სიყვარული სწორედ იმდენია, რამდენის შემჩნევა შეგვიძლია

ცხოვრება არ არის არც წარსული და არც მომავლი
ცხოვრება არ არის არც გამარჯვებები და არც დამარცხებები
ცხოვრება არ არის აზრები და იმედები…
ცხოვრება არ არის ბრძოლა და ომები..
ცხოვრება არ არის პრობლემები და წინააღმდეგობები
ცხოვრება არ არის კარგი ან ცუდი, შავი ან თეთრი….

ცხოვრება გრძნობებია შენი… და არა სხვისი.
ცხოვრება გამოცდილება შენი…
ცხოვრება ეს სიცოცხლეა შენი, რომლის სავალი გზები მოჰფენილია მადლიერებით,
სიყვარულით,
სიხარულით,
სიკეთით ყველაფრის მიმართ…
ცხოვრება,
თითის ანაბეჭდია შენი, ნაბიჯების ზომა და სავალი გზის სიგრძეა შენი…
რომელიც, ყველას თავისი აქვს.

დვაკვირდეთ და თავად მივხვდებით – სიყვარულის ნაკლებობა და ფორიაქი გვმართავს სიცოცხლის მანძილზე მეტწილად.. საკითხავია, საერთოდ თუ ვიცით, რაში გვჭირდება სიყვარული და შინაგანი სიმშვიდე?

ეს ორივე ენერგია, თითქმის, ერთ სიხშირეზე ვიბრირებს და განუყოფელია ერთმანეთისაგან.
ეს სხვა ადამიანის დასაკუთრება კი არა, ჩვენი შინაგანი სამყაროს ჰარმონიაა, სრულიად სამყაროსთან.

ეს სამყაროსთვის ჩვენი სიცოცხლის მიბარებაა, ნდობის გამოცხადება და თავში რწმენა, რომ ვიქცევით სწორად…. და შედეგიც არ აყოვნებს, სიყვარული გადმოედინება და ჩვენი შინაგანი სამყაროს ნაპირის გადავსებით, მშვიდ ნაკადად მოეფინება ყველაფერს… ამ სიმშვიდის ნაკადში ვაცნობიერებთ სამყაროში არსებული სიყვარულის უკიდეგანო უსაზღვროებას.
და ვართ ბედნიერი…
უბრალოდ, ბედნიერი.

ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანი პირობაა, იმ ყველაფრის მიმართ რაც გვაბადია – ვიყოთ მადლიერნი.
სიყვარული ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაში ხომ სწორედ იმდენია, რამდენის შემჩნევა და აღიარება შეგვიძლია…
უბრალოდ ისე,
უპირობოდ,
როგორც თავში,
ასევე სხვებში,
შინაგანის და გარეგანის,
ჩემის და მისის
რამე მოლოდინების და
ნებისმიერ პოტენციალში
სხვაობის ძიების გარეშე!

სიყვარულით და მადლიერებით
თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით
თამარ კვარაცხელია

და მაინც რამდენიმე დღე დარჩა 21 დღიან ონლაინ მარათონის #ზრდისფაქტორი სტარტამდე და შემოგვიერთდით,
http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/
ვინ იცის მომავალი სეზონი როდის დაიგეგმება!
არ გადადო შენში სიმშვიდე და ჰარმონია შემდეგისთვის!
დამიკავშირდი ან დარეგისტრირდი
http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.