უცნაური გოგონა (ფსიქოკორექციული ზღაპარი. გაგრძელება)

…წერილში იმის ნაცვლად რომ რამე რჩევა დაეწერა და გოგონას “დახმარებოდა” მხოლოდ კითხვები ეწერა 😳

გიყვარს შენი თავი? და აცნობიერებ რამხელა წყალობაა ყოველ დილით გაიღვიძო?
რა გინდა საკუთარი თავისაგან?
რის მიღება გინდა ან რატომ ებრძვი?
რატომ ეძებ სხვებში ბედნიერების გასაღებს?
შენ შენი ცხოვრება არ გაქვს?
რამდენად ხშირად იღიმი?
რისთვის ხარ მადლიერი ამ ცხოვრებაში?
რა მიზნები გაქვს და როგორი წარმოგიდგენია შენი თავი 5 წლის შემდეგ?

ასე გრძელდებოდა კითხვების ჩამონათვალი…

…და მხოლოდ ბოლოს ეწერა:
“თუ შენ ამ ყველა კითხვას გაცნობიერებულად უპასუხებ,შენ ნამდვილად აღარ იქნები “ის” ვინც ამ კითხვების წაკითხვამდე იყო.შენ გაიზრდები და შენი ცხოვრება იქნება უფრო მეტად მზიანი, ღიმილიანი, მაშინ შენ არ დაგჭირდება ვინმეზე დარდი, არ მოსულ წერილებზე ლოდინი, ის ადამიანები ვინც არ იქნებიან საჭირო შენი ცხოვრებიდან დენდარტყმულივით გაცვივდებიან და შენს ცხოვრებაში იქნებიან ისინი ვისთანაც თავს ბედნიერად იგრძნობ, გაიზრდები და განვითარდები”.

რა უცნაური ვინმე ყოფილა ეს ბრძენი. ეს რამდენი კითხვები დაუწერია.
მე ხომ მოსმენა და “რჩევა” მჭირდებოდა მისგან…
შემდეგ კი დაჯდა თავის საყვარელ ჰამაკში და წიგნის კითხვა დაიწყო, იმ წიგნის “ბრძენზე” რომ ეწერა.

კითხვისას ჩაეძინა და უცნაური სიზმარი ნახა.
ბრძენმა მას ხელი გაუწოდა და სთხოვა წაყოლოდა.. დიდი ლამაზი კარის წინ შეჩერდნენ, ბრძენმა კარი შეაღო და ჰოი, საოცრებავ გოგონამ იქ თავის თავი ნახა ძალიან ბედნიერი, ღიმილიანი, მხიარული, უყვარდა და უყვარდათ დადიოდა და არიგებდა სიხარულის სიყვარულის და ბედნიერების ენერგიებს იმათთვის ვისაც ეს სჭირდებოდათ🤩🥰
ისე მოეწონა იქ ყოფნა,რომ არა ბრძენის შეხება, ცხადი ეგონებოდა.
ბრძენმა ახლა პატარა და ცოტა უცნაურ კართან მიიყვანა.
-აქ დაგელოდები შეგიძლია შეხვიდე და ნახო რაც ხდება.
გოგონა შევიდა. საშინელი მარტოობა იგრძნო, ლოდინი,რომელიც ასე არ უყვარდა. გაქცევა მოუნდა რაც შეიძლება სწრაფად გააღო კარი და გარეთ გავარდა.
ბრძენმა შეაჩერა და უთხრა:
“-ყველაფერი შენს ხელშია,შენ შეგიძლია იყო “ის” ვინც პირველ ოთახში ნახე და შეგიძლია დარჩე ისე ვინც ხარ ცხოვრებაში და აქ მეორე ოთახში.იცოდე ვერავის ”რჩევა” ვერ დაგეხმარება ისე როგორც საკუთარი გონებით მიღებული გადაწყვეტილება”.
..
გოგონა თავისმა ტირილმა გამოაღვიძა.
სასწრაფოდ გახსნა “ბრძენის” წერილი და გახსნილი გონებით შეუდგა კითხვას💌
-გიყვარს შენი თავი?
ასე იწყებოდა პირველი კითხვა.
მივიდა სარკესთან შეხედა თავის თავს, სარკეში ყოველ დღე იხედებოდა თუმცა ეს არ იყო ის ჩახედვა… პირველად დაინახა თავისი თავი ასე დაპატარავებული და გული ეტკინა.😔
ტუჩის კუთხეების აწევით გაღიმება სცადა, მაგრამ დაჯღანვას უფრო გავდა.სასწრაფოდ სარკიდან შორს ყოფნა მოუნდა მაგრამ იდგა ასე გაშეშებული..
ისევ სცადა გაღიმება, მერე კიდევ,მერე კიდევ და “ცოტა” გამოუვიდა გაახარა ღიმილმა😊
“გიყვარს შენი თავი?” კითხვა განმეორდა გონებაში.
უყურებდა სარკეში თავის თავს შეშინებული და ვერ ბედავდა ეთქვა ეს “სიტყვა”.
“შენ შენი თავი არ გიყვარს და სხვა რატო შეგიყვარებს?”- უთხრა მეორე ხმამ საიდანღაც.
იდგა გოგონა ჯიუტად და ისიც ვერ გაეგო რატომ იდგა ასე და რატომ ვერ იღებდა ხმას.

