საშიში არსებაა ადამიანი

ბავშვი გულწრფელია, გახნილი აქვს გონება და გული, უხარია, უყვარს და ბენდიერია. ნამდვილია და არის ის ვინც არის.

ეს საყვარელი არსება იზრდება და… საშიში ხდება.

იხურება მისი ცხოვრების ერთი ეტაპი და ამავდროულად, ნელა იხურება მისი გონება და გულიც.

სამაგიეროდ, ოსტატდება ნიღბების მორგებაში. იძენს წლებთან ერთად, სხვადასხვას და მისი გარდერობი გადამრავალფეროვნდება – ნიღბები ყველა შემთხვევისთვის.

ნიღბებს მიღმა, სადღაც იდნავ ნაკვერჩხალივით ბჯუტავს გულწრფელობა, სიყვარული და ბედნიერება.

საშიში არსებაა ადამიანი, როცა იმალება ნიღბებს მიღმა. ცდილობს მოირგოს ყველაზე ლამაზი. ყველაფერს აკეთებს რომ გამოჩნდეს „კარგი“ და თავი წარმოაჩნოს „უკეთესი“ კუთხით…

ზოგჯერ და ძააან იშვიათად, დაავიწყდება სახლიდან ნიღბით გასვლა და თავს გრძნობს ცუდად, თითქოს გააშვიშვლესო, თითქოს მჟუტავი ნაკვერჩხალი გააღვივესო სიყავრულის, სიხარულის და ბედნიერების. შიში იპყრობს – „ბავშვივით სულელი“ არ ეგონის ვინმეს, არავინ „დაჭრას“ არავინ გაუგოს როგორია სინამდვილეში….

და სახლში დაბრუნებული, თავთანაც სასწრაფოდ  ხდება – „კარგი“ , „მისაღები“.

იცით, ამაში გასაოცარი რა არის?

აი, ამ ნიღბების ცვლაში, ყველაგან დაეძებს და ელოდება, იმას ვინც შეძლებს მის დანახვას და ისეთის შეიყვარებას, როგორიც სინამდვილეშია. გულწრფელობა, როცა თავად გული დახურული აქვს.

არა და „კარგი ადამიანის“ ნიღბებით ცხოვრებისას, რთულია შეგხვდეს ვინც „მიგიღებს და  შეგიყვარებს ისეთს, სინამდვილეში როგორიც ხარ“…  თავადაც, ხომ დიდი ხანია დაავიწყდა ცხოვრება – „ბავშვივით ნამდვილის“…

გარემომცველი ატმოსფეროც მასკარადს ემსგავსება, ყველა მოლოდინშია, რომ სწორედ ის იპოვის იმ ერთადერთს…

შეცდომა?

შეცდომა მდგომარეობს, იმაში რომ მბჟუტავი ნაკვერჩხალის, ჩაკეტილი ჭუჭრუტანადან, სულის შებერვას სთავაზობს იმას, ვინც მხოლოდ ხელს გამოუწვდის, გამოიწყვევს…  და პირიქით… არა და, სწორედ იმ წუთას, როდესაც დარწმუნებულია – იცნობს, მიენდობა 100% -ით… ის დაანახებს – სრულებითაც არ იცნობს.

ახლა უკვე,  ცხრაკლიტული გარანტირებულია.

— ყველაზე საშიში მტერი?

— ეჭვებია. ამ დროს, ადამიანი კარგავს იმას, რაც შეიძლება გამოსვლოდა, მაგრამ არც კი ეცდება ….

რადაგან ყალიდება მყარი პროგრამები:

  • „ცუდი ადამიანები ტყუიან, რომ გამოგიყენონ…“
  • „კარგი ადამაინები ტყუიან, რომ ჩაგიძვრნენ გულში…“
  • „ჩემები – არ მატყუებენ, უბრალოდ გვერდით არიან….  მაგრამ უკვე და მაინც, არაფრის მჯერა, რადგან ბევრჯერ მომატყუეს“.

აი, ასეთი უცნაურია ცხოვრების მეტამორფოზები….

როცა საკუთარი სულისთვის ვერ გაგიგია, სხვისი სული – ლაბირინთი, გაუვალი და უღრანია…

მაგრამ…

როგორ და რაოდენ სასიამოვნოა, როდესაც და ერთხელაც, შეხვდება ის, რომელიც არა მარტო შეუშვებს საკუთარ გულში, არამედ დაეხმარება ცხრა „კლიტე“ სიფრთხილით ახსნას. მეტიც, შევა, გააღვივებს ნაკვრჩხალს, ააგიზგიზებს ცეცხლს, გაათბობს და გაანათებს.

