მადლობა ყველას მოლოცვისთვის

მადლობა ყველას!

ადამიანს ხელეწიფება ბევრი რამ, მაგრამ ეწიფება იმის მიხედვით, რითაც არის შინაგანად სავსე.

მადლიან ადამიანს შეუძლია ყველაფერში მადლის დანახვა, 
კეთილს – ყველა სიკეთის
შინაგანდ ლამაზს – სილამაზის აღქმა გარშემო….

სამყაროს კანონების თანახმად გაყოფა,
მე და ის,
ჩვენ და თქვენ,
უბრალოდ, არ არსებობს.
აი, რატომ ვერ მიაყენებ ტკივილს სხვას ისე, რომ არ ატკინო თავს, და პირიქით, როდესაც ვინმეს თანაუგრძნობ ან უწვდი დახმარების ხელს, თანაუგრძნობ და ეხმარები საკუთარ თავს.
ან როდესაც, ვინმეს უსურვებ კარგს, ამასვე უსურვებ თავს

როდესაც, თავიდან ისწავლი ბედნიერების შეცნობას, პირველ როგში, ბედნიერი ხდები საკ თავთან და მერე სხვებთან.
ამ დროს, იშლება საზღვარი და მოდის ერთიანობის განცდა –
მე და შენ,
ჩვენ და თქვენ
ქრება!

და ერთადერთი რასაც აკეთებ –
იგრძნო და გამოავლინო საკუთარი შესაძლებლოები –
ნიჭი და უნარი…
გამოავლინო ყოველდღიურობაში
ისე, რომ მისით მსახურება
ავსებდეს,
აკმაყოფილებდეს,
ამშვიდებდეს,
ახარებდეს და
წარმატებისკენ უბიძგებდეს…
გაცნობიერებები მოჰქონდეს…

საერთოდ, არ აქვს მნიშვნელობა იშვიათ დესტრუქციის გამოვლინებას, რადგან, აქაც ღმერთი „იხედება“ და ზრდის ნიშანს იძლევა ცხოვრების გზაზე,
არასწორხაზოვანი აზროვნება, „ურეაგირობა“ ჩვეულ ფორმებზე, წესებზე, კანონებზე, ტრადიციებზე და საკითხის დანახვა მოულოდნელი კუთხით – აი, რა არის მნიშვნელოვანი!.
მაგრამ არის ერთი, განსაკუთრებული თავისებურება –
რაც არის შინაგანად,
ის არის გარეთაც,
თავშიც,
გრძნობებშიც,
ენაზეც …
მოქმედებებში და გამოხატულებებში – აი, აქ არის, ერთდერთი დასაშვები სწორხაზოვნება!

არის მომენტები, როდესაც ღმერთის სიახლოვეს მძაფრად გრძნობ და აკაკნუნებს „კარებზე“,

და ეს იყო თქვენგან, ამ დღეებში..

ეს სიყვარულია!

ღმერთი აკაკუნებს კარებზე
ქალად,
მამაკაცად,
ბავშვად,
სიყვარულად,
ყვავილად,
ბეღურად,
დაისად და აისად…

ღრმერთს აქვს მილიონობით სხვადასხვა საშუალება…

ღმერთის ყველას გვესმის სხვადასხვა დონეზე –
ვიღაცა მხოლოდ ხატებით,
ვიღაც მხოლოდ საუბარობს,
ვიღაცას აქვს თავისებური აღქმა,
ვიღაცას შეუძლია ჩაწვდეს სიტყვებით გამოხატულ აზროვნების შრეებს და იპოვოს იქ,
ვიღაცას „ერთ სულო_ვ ნების“ წაკითხვაში, დანახვაში, მოსმენაში, შეგრძნებაში..

ურთიერთობა – ეს ენერგიების გაცვლაა და არა ბრძნული სიტყვები. შეგრძნება და განცდილი – აი რა არის უმთავრესი და აი, სად არის ღმერთი!!!!!

თქვენ იმ დღეს, კეთილი და მადლიანი სიტყვებით, მძაფრად შემაგრძნობინეთ თქვენში ღმერთი,

მადლი,
სიკეთე,
სიყვარული,
სიმშვიდე
ბედნიერება,
ჰარმონია,
წარმატება…
თქვენს უჯრედებში მაცოცხლებელ, ღვთიურ უსასრულობის შეგრძნებას ეტარებონით ამ ცხოვრების გზაზე!

სიყვარულით და მადლიერებით
თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით
თამარ კვარაცხელია

«47 წელი, არც ისეთი ცოტაა, რომ ვერ მივხვდე, სიმშვიდე, სიყვარული, ჰარმინია ბედნიერება ბინადრობენ ჩემს შინაგან სამყაროში, ისინი ხასიათის თვისებებია, თუ მანამდე ველოდებოდი, ვეძებდი, დავსდევდი... ახლა, აღმოჩნდა, რომ გაცილებით ახლოს ყოფილან, ვიდრე წარმომედინა - ჩემში, თქვენში და ყველა ფერშიიიიიიიიი. თითოეული ჩემი ფიქრით, ემოცით და ქმედებებით, როცა მგონია, რომ ვაკეთებ სხვისთვის რამეს, თურმე ვქმნი საკ. თავს. ამიტომ მეტი პასუხისმგებლობა ავიღე, რადგან იმ, სხვაში იდებაა „მეს“ ის ნათელი (ან ბნელით) რაც ჩემშია. ვინმეზე ზეგავლენის მოხდენის ან მართვის მცდელობა, აღმოვაჩინე, რომ ყოფილა ფუჭი, თუ არ მეცოდინება საუთარი თავის მართვა. და როცა ეს ვისწავლე , სხვისი მართვა ან მასზე ზეგავლენა აღაც დამჭირდა. :) მივხვდი, არანაიარად არ ხელმეწიფება ვინმეს შეცვლა, შემიძლია შევცვალო საკუთარი თავი და შთავაგონო ჩემს მაგალითზე სხვები. უბრალოდ, წინ, მორიგი ადამიანად ყოფის ორმოცდამერვე წელია და მინდა სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრება შევძლო, უნდა ვცადო მაინც.. მოცემული სიცოცხლეში, მხოლოდ ერთხელ 48 წელი, უდიდეს ძღვენად და მადლად მეძლევა და უნდა ვეცადო მადლი გამრავლდეს და გამოვიყენო იმის საკეთებლად რისიც მჯერა! ჩემთვის, ზუსტად ამ ქვეყნიერებაზე, ზუსტად ამ ადამიანად არსებობის ჭეშმარიტი არსია - სამყაროში (პირველ რიგში საკ. თავში) ავამაღლო ცნობიერება. აი, გადავფურცლე 47 და ჩემი მიღწევები დღეს რამდენიმე გ უ ლ წ რ ფ ე ლ სიტყვაში შემიძლია ჩავტიო : სიყვარული მადლიერება და თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენა თამარ კვარაცხელია»

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.