ნუ გაზრდით „ქვას“

სათქმელს ვამბობთ!
ემოციებს შევიგრძნობთ!
ტკივილში გავდივართ!
ცხოვრება ეს მოვლენების ნაკრებთა თანმიმდვერობაა.
ცხოვრება ეს ურთიერთობებია.
ცხოვრების მანძილზე და ყოველ წუთს ადამიანს აქვს ურთიერთობა – თავთან, ვინმესთა, რამესთან.
ურთიერთობების დროს ჩნდება „ქვები“. ზოგს აგდებს ადამიანი, ზოგს კი ვერ ელევა და წლები „ზრდის“ ლოდად…
რას ნიშნავს – „ქვა“?..
„ქვა“ – ლოგიკური დასარულის არ არსებობაა, პასუხ გაუცემელი კითხვები, წარმოუდგენელი ფინალი ან სახვა.. რაც გნებავთ. ის ყველაფერია, რაც ადამიანს აიძულებს აეკვიატოს ფიქრები ნივთის, მოვლენის ან ვინმეს მიმართ. ეს ის მოვლენაა, რა დროსაც, გონებაში დაუსრულებლად თამაშდება სიტუაციის სხვადასხვა ვერსიები.
რატომ ხდება ასე?
ზედაპირულობისგან, როცა არ არის სურვილი – ურთიერთობებში გარკვევის, მისი გაგების, როცა არ არის დაფასება და პატივისცემა.
თუ თქვენ აღმოჩნდით მსგავს ურთიერთობებში, სადაც არის „ქვა“, ცხოვრება იწყებს დამუხრუჭებას, ენერგია ტრიალებს ერთ ადგილზე, ამ „ქვის“ გარშემო ებმებით. ის კი იზრდება და იზრდება. დროთა განმავლობაში იქცევა ლოდად.
მაგალითები:

Continue reading “ნუ გაზრდით „ქვას“”

Advertisements

ხუთი ბრძენი

ხუთ ბრძენს ტყეში გზა აებნა.
პირველმ ათქვა:
– მე წავალ მარცხნივ – ასე მკარნახობს ჩემი ინტუიცია.
მეორემ თქვა:
– მე წავალ მარჯვნივ – ტყუილად ხომ არ არის „მარჯვენა“ სიტყვა „მარჯვე“-სგან წარმოქმნილი.
მესამემ თქვა:
– მე უკან გავბრუნდები – საიდანაც მოვედით იმ გზით აუცილებლად გავალ ტყიდან.
მეოთხემ თქვა:
– მე წავალ წინ – წინ უნდა იარო, ტყე აუცილებლად დასრულდება და ახალი რამ გამოჩნდება.
მეხუთემ თქვა:
– თქვენ მსჯელობთ არასწორად. არსებობს ყველაზე კარგი საშუალება. დამელოდეთ, ერთი წუთით…

იპოვა ყველაზე მაღალი ხე და აძვრა. სანამ ადიოდა, ყველა ბრძენი თავის არჩეულ გზას გაუყვა. ხიდან დაინახა, ტყისთვის თავი რომ დაეღწიათ, საითაც უნდა წასულიყვნენ. ბრძენი უფრო მაღლა აძვრა და რომელი იყო ყველაზე მოკლე გზა ისიც კი გაარკვია. უკვე იმის თქმა შეეძლო, რა თანმიმდევრობით გავიდოდნენ სხვები ტყიდან. გააცნობიერა, რომ აღმოჩნდა პრობლემაზე მაღლა და ამოცანა ყველაზე კარგად ამოხსნა! მიხვდა, სხვებმა შეცდომა დაუშვეს რომ გაჯიუტდნენ და არ დაუჯერეს, მან კი ყველაფერი კარგად გააკეთა. ის იყო ნამდვილი ბრძენი! მაგრამ ის შეცდა.