მოხდება გა-ერთიან-ება, სხეულთა და სულთა ერთობა. ამ დროს, თითოეული მათგანი არღვევს  „მე“ კონცეფცას, სცდება საზღვრებს და გადადის უწონობაში. იმდენად უკიდეგანო ველს ერწყმის, წამიერად, გრძნობს – თითქოს, მხოლოდ მასზეა მთელი ქვეყნიერება დამოკიდებული. შეიმეცნებს, სამყაროში ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს! სამყარო წონასწორობის, ბალანსის მდგომარეობაშია და ის (როგორც ადამიანში გადმოსახული დიდი ნათელი), ერთი საქციელით, ფიქრით და ემოციით გადაწონის ყველაფერს – ამ ან იმ მხარეს.

ადამიანო დღეიდან,

არ დაჰპრდე – არასდოს, არავის, არაფერი

არ დაჰპირდე, რომ უერთგულებ

არ დაჰპირდე, რომ გვერდით დაუდგები

არ დაჰპირდე, რომ გაუწევ კარგ მეგობრობას

არ დაჰპირდე, რომ დაელოდები

არ დაჰპირდე, როცა არ ხართ ერთად, იფიქრებ მასზე

არ დაჰპირდე, რომ მისწერ

არ დაჰპირდე, რომ სტუმრად მიხვალ

არ დაჰპირდე, რომ დაურეკავ

არ დაჰპირდე, რომ შეხვდები

არ დაჰპირდე, რომ წახვალ

არ დაჰპირდე, რომ დაივიწყებ

არ დაჰპირდე, რომ გემახსოვრება

არ დაჰპირდე, რომ გეყვარება სიცოცხლეში, მხოლოდ, ერთხელ.

— რატომ არ დაჰპირდე?

— დაპირებაში ჩნდება მოლოდინი და სულში თესავ იმედს. იმედი ხან გადებს ხიდს, ხანაც დაშლის, ხანაც გულს „გაანათებს“  და ხან გულს „გატეხავს“. ზოგჯერ, დაპირების შესრულება ხდება ძნელი. … ზოგჯერ შეუძლებელი.

— მაშინ რა?

— უბრალოდ, იყავი ვინც ხარ და გააკეთე, თუ შეგიძლია…

გააქრე  „კარგ ადამიანად” გამოჩენის სურვილი – ეს იქნება გულწრფელი, მარტვი და ყველაზე კარგი, ვიდრე დაჰპირდე, რომ დაეხმარები ნებისმიერ დროს და როცა დასჭირდები, ვერ შეძლებ.

„კარგი ადამიანი“ – ნიღბებს შორის ყველაზე უარესია, მზაკრულია, ფარისევლურია. ის აიძულებს ადამიანს, ყველასთან  გააკეთოს ის, რაც სინამდვილეში არ უნდა („წაიკუზოს“). მერე, მადლობასაც არ ეტყვის „არავინ“ და საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ ეს „არავისაც“ არ სჭირდებოდა.

— მაშინ რატომ ირგებს ადამიანი „კარგი ადამიანის“ ნიღაბს?

— არ იცის ვინ არის, არ იცნობს საკ. თავს, არ/ვერ გაუგო და ავლენს თავის არსს. თუმცა ცდილობს – შეესაბამებოდეს ზოგად „კარგი ტიპის“ ნორმებს.

უმრავლესობა ასე იქცევა, იმიტომ რომ იქცევა…

— მიიღეთ დღეს რამე?
— დიახ, სასურველი რეალობად…

— არა და, რა უცნაური დროა დღეს. ფანჯრებს მიღმა თუ გამოღმა, პროგრესია რომელსაც ვერაფერში ვიყენებთ…  ტელეფონი „ტრიალა ციფრების“ გარეშე, კარები სახელურების გარეშე, მანქანის ამოქოქვა გასაღების გარეშე, წერილები ფოსტალიონის გარშე, ავსტრალიაში კენგურუს ყურება გადაფრენის გარეშე…. ადამიანები ინფორმაციულად გადავსებული ტვინით, მაგრამ ურთიერთოებები გრძნობების გარეშე.

… და ადამიანთა ცხოვრება, ერთი დიიიიდი მასკარადი. შესაფერისი ნიღბებით, ყველა შემთხვევისთვის – დრამებზე, ტრაგედიებზე, კომედიებზე…

 

სიყვარულით და მადლიერებით თქვენს უსაძღვრო შესაძლებლობენში რწმენით

თამარ კვარაცხელია

თემის შთაგონება – დღევანდელი უფასო ქოუჩ-სესიის, აქტუალურ საკითხთა ნაზავი

http://kvaratskhelia.pro

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.