აბურძგვლამდე იგრძნო უკიდეგანობა….,

ახლი დილა
ახალი დღე
ახლებურად…

თითქოს ყოველდღე ამთავრებ წიგნს საკუთარ ცხოვრებაზე და დილით ხელში იღებ ახალს. სიამოვნებით და ინტერესით იწყებ კითხვას..

დილა იწყება მადლიერებით..

მერე, გაიღიმე
გაუღიმე თავს და ყველაფერს გარშემო,
ჭერსაც,
კედელსაც….

უცნაურია?

მერე რა?…

ამ უცნაურობასაც გაუღიმე…
გაიღიმე თავლებით,
სახის ნაკვთებით,
მთელი სხეულით,
მოძრაობებით…
სცადე გამოგივა – თითქოს ღიმილაკები დარბიან და გიღუტუნებენ მთელ სხელზე, მოაქვთ სიხარული და ბედნიერება…
გაიღიმე
უბრალოდ,
ისე,
უმიზეზოდ..

კიდევ, იცეკვე…
შინაგანი მუსიკის ან რადიოს აჟრერებისას იცეკვე, როგორც და რანაირადაც მოგესურვება…
იცეკვე როცა ამზადებ საუზმეს…

იგრძენი ჩაის(ყავის) არომატი და სიმხურვალე…
მოასწარი და დალიე ცხელი, სანამ მუსიკა შეწყდება.

მერე ისიამოვნე…
შეიყვარე თავი, შენი ცხოვრება და ყველა ფერი რაც ხდება გარშემო.

მიიღე თავი ისეთი როგორც ხარ და სადაც ხარ,…
მიიღე ადამიანები ისეთი როგორებიც არიან და შეიყვარე.
სცადე…

გაუგზავნე კოცნა თავს,
ჩაეხუტე და აკოცე ბავშვებს,
ოჯახის წევრებს,
ახლობლებს,
გაიღიმე და აკოცე ყველაფერს, დილიდანავე..
ეს ისეთი მაგარიიიი გრძნობააააა.

მიეფიცხე მზეს,
ჩაისუნთქე ჰაერთან ერთად სიცოცხლე,
გახდი, ჰაერივით სუფთა და მსუბუქი…
აღფრთოვანდი ყვავილით,
იბანავე ზღვაში ან მდინარეში…

და წარმოიდგინე,
შენ ხართ ერთი დიდი უსასრულო,
უკიდეგანო,
სუფთა სიცოცხლე,
რომლის
გაგება,
ახსნა,
ნახვა,
შეხება
შეუძლებელიააააა!,
ერთდერთი, შეიძლება, მხოლოდ იგრძნო… აბურძგვლამდე იგრძნო…
იგრძნო უკიდეგანობა….,

იკითხე,
იმღერე
შეიმეცნე ,
ისწვლე ახალი ენა,
იყიდე ახალი სუნამო…

ერთი სიტყვით, აკეთეთ ის, რაც გაგიხარდება. და თუ უცებ მოიწყენ, ამაშიც იპოვე პოზიტიური და დაუსვი თავს კითხვა :
– რატომ მოვიწყინე? რა არის კარგი ამაში, მე ხომ ისე, უბრალოდ არ მოვიწყენდი?
იპოვე სარგებელი და გახადე, მოწყენაც კი შენი #ზრდისფაქტორი

და გიყვარდეს
შეუწყვეტლივ,
უსასრულოდ
უკიდეგანოდ…
გიყვარდეს
უბარალოდ, ისე…

იცოცხლე!
იცხოვრე!
არავის შეუძლია გაგვხადოს ბედნიერი ჩევნს გარდა.
ყოველი წვრილმანით შთაგონება და აღფრთოვანება – აბა, მომწერეთ, სხვა, მეტი რა არის სიცოცხლე?

21 დღიანი ონლაინ მარათონი #ზრდისფაქტორი
იწყება http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

სიყვარულით და მადლიერებით
თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით
თამარ კვარაცახელია

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.