Continue reading “ხუთი ბრძენი”

შეიყვარეთ თავი უსაზღვროდ და უკიდეგანოდ

პირველი, არ დაიტოვოთ ერთი მისხალიც კი, ისე შეიყვარეთ თავი – სრულიად, უსაზღვროდ, უკიდეგანოდ!
მეორე, ისწავლეთ – არავისგან, არასდროს არ ითხოვთ და ნურავისგან ნურაფერს ნუ ელით. გამოიმუშავეთ ეს უნარი.
სიყვარულია ყვეა ფერიყველა, ყველაფერი სიყვარულია ! მაგრამ ამ სიყვარულის საწყისი ცენტრი საიდანაც ის ვრცელდება, თქვენ ხართ. თქვენ ხართ გარშემო არსებულის სიყვარულის პირველწყარო.
თუ შენ არ გიყვარს თავი არც სხვები არ გიყვარს, უბრალოდ რაღაც სარგებელია ამ „სიყვარულში“, რა დროსაც მოგვიანებით, აუცილებლად, მოლოდინები ემსხვრევა კედლებს გაუსაძლის ტკივილებად და პრობლემებად.
თუ ისწავლე საკუთარი თავის სიყვარული და მიღება, ეს ის გამოცდილების გზაა, რასაც მარტივად გაივლი სხვის მიღებაშიც და სიყვარულშიც.
ანუ

Continue reading “შეიყვარეთ თავი უსაზღვროდ და უკიდეგანოდ”

რატომ გვიყვარდება სხვანაირი ადამიანი

😇😲💚რატომ გვიყვარდებო სხვანაირი ადამიანი, ჩვენგან განსხვავებული?

ჩვენ გვიყვარდება დამიანი რომელის გვერდით განწირულები ვარ სულიერი ზრდისთვის. სწორედ, რომ მისი წყალობით სული გადის ცხოვრების გაკვეთილებს თემაზე: მადლიერება, სიყვარული, უპირობო სიყვარული, მიმღებლობა, შთაგონება, მოქნილობა, თანადგომა/გრძნობა, მონათესავე სულის ამოცნობა, ქმნა/შენება, კეთილდღეობა, ნდობა….

ამას აწავლიან სადმე?
არა… ამას ასწავლის ცხოვრება!

🌷🌷🌷რაში გვჭირდება ეს გაკვეთილები?
შეგვახსენოს, რისთვის ვართ დედამიწის ზურგზე გადმოსულები.

Continue reading “რატომ გვიყვარდება სხვანაირი ადამიანი”

იმედი მქონდა, ღმერთს შევეცოდებოდი…. თუმცა..

გარდაცვალების პირას მყოფ ქალბატონს ეწვია  სიკვდილი. ქალმა დაინახა თუ არა, გაუღიმა და უთხრა, რომ მზად იყო.

– რისთვის ხარ მზად? – ჰკითხა სიკვდილმა.

– მე მზად ვარ წარვსდგე უფლის წინაშე, სამოთხეში! – უპასუხა ქალმა.

– და, რატომ გადაწყვიტე რომ უფალი სამოთხეში წაგიყვანს?- ჰკითხა სიკვდილმა.

– აბა როგორ? მე იმდენი ტანჯვა გადავიტანე ცხოვრებაში, რომ დავიმსახურე სიმშვიდე და უფლის სიყვარული! – უპასუხა ქალმა.

– შეგიძლია დამიკონკრეტო – რითი იტანჯებოდი ? – ჰკითხა სიკვდილმა.

Continue reading “იმედი მქონდა, ღმერთს შევეცოდებოდი…. თუმცა..”

და რა მინდა მე

სიცოცხლე ერთი მაქვს
შანსი ამ სიცოცხლეშივე ცხოვრების, ერთი…
.
და რა მინდა მე?
როგორს მინდა ვხედავდე, თავს მასში?

ვიცხოვრო
ბიდიშებით?
სინანულით?
ყველაფერზე ნებართვის აღებით?
თავის
აღუქმელობით,
მიუღებლობით,
სიძულვილით,
განკითვით?
ან გავედევნო ადამიანს, რომლიც თავად დაკარგული გარბის – არ იცის სად, ისე, რომ არც იცის რა უნდა… მით უმეტეს, ვერც მამჩნევს, როგორ ერთგულად ფინიასავით მივსდევ?

შეჩერდი წამო!!!

გამოვიდე ამ ჩიხიდან:
მოვეგო გონს და დავუბრუნდე თავს…
ვირწმუნო მისი,
ვაკეთო ის, რისი გაკეთებაც მომგვირის სიხარულს და ბედნიერებას.

გავრისკოოოო…
განა შევძლებ შევცვალო სარკეში ჩემი ანარეკლი,
თუ არ შევიცვალე თავად?

Continue reading “და რა მინდა მე”