მერე ჩუმად ძლივს გასაგონ ხმაზე თქვა “მიყვარხარ”. თითქოს რაღაც სიმძიმე ეხსნებოდა მერე კიდევ ოდნავ ხმამაღლა თქვა და …ატირდა, ატირდა საიდანღაც შიგნიდან და თვითონაც ვერ გაეგო როგორ მოსდიოდა ღაპაღუპით ცრემლები არც უცდია შეკავება. გრძნობდა რაღაც სიმძიმე ეხსნებოდა სხეულიდან და გაეღიმა, გაეღიმა უფრო ლამაზად,უკვე თვალებიდან და უფრო გულწრფელად…

-როგორ ძალიან გიხდება ღიმილი.
მალე კომპლიმენტიც მიიღო ადამიანებისგან.

ლოცვასავით ქონდა ადგებოდა თუარა ჩაიხედავდა სარკეში ღიმილით და ამბობდა ამ ჯადოსნურ სიტყვას “მიყვარხარ”.
მერე? მერე სხვა კითხვებსაც უპასუხა და თითქოს მძივებივით აეწყო ყველაფერი.
ის არავის ელოდა,ის მიდიოდა გზაზე და გასცემდა სიყვარულს,მას ყავდა “მეგობრები” რომლებიც მასთან ერთად მიდიოდნენ ამ გზაზე ისინი იზიარებენ ერთმანეთის მოსაზრებას,მათ აქვთ თავისებური მაგრამ გულწრფელი ხედვა მომავლისკენ…
არასოდეს არ წერენ წერილებს ასეთი ტექსტით “რატო დამივიწყე,რამე დაგიშავე?”
“რა იშოვე?”
”ახლა აღარავინ გინდა ხო”
”როდის მოასწარი, რა სად როდის ხარ მოკლედ”
”მე რატო არაფერი არ ვიცოდი?”
არ კითხულობენ “რა ხდება ახალი და კარგი”. იმიტომ რომ მათ ეს კითხვის გარეშეც იციან.

……………………
გოგონას ახსოვს ყველა და არის მადლიერი იმისთვის, რომ იყვნენ და არიან ეს ადამიანები მის ცხოვრებაში და ხანდახან უჩნდება სურვილი რჩევა მისცეს. არა დიდი რჩევა კი არა, სულ პაწაწინა, ასეთი მაგალითად “სანამ წერილის წერას დაიწყებ და სხვა ადამიანზე მსგავსი კითხვის დასმა მოგინდება, შეაბრუნე ეს კითხვა საკუთარი თავისკენ და აუცილებლად იპოვი პასუხს”.

მიყვარხართ და წარმატებებს გისურვებთ თქვენს არჩეულ ცხოვრების გზაზე🌎🌎🌎🌞🌞🌞💚💚💚☮️☮️☮️🌺🌺🌺🧚🏻‍♀️🧚🏻‍♀️🧚🏻‍♀️

 

ავტორი:

ნინა ორჯონიკიძე Nina Orjonikidze

იხ. პირველი ნაწილი

 

4 thoughts on “უცნაური გოგონა (ფსიქოკორექციული ზღაპარი. გაგრძელება)

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.