უცნაური გოგონა (ფსიქოკორექციული ზღაპარი)

ერთ ქალაქში ერთი პატარა გოგონა ცხოვრობდა. უყვარდა ცხოველები წიგნები… თავისებური იყო “რაღაცნაირი” აი, ისეთი ყველას “უცნაური” რომ ეგონა, ოჯახის წევრებსაც კი…
არ უყვარდა ბევრ ხალხში ყოფნა, თუმცა ოცნებობდა ბევრი ძალიან ბევრი მეგობარი ყოლოდა… უცნაურად რომ არ ჩათვლიდნენ, 😊 გაიზიარებდნენ ერთმანეთის აზრებს, ერთად ითამაშებდნენ, ერთად დაგეგმავდნენ, ერთად წავიდოდნენ მთაში, ბარში, ზღვაზე. ერთმანეთს დაეხმარებოდნენ, ერთმანეთს გაუგებდნენ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს.💜🥳💖

მას ყავდა ამხანაგები მეგობრები, თუმცა ის მაინც მარტო გრძნობდა თავს, ისინი არ იყვნენ ის მეგობრები ვიზეც ოცნებობდა, ძალიან ხშირად უცრუებდნენ იმედს, ტკენდნენ გულს..
გადიოდა დრო გულის ტკენის მიუხედავად გოგონა იჯდა და წერდა წერილებს წერდა იმაზე ამაზე ყველაფერზე თავის ოთხფეხა მეგობარზეც კი. მერე ლამაზად თავის გაკეთებულ დახატულ კონვერტში დებდა და უგზავნიდა “მეგობრებს”.
..რა რთულია ლოდინი წერილები ან არ მოდიოდა ან იგვიანებდა📩📭
არადა გოგონა იგებდა როგორ ერთობოდნენ “მეგობრები” სხვაგან ახალ “მეგობრებთან”.
როგორ სურდა მასთანაც ასე ეთამაშათ მასთან ერთადაც ბედნიერი ყოფილიყვნენ…
იყვნენ ისეთებიც მოულოდნელად რომ გამოჩნდებოდნენ და ნაჩქარევად ეტყოდნენ “ძალიან დაკავებული ვარ კი ვნახე შენი გამოგზავნილი წერილი მაგრამ არ მეცალა რომ მომეწერა,თუ გინდა შენ დაწერე და მე წავიკითხავ ხოლმე”.

გული ტკიოდა, უყურადღებობაზე, თავის უცნაურობაზეც, რომ ვერავინ უგებდა, მაგრამ ის ყოველთვის ეძებდა ვიღაცას ვინც დაეხმარებოდა…
ერთ დღეს, როდესაც თავის პატარა ბაღში, ორ ხეს შორის გაბმულ ჰამაკში იწვა და წიგნს კითხულობდა ,რომელიც სულ შემთხვევით “შემოეყიდა”, მოულოდნელად წამოჯდა, თვალები გაუბრწყინდა🤩

📖წიგნში ეწერა “ბრძენზე” რომელიც ცხრა მთას იქით ცხოვრობდა, მაგრამ მისი დახმარება შეეძლო.

სასწრაფოდ წამოხტა და დაიწყო წერილის მიწერა ბრძენთან. წერდა თავის მარტოობაზე უცნაურობაზე გულის ტკენაზე, როგორ არ დაპატიჟა მეგობრის დაბადების დღეზე მისმა დედამ იმიტო რომ ტანსაცმელი არ გექნებოდა “ისეთიო”.
როგორ “დააბრალეს ის რაც მას არ უთქვამს არ გაუკეთებია მაგრამ ვერავის დააჯერა”,
“როგორ მოაძახა მეგობარმა მისი საიდუმლოები ცუდ კონტესტში”.
მიწერა როგორ ელოდებოდა მათ წერილებს და არ წერდნენ✍🏻💌

როგორც იცოდა ჩადო თავის გაფორმებულ კონვერტში და გააგზავნა.📩 გააგზავნა იმ იმედით რომ ბრძენი მისცემდა რჩევას რომელიც მას ბედნიერს გახდიდა.
გავიდა დრო, გული დაწყდა გოგონას ბრძენმაც ვერ გამიგოო 😔
ხოდა მაშინ როცა აღარ ელოდებოდა ბრძენისგან წერილს სწორედ მაშინ გაჩხაკუნდა მისი საფოსტო ყუთი📬
მას ძალიან უყვარდა წერილები ამიტომ სიხარულით მივარდა და აიღო…
და უფრო მეტად გაბედნიერდა როდესაც დახედა წერილი “ბრძენისგან” იყო🥰💌
რა აზრმა აღარ გაუელვა და ერთი სული ქონდა როდის გახსნიდა ამ წერილს.ბედნიერებისგან ცეკვავდა მღეროდა💃🏻🤩💖

დიდი მოწიწებით გახსნა წერილი წაიკითხა ერთი ამოსუნთქვით და ისე გაბრაზდა რომ დიდი სიამოვნებით მივიდოდა “ბრძენთან” და წვერს დააწიწკნიდა 😨
იმის ნაცვლად რომ “რჩევა დარიგებები” მიეცა ბრძენს….

გაინტერესებთ რა ეწერა???

თუ და გაინტერესებთ დაწერეთ კომენტარებში👇👇

ავტორი:

ნინა ორჯონიკიძე Nina Orjonikidze

გაგრძელება იხილეთ

2 thoughts on “უცნაური გოგონა (ფსიქოკორექციული ზღაპარი)

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.