერხებ, ეჯახები
ტკივილებს,
უსამართლობას და
პასუხგაუცემელ კითხვებს…
წრის გარღვევა მოგინდა?
მაშინ მოემზადე სამოგზაუროდ,
დიდი გზის გავლა მოგიწევს.
და იწყება…

იწყებ საკუთარი თავის შემეცნებით – რასაც გარეთ ითხოვდი, რატომღაც დისონანსშია შენს შიგნით არსებულთან (გარკვევით არ იცი რასთან), მაგრამ
პროცესი ჩაირთო.
იწყებ სწორებას, მორგებას, სწავლას, ცდილობ გამოხვიდე, გაძვრე, გაანგრიო, არსებული ჩარჩოები სახელით – „ყველაფერი მათი ბრალია“
მოდის გაცნობიერება,
იქნება და, მეც მაქვს ამაში წვლილი?
რა შემიძლა გავაკეთო?
ჩვეულებრისამებრ, აკეთებ მაგრამ მადლიერებასთან ერთად ეჯახები, კვლავ, უმადურობას, განკითხვას, ჭორებს….
ფიქრობ, შეუძლებელია არ იყოს „რაღაც“ ამ აბსურდის მიღმა.
და როგორც ერთ ყუთში მეორე , მეორეში მესამე, მესამეში მეოთხე…
შეფუთული საჩუქარი,
მორიგეობით ხსნი..
მორიგ ყუთში აღმოაჩენ – თურმე, თავადაც არ დგახარ მყარად ფასეულობებეში, შეფასებებში, ურთიერთოებებში…
დუალური სამყაროს ფენომენი ყველაგან გხვდება და ცხვირში მწარედ გიტყაპუნებს…
არ ეპუები, ნეტავ რა არის, ამ ყუთის მიღმა?
ხსნი….
იქ აზრებია, რომლებიც თავბრუდამხვევად, გაუჩერებლად და ქაოტურად მოძრაობენ…
ჯერ, შორიდან აკვირდები,
მერე იწყებ გარჩევას,
ანიჭებ კლასიფკაციას,
გამოიჭერ,
აკვირდები,
გიხარია,
ზედმეტს გადაყრი,
ჯანსაღს და კარგს ტოვებ….
თამაშობ,
ერთობი…
და ამასობაში, კი დაოსტატდი აზრების მართავში.
ჩაგითრევს, ამ ყუთში ცხოვრება –
შეიგრძნობ და გამოცდი სიტყვის ძალას…
მერე?
განებივრებული ბავშვივით, გბეზრდება თამაში და ეძებ ახალა რა „გააფუჭო“ – ინტერესი „გკლავს“.
ფიქრობ – ყუთს მიღმა, რა ხდება? არის „რამე“?
თურმე იქ ბინადრობენ ემოციებიიიი!!!
ახლა ამ ყუთს მიეპარები.
სადღაც, რაღაც გეტკინება, გეწყინება, აგტკივდება…
ნელ-ნელა გახდები მათიანი, უკვე ცნობ, არჩევ, სწავლობ ენას, მოგვიანებით… ბატონდები.
აზრებთან თანაცხოვრებისას, გამომუშავებულ უნარებს და ჩევევბს იყენებ.
საინტერესოდ ერთობი და გრძნობ, სწორ გზაზე დგახარ. …
მაგრამ ეს, ხომ ჯერ კიდევ გზაა…
გზა გასავლელი….
როცა არ იცი სად მიდიხარ…
სიარულში, თოკზე მოსიარულესავით სწავლობ ბალანსირებას გონებასა და გულს შორის..
სწავლობ საკუთარი გონების, გულის, სულის ხმის მოსმენას. დიდოსტატდები.
მოგვანებით, ამჩნევ – თუ აქამდე ჩვევას ქმნიდი შეუპოვრად, ახლა ჩვევამ დაიწყო შენს გარშემო, სასურველი რეალობის მინიშნებების პროექცირება…
ბავშვურად, პირდარებული, გაოცებული და აღფრთოვანებული უყურებ – რაც ადრე, ბრძოლით გინდოდა შეგეცვალა, ბუნებრივად და თავისთავად იცვლება.
აქ რჩები დიდ ხნით, თუმცა და მაინც დგება, მაგრამ…
მზაობაში, როცა ნაბიჯს გადადგამ არ საით,
ახალი ყუთი იხსნება
და კარების წინ აღოჩნდები.
ფრთხილად აღებ, ფეხაკრეფით შედიხარ.
გხვდება სრულად სხვა სამყარო,
ერთიანია ყველაფერი (ქრება დუალიზმი),
ხდები სრულად მიმდობი, ეხუტები როგორც დაკარგული ბავშვი მშობელს, პოვნისას…
სიტყვებით აღუწერელ, აუხსნელს გრძნობ (ზედმეტია)
ადრე
აღქმული,
ნანახი,
ნანატრი,
არსებული…
აზრს კარგავს…
მხოლოდ, ნავარდობ ნათელ ენერგიებში!
რჩები ტოტალური
სიყვარულის,
სიმშვიდის,
ჰარმონიის,
სიხარულის და
ნეტარებაის ნაკადში
ხვდები: დაბრუნდი სახლში!
რაც გაიარე სწორედ აქ დასაბრუნელად გამზადებდა. თითოეული წვეთი, ბალახი, ჩასუნთქვა, მზე… ადამიანი, მოვლენა….
ყველა ტკივილი თუ სიხარული რაც გამოიარე, „სახლამდე მოყვანას“ ემსახურ-ებ-და.
ყველა კენჭი, სიო… გიყვებოდა ამბავს სახლზე,
სადაც სრული ნეტარება და სიმშვიდეა,
სადაც სიყვარულით გელოდებიან და გიღებენ…
და ეს გზა, თავისი კენჭებით, ღრუბლებით, მზით, ადამიანებით და გამოცდილებებით…. თითოეულმა და ყველამ თავად უნდა გაიაროს. როცა ამის დრო დადგება ვისურვებდი გვეთქვას „აი ახლა ნამდვილად იქ ვარ და ამისთვის ღირდა ყველაფერი, რაც გადამხდა“!
საერთოდ, მნიშვნელობა არ აქვს,
გჯერათ თუ არა,
უბრალოდ, მიყვარახართ მე თქვენ!
მადლიერებით
თამარ კვარაცხელია
5.08.19
12:12
შემოგვიერთდით!!!
#ზრდისფაქტორი 21 დღიან ონლაინ ტრენინგის მორიგ სეზონზე
➡️ ➡️ ➡️ ➡️რეგისტრაცაია http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/
#აზრები #ცხოვრება #ქოუჩინგითამართან
#ზრდისფაქტორი
Advertisements

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s