ბიოლოგიური და სულის ასაკის შესაბამისობა

ადამიანი ეს ხორცად შემოსილი სულია, რომელიც ამ სხეულში დროებით, გარკვეული გაკვეთილების, გამოცდილების მისაღებად შემოსეს თუ შეიმოსა და ამ სახით უნდა შეძლოს ზრდა.
დაბადებიდან კარგად ჩანს, როგორ იზრდება ბავშვი, ხდება მოზარდი და „დიდობიდან“ როგორ გადადის სიბერეში. მაგრამ სრულებით უხილავია, რა ხდება ამ დროს მის სულში. შეესაბამება თუ არა, ფიზიკური და სულის ასაკი (ამ ქვეყნიუად მოვლინების) ერთმანეთს?
ადამიანების უმეტესობას არ უყვარს გაცემა, მათ მხოლოდ აღება შეუძლიათ. ითხოვენ -„ მინდა“ „მჭირდება“, თანაც ახლავე და სასწრაფოდ, „მე არაფერი მაქვს „ღმერთი გადაგიხდის“ ამიტომ უნდა მომცე დამეხმარო, გევალება“…
ამ დროს კარგად ჩანს მათი შინაგანი ასაკი.
– ვინ იქცევა შესაბამისად?
– 2- 4 წლის ბავშვი…
ერთი შეხედვით, ფიზიკურად ზრდასრულნი, შინაგანად იმყოფებიან პატარა ბავშვის მდგომარეობაში.
შეიძლება, ჰყავთ მოზრდილი შვლები, შვილიშვლებიც..
შეიძლება, აქვთ სამსახურები, ტიტულები, თანამდებობები…
შეიძლება, არიან პროფესიონალი ….
ამას, სრულებით არ ააქვს მნიშვნელობა.
შეიძლება, ჩვეულებრივი დიასახლისია და უბრალოდ, მშობელი….
მათი უმრავლელსობა, ახდენს ბობოქარი ცხოვრების იმიტაციას (ბცი): რაღაცას აკეთებს, სულ დაკავებულია, სულ წუხს,…
ყველაფერი ეს, მხოლოდ გარეგნული ფორიაქია.

სანამ ადამიანი შინაგანად არ გაიზრდება, ვერასდროს იპოვის სიმშვიდეს… ამისათვის, მას დასჭირდება უამრავი ძალა და ცოდნის დაგროვება. ეს, რომ გააკეთოს, მომხმარებელი უნდა იყოს ანუ ადამიანები უნდა „მოიხმაროს“ – წაართავას, წაგლიჯოს, ნებისმიერ ფასად…. გადარჩენის პრიმიტიულ ცნობიერების დონეზე იჭედება.
ასეთ ადამიანს
აქვს თუ არა საზღვარი?
ოდესმე გაძღება?
გახდება მისი შინაგანი ბავშვი დიდი, შემდგარი, საკუთარი სურვილების მატერიალიზებაზე და საკუთარ არჩევანზე პასუხიმგებელი და ოდესმე ან როდისღაც, დაიწყებს აღებას კი არა, გაცემას?
ფაქტი არ არის, რომ ასე მოხდება!
თუ მას არ მისცეს გაზრდის საშულება გარშემომყოფებმა და ყველა მისი „მინდა“ ასეთნაირად თუ ისეთნაირად, იქნება დაკმაყოფლებული!
„მიჩვეულს ნუ გადააჩვევთო…“ – ხომ გაგიგიათ?
ადრე, „მინდა“ მშობლებისგან, ახლა ითხოვენ შინაურისგან, ახლობლისგან, სახელმწიფოსგან….
ერთადერთი „არა“ დახმარებაზე საკმარისია და თქვენ ნახვთ, მისი შინაგანი ბავშვის გაცოფებას, გაბუტვას, გაბრაზებას, „სიტყვიერი და ემოციური ნაგვის“ კორიანტელს…. შანტაჟს…
რა უნდა გააკეთო?
ამ დროს უნდა შეხედოთ ადამიანს და გულში, საკ. თავს კითხოთ:
რა ასაკისშია, ახლა მის წინ მდგარი შინაგანი ბავშვი, რა ასაკშია გაჭედილი ახლა მისი საცოდავი სული. რა ასაკიდენ არ მისცეს მას გაზრდის საშუალება?
დამერწმუნეთ, პასუხი მომენტალურად მოვა..
როცა ბიოლოგიური და სულის ასაკი ერთმანეთს არ ემთხვევა – ეს უმთავრეს გასაღებს წარმოადგენს შინაგანი მუხტის, კონფლიქტის, შფოთის, შიშის, ფორიაქის… ეს სიცოცხლის ისეთი შეგრძნება
„არ ვიცი რა გავაკეთო, სად წავიდე…
ვერსად ვგრძნობ თავს კარგად…
ვერ ვპოულობ ადგილს…“
როდესაც გაერკვევით ამაში, სირთულეს არ წარმოადგენს ივარაუდოთ, თუ რა ასაკში გაიჭედა ადამიანის ყურადღება და გამოთვალოთ ის კონკრეტული მოვლენა, რა დროსაც შეწყვიტა სულმა ზრდა სხეულში.
სიტუაცია, რომელმაც ჩაამწყვდია სული გალიაში, მიაბა და მიაჯაჭვა (ხშირად, მოვლენა მშობლების „მძაფრ“ რეაქციას არის მიბმული)
შინაგანი ბავშვი, ყოველთვის ვლინდება რთულ, კრიზისულ სიტუაციებში და დაძაბულ ვითარებაში.
თუ თქვენთვის ძვირფას ადამიანს ამჩნევთ, რომ მისი შინაგანი და ბიოლოგიური ასაკი არ ემთხვევა და მათ შორის სხვაობა დღითი დღე იზრდება, დაეხმარეთ მას დაუბრუნდეს იმ მოვლენებს, დაიხსენით გალიიდან, ახსენით ბორკილები, მისი ყურადღების „აქ და ახლა“ დაბრუნებით.
რასაკვირველია, ცხოვრების სხვადასხვა მოვლენებზე მსგავსი „მიბმული“ წერტილები, ყველა ადამიანს არა ერთი და ორი აქვს, რამედ ბევრი, მაგრამ მხოლოდ ასე, მარცვალ მარცვალ, შეძლებთ ააწყოთ თავი და ახლობელი ერთ მთლიანად, მოცემულ დროს… სხვანაირად, ემსგასვეით გირებ ჩამოკიდულ მორბენალ ადამიანს, რომელიც ამავე დროს რეზინის დამჭერებით, კარებზე მიუბამთ…
ამას ჰქვია, ბობოქარი ცხოვრების იმიტაცია (ბცი), მომხმარებლობა და საკუთარი თავის მომწყდევა უფრო მეტ და დიდ „ვალში“. პრიმიტიული „მომეცი, მინდა“ ცნობიერება, რომელც მხოლოდ თვითგადარჩენაზეა ორინეტირებული.
მოგეწონათ თემა, გაუზიარეთ მეგობრებს
სიყვარულით და მადლიერებით
თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით
თამარ კვარაცხელია

One thought on “ბიოლოგიური და სულის ასაკის შესაბამისობა

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.