აბობოქრებულ აზრთა კორიანტელი, ფიქრთა ქარბორბალაში

იმ დღეს გავბრაზდი,
ძალაინ გავბრაზდი…
უთქმელად, ჩუმად..
დავმუნჯდი…
ერთი, ორი საათი,
ერთი დღე, ორი …..

მერე, დავფიქრდი:

როგორი გულწრფელი,
ლაღი და
ბედნიერები
არის ბავშვები,
როგორ შეუძლიათ, აქ და ამ წუთას, ყველა სიხარულის დაჭერა, ბედნიერი მომენტების ღრუბელივით შესრუტვა და როგორ ყოველთვის ირჩევენ სიყვარულს!!!

გავაცნობიერე,
რამდენი საათი დავკარგე ბრაზის განებივრებაში,
რამდენი წუთი დავხაჯე წყენის გაფეტიშებაში,
რამდენი დრო შემომეხრაჯა ეგოს ვარცხნაში და
რამდენი სიკარგე გამეპარა მხვერპლად გვემაში?

აზრები და ფიქრები, გამოსავლის…
უენერგიობა, დაღლა…
აბობოქრებულ აზრთა კორიანტელი, ფიქრების ქარბორბალაში…

ერთი წამით, მაინც, რომ ავმაღლებულიყავი ამ ცხოვრებისელ დრამაზე:

რამდენი კარგი აზრი, იდეა შეიძლებოდა მომსვლოდა ამ დროს!

რამდენი კარგი ემოცია შეიძლებოდა გამომეწვია, ამ დროს!
რამდენ ჭრელ ფერად შეიძლებოდა შემეღება ჩემი სამყარო, ამ დროს!

რამდენ სიკეთეს დავუხურე კარები
რამდენ სასიხარულს მივუჯახუნე კარები,
რამდენი ბედნიერი მომენტის შგრძნება, გავუშვი ხელიდან…

და გავაცნობიერე:
უმჯობესია ვიყო ბედნიერი , ვიდრე ამაყი!
უმჯობესი ვიყო თავისუფალი ვიდრე დაჩაგრული
უმჯობესია ვიყო გახარებული ვიდრე მოწყენილი,
უმჯობესია მიყვარდეს, ვიდრე მივაჯახუნო გულის კარები

ვაპატიოთ,
მივწეროთ,
მოვიკითხოთ,
დავურეკოთ
და უბრალოდ გვყვარდეს!!!!!.

ზოგჯერ, გაბრაზებაც გაკვეთილია, რომ გვასწვალოს მეტად სიყვარული!

და კიდევ ერთი: თუ ავუხნი – გავიზრდები, თუ ვისწავლი სიჩუმეში – დავბრძენდები.

სიყვარულით და მადლიერებით
თამარ კვარაცხელია

 

არ გამოგრჩეთ!
სულ მალე 21 დღიანი ტრენინგი #ზრდისფაქტორი სტარტს იღებს

შემოგვიერთდით!!!
http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

#აზრები #ცხოვრება #ქოუჩინგითამართან #ზრდისფაქტორიარჩევანია

Advertisements

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s