„მე ვარ“ „მე არსს..“

თუ კი ჩემი ცხოვრების მანძილზე, ერთი და იგივე სიტუაციები მეორდება, ისევ და ისევ, დავდივარ წრეზე და ამ დროს, მხოლოდ პერსონაჟები და დეკორაცია იცვლება, მაშინ საქმე ჩემშია. ცალსახად!

ეს, მე ვუშვებ ერთსა და იგივე შეცდომას, მანამ, სანამ არ ვაღიარებ: დიახ, მე ვცდები და რომ არ განმეორდეს, რაღაც უნდა გამოვასწორო. ისევ ავღმოჩნდები საწყის წერტილში, მანამ, სანამ ტკივილისგან არ ვიყვირებ: ასე გაგრძელება აღარ შემიძლია, რაღაც უნდა ვიღონო, სხვანაირად უნდა მოვიქცე.. შევცვალო დამოკიდებულებები, შევიცვალო თავად და ერთი და საბოლოოდ, შევცვალო, ეს დეჟავიუ……

უნდა გავაცნობიერო – არ ავიღო პასუხისმგებლობა სხვა ადამიანების გაბედნიერებაზე. უნდა გავნთავისუფლდე მიწიერი დამოკიდებულებებისგან, მაგრამ არა ამ ქვეყნიერებაზე არსებობისთვის.
და თუ მე ამას არ გავაკეთებ, ვიქნები თვითგადარჩენის და არა ჭეშმარიტი ცხოვრებით ცხოვრების რეჟიმში. რადგან, ამ ქვეყნიერებისეულ აზრებზე მიჯაჭვულობა, მაქცევს ფიზიკური თავითგადარჩენითვის მებრძოლს,
ამ ქვეყნიური ცხოვრებისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება
მატყვევებს,
მიჭედავს ჩარჩოს,
მაცილებს საწყისს,
მთლიანს,
სრუყოფილს,
ყოვლისმომცველს შემოქმედს….
მომაწყვდევს,
გამომიკეტავს კარებს და
ილუზორულად მაჩვენებს,
მიმითითებს, მოჩვენებით ტკბილ სავალ გზებზე,

სადაც ფარისევლურად ჩასაფრებული მელოდებიან :
დაავადებები,
იმედგაცრუებები,
წყენები,
ტკივილები
და შეგრძნება, რაღაც მნიშვნელოვანი
სადღაც,
ოდესღაც,
რაღაცნაირად,
დამეკარგა!

დიახ, დავკარგე აბსოლუტურად, ყოფიერების ყველა დონეზე.
დიახ, დიახ,…
ზუსტად ვიცი, ყველა დონეზე დამეკარგა – საკუთარი თავი

ვცდილობ
დავუბრუნდე,
გავიქცე აბსურდიდან მაგარამ აქაც, მოიფიქრეს და დამახვედრეს პირველწყაროსთან დაბრუნების ილუზორული პატერნები,
სულიერი სწავლებების და პრაქტიკის უმრავლესობა მხოლოდ საშუალებაა ყურადღება გადამატანინოს პირველწყაროსგან. დამტოვოს აქ ქვეყნიერების ილუზიაში, მიმაჯაჭვოს შიშებით, არარაობის განცდით და დამოკიდებული გამხადოს, ილუზიის მორიგ დოზაზე.

ოღონდაც, არ გამოვფხიზლდე,
ოღონდაც, დამიტოვოს ილუზორულად მოწყობილ „გემრიელობების“, მათ შორის, სულერების ჩარჩოებში – ლოცვებში, მანტრებში, ენერგეტიკულ პრაქტიკებში, ბლოკებისგან განთავისუფლებებში, „აყროლებულ“ წარსულის ქექვებში – და ასე…

დაუსრულებლად….

ადვილი შესაძლებელია, ვერც კი გამოვაღწიო ამ ცხოვრების ილუზორული ლაბირინთიდან და ვერ ვეღირსო, მთავარს…
ამ ეტაპზე – გამოფხიზლებას …

ილუზირული ფიზილური თუ „სულიერების“ ბორბალი მაძლევს სიცოცხლის, პიროვნული მნიშვნელოვნების, განვითარების, სრულყოფილების და ცხოვრების აზრის შეგრძნებას. ნებისმიერი გადალახული სირთულე, მიღწეული მიღწევა, შექმნილი ქმნილბა …. მხოლოდ ილუზიაა, რაც ემსახურება მოაწყვდიოს და ილუზიის ეიფორიულ კაიფში ამყოფოს ჩემი ცნობიერება, მანამ…

სანამ
არ დავინახავ საკუთარ თავს.
მიუხედავად მცდელოებისა და უდიდესი ილუზორული დამიკიდებულებისა
ნამდვილს ვერსად გავექცევი,
ნამდვილს ვერვინ მომაშორებს,
ნამდვილი გაცილებით ახლოსაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება აბსურდის ქეყნიერებამ დამანახოს…
გამიკვირდება და…

შიგნით აღმოჩნდა
ყოველ უჯრედში,
მოლეკულაში,
კვანტში,
დნმ.
და თუ მე, დავიწყე გამოფხიზლება, თავს მივცემ უფლებას, გარედან გადავინაცვლო საკუთარ თავის შეცნობაში,
სადაც დამხვდება დაკარგული შეგრძნებები ,
დამხვდება „მე“ და გავიცნობ მას თავიდან,
გავმთლიანდები მასთან და გავიდგამთ ფასვებს,
და შევიგრძნობ – „მე ვარ“, „მე არსს“…..

მართალია, ასეთი გრძელი გზა კი გავიარე , მაგრამ როგორც კი გავიცანი საკუთარი თავი, აღმოჩნდა:

ჩემი აქამდე არსებული, ფიზიკური ქმედებებიდან და სულიერი პრაქტიკებიდან შემომრჩა –

ბედნიერებით ცაში ყურება,
სიხარულით ტყეში სეირნობა,
სიყვარულით ყველა დონეზე ქმნა, შენება და გაცემა….
ყველაფერში, საითაც არ გავიხედავ „მე არსს“ დანახვა და აღქმა…

რაც მთავარია,
ყველაზე დიდი რიტუალი და ლოცვა, რაც შემომრჩა –
ყოველ დილით, მადლიერებით გახელილი თავლებია.

მიყვარხართ მე თქვენ 
მადლიერებით თამარ კავარცხელია

შემოგვიერთდით!!!
#ზრდისფაქტორი 21 დღიან ონლაინ ტრენინგის მორიგ სეზონზე ➡️ ➡️ ➡️ ➡️რეგისტრაცაია დაიწყო http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

#აზრები #ცხოვრება #ქოუჩინგითამართან

#ზრდისფაქტორი

Advertisements

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s