ზოგჯერ, უნდა ჩავიძიროთ, რომ ამოვყვინთოთ სხვანაირებმა

„ძალიან ცუდად ვარ, აღარ შემიძლია, თქვენ ხომ კეთილი ხართ, ყოველ დღე შემომეხმიანეთ, მომწერეთ რამე, ძალა მომეცით და ღმერთი გადაგიხდით?“

ვზივარ და ვფიქრობ:
„რა ასაკშია, ამ დროს, მისი შინაგანი ბავშვი, ასეთი შეშინებული,  აფორიაქებული, განცდებში და სიმშვიდე დაკარგული? თავის არჩევანზე პასუხისმგებლობის აღების უუნარო…. და არა მარტო…. როცა სხვას აბარებს საკუთარ საფიქრებელს, საგრძნობს და გასაკეთებელს?“ ერთ დროს მეც ხომ ასეთი ვიყავი, ამიტომ თანავუგრძნობ, არანაირი რჩევა (რომელსაც არ ვიძლევი), რომ საკუთარ თავში მოიძიოს პასუხები – არ ჭრის. არადა, სრულებით შესაძლებელია ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რასაც ვერავინ ვერასდროს ურჩევს.

რჩევები არ მუშაობს!!

მოცემული რჩევა, არ იქნება ის, რასაც ელოდები და გაწყობს!!

ცნობიერების დონემ მიიყვანა ამ დრამამდე და იგივე ცნობიერების დონიდან, გაცემული და მისაღები რჩვეა ვერ გამოგიყვანს!

„ადამიანს შეუძლებელია მისცე შენი ფრთები — მას უნად გაეზარდოს თავისი“, გამოიყენე შენ ცხოვრებაში არსებული დრამა და პრობლემა ზრდისთვის!!!


– არჩევანი ვინ გაკეთა?
– მე
– პრობლემად ქცეული შედეგზე ვინ უნდა აგოს პასუხი და ისწავლოს?
– მეეეეეეე
– რატომ? რჩევა ენანება?
– რჩევა არ მუშაობს პრობლემის წარმოქნის ცნობიერების დონეზე და მისი ამაღლებაა საჭირო.
– რაში გჭირდება ცნობიერების ამაღლება?
– რომ ისევ, მსგავს ცხოვრებისეულ დრამაში რომ არ გავეხვე.

როგორ მოვიქცეთ?

  • პირველ რიგში, დამშვიდდი.
  • მეორე, გახდით მოვლენის დამკვირვებელი და არა მონაწილე.
  • მესამე, დრამიდან და პრობლემიდან გამოსვლის, რამდენიმე ვერსია წარმოისახე

ეს ნამდვილად სამუშაოა საკუთარ თავზე.მესმის! მაგრამ თუ კონსულტაციაზე ვერ მოდიხარ უმარავი შიშების გამო… თქვენს გასაკეთებელს ვინ გავაკთებს? – ეს თქვენი ცხოვრებაა, თქვენი არაცნობიერი პროგრამებით მიღებული გადაწყვეტილების შედეგია.

ნერვიულობას, შიშს, ფორიაქს, ჯერჯერობით არც ერთი პრობლემა არ გადაუჭრია, არც ერთი დრამიდან გამოსავალი არ უჩვენებია.

თუ მუდმივად ინერვიულებთ, ვერ დაინახავთ გზას, რომელიც ამ პრობლემას გადაგიწყვიტავს და ამ დრამიდან გამოგიყვანთ.
მხოლოდ და მხოლოდ, დამშვიდებულ ოკეანეში არის შანსი გამოჩნდეს ნაპირი. რაც მეტად ბობოქრობს ნერვიულობის ტალღები, მით მეტი სასოწარკვეთა და შიში შიპყრობს. ემოციური და მენტალური შტორმი ჩაგძირავს. ასეთ დროს, მივცე თავს უფლება, ვისოლომონბრძენო და საუკეთესო რჩევაც რომ მოგცეთ, ვერ გაიგებთ შტორმის ბალური შკალის მაჩვენებელია მაღალი. ის კი არა, ეიფელის ანძაც რომ ჩავაგდო ასეთ აბობოქრებულ ოკეანეში, ზედაპირი ვერაფერს მიხვდება. ისე შთანთაქვს თვალსაც არ დაახამხამებს. აბა, ახლა წარმოიდგინე, მშვიდ ზღვაში თბილისის ანძა ჩააგდოთ? – გადმაოსკდება ნაპირებს…

გააცნობიერეთ:
იმ დრამის და პრობლემის მიღმა, აბსოლუტური სიწყნარე და სიმშვიდეა. ისე როგორც, ზედაპირისგან გასხვავებით, მშფოთვარე ოკენის სიღრმეში აბსოლუტური სიმშვიდე და სიწყნარეა გამეფებული…
ანუ შენ შიგნით არის რაღაც დიდებული, შეუცნობი, რომელიც, რა დრამაც არ უნდა გათამაშდებოდეს ცხოვრების სცენაზე, ის ყოველთვის არის მშვიდად. ისწავლე მისი ამოცნობა, დაუახლოვდი მას, მიენდე და გამოიყენე ეს შანსად – დაკარა ფსკერს ფეხი და ამოყვინთო!

ზოგჯერ, უნდა ჩავიძიროთ, ძვირფასო, რომ ამოვყვინთოთ სხვანაირებმა.

ყველაფერი, რისი გავლაც გვიწევს, გვამზადებს იმისთვის რა განზრახვაც გავაგზავნეთ სამყაროში.

 

სიყვარულით და მადლიერებით
თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით
თამარ კვარაცხელია

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.