იმედი მქონდა, ღმერთს შევეცოდებოდი…. თუმცა..

გარდაცვალების პირას მყოფ ქალბატონს ეწვია  სიკვდილი. ქალმა დაინახა თუ არა, გაუღიმა და უთხრა, რომ მზად იყო.

– რისთვის ხარ მზად? – ჰკითხა სიკვდილმა.

– მე მზად ვარ წარვსდგე უფლის წინაშე, სამოთხეში! – უპასუხა ქალმა.

– და, რატომ გადაწყვიტე რომ უფალი სამოთხეში წაგიყვანს?- ჰკითხა სიკვდილმა.

– აბა როგორ? მე იმდენი ტანჯვა გადავიტანე ცხოვრებაში, რომ დავიმსახურე სიმშვიდე და უფლის სიყვარული! – უპასუხა ქალმა.

– შეგიძლია დამიკონკრეტო – რითი იტანჯებოდი ? – ჰკითხა სიკვდილმა.

– როდესაც პატარა ვიყავი, მშობლები დაუმსახურებლად მსჯიდნენ, მცემდნენ, მიყვიროდნენ – თითქოს მე, რაღაც საშინელებას ჩავდიოდი. როდესაც სკოლაში ვსწავლობდი,  თანაკლასელები მცემდნენ, მამცირებდნენ და დამცინოდნენ. როდესაც გავთხოვდი, ჩემი ქმარი ლოთი და მოღალატე აღმოჩნდა. ჩემმა შვილებმაც, მთელი ცხოვრება გამიმწარეს და ბოლოს ჩემს დაკრძალვაზეც კი არ მოვიდნენ. სამსახურში – უფროსი სულ მიყვიროდა, ხელფასს დროულად არ მიხდიდა, დასვენების დღეებშიც მაიძულებდა მემუშავა და ბოლოს სამსახურიდან ისე გამიშვა, ხელფასიც არ გადამიხადა. მეზობლებში, ზურგს უკან ცილისწამებისა და გაჭორვის ობიექტი ვიყავი, მსუბუქი ყოფაქცევის ქალად მომიხსენიებდნენ. ერთხელ კი ქურდი დამესხა თავს, ჩანთა წამართვა და გამაუპატიურა.

– რა გაგიკეთებია კარგი ამ ცხოვრებაში? – ჰკითხა სიკვდილმა.

– ყოველთვის ვიყავი კეთილი ყველას მიმართ, დავდიოდი ეკლესიაში, ვლოცულობდი, ვზრუნავდი გარშემომყოფებზე. ამიტომ, ვთვლი ცხოვრებაში ამდენი ტკივილის ატანის შემდეგ მაინც, ვიმსახურებ უფალისგან სამოთხეში მოხვედრას!

– კარგი, გასაგებია! – უპასუხა სიკვდილმა. მხოლოდ ერთი ფორმალური საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი – ხელი უნდა მოაწერო ხელშეკრულებას და პირდაპირ სამოთხეში მირძანდებით! სიკვდილმა გაუწოდა ქალს ფურცელი ერთადერთი წინადადებით, რომელზეც ქალს უნდა მოეწერა ხელი.

ქალმა ისეთი თვალებით შეხედა სიკვდილს, თითქოს მას ყინულიანი წყალი გადაასხეს და გულაცრუებით უპასუხა – ამ ხელშეკრულებას არ ეთანხმება!

ფურცელზე ეწერა შემდეგი – “ მე ვპატიობ ყველას ვინც კი მაწყენინა და ვითხოვ პატიებას ყველასაგან, ვისაც ვაწყენინე! “

– რატომ უარობ? რატომ ვერ ჰპატიობ და ვერ ითხოვ პატიებას? – ჰკითხა სიკვდილმა!

– მათ ეს არ დაუმსახურებიათ! თუ მე მათ ვაპატიებ, ესეიგი არაფერიც არ მომხდარა და ისინი პასუხს არ აგებენ ჩადენილ საქციელებზე! ხოლო თავად მე, საპატიებელი არაფერი მჭირს, არავისთვის ცუდი არ გამიკეთებია.

– დარწმუნებული ხარ ამაში? – ჰკითხა სიკვდილმა.

– აბსოლუტურად! – მკაცრად უპასუხა ქალმა.

– რას გრძნობ იმ ადამიანების მიმართ, ვინც შენ გული გატკინა? – ჰკითხა სიკვდილმა.

– ვგრძნობ ბრაზს და წყენას. არ იქნება სამართლიანი მივუტევო მათ, დავივიწყო ყველაფერი და წავშალო მეხსიერებიდან ის, რაც მათ ჩაიდინეს ჩემს მიმართ.

– და რა მოხდება, მიუტევო და დაივიწყო ყველაფერი? – ჰკითხა სიკვდილმა.

ქალი რაღაც დროით დაფიქრდა და უპასუხა რომ, მის გულში დაისადგურებს სიცარიელე.

– შენ ყოველთვის გრძნობდი ამ სიცარიელეს. ეს სიცარიელე არაფრად გაგდებდა შენ და შენს ცხოვრებას. ამ გრძნობებით, განცდებით ავსე და აზრი მიეცი შენს ცხოვრებას… და ეხლა მიპასუხე, რატომ გრძნობ სიცარიელეს?

– იმიტომ რომ, მე მთელი ცხოვრება მეგონა, რომ ისინი, ვინც მე მიყვარდა და ასე ძვირფასი იყო ჩემთვის – დამაფასებდნენ, მაგრამ მათ იმედი გამიცრუეს. მე ჩემი ცხოვრება შევწირე ქმარს, შვილებს, მშობლებს – და ისინი აღმოჩნდნენ უმადურები, არაფერი დამიფასეს და გულიმატკინეს.

– სანამ უფალი გამოუშვებს თავის შვილს დედამიწაზე, ის ემშვიდობება ფრაზით , რომელიც დაეხმარება მას ცხოვრებისა და საკუთარი თავის გაცნობიერებაში!

– რა ფრაზა? – ჰკითხა ქალმა!

– „სამყარო იწყება შენით“!!!

– რას ნიშნავს ეს?

– თავიდან შვილმაც ვერ გაიგო რა იგულისხმა მამა-ღმერთმა….. ეს ფრაზა კი ნიშნავს იმას, რომ ყველაფერზე, რაც მის ცხოვრებაში ხდება, პასუხისმგებელი არის მხოლოდ თავად! ტანჯვა იქნება ეს თუ ბედნიერება – ამას თავად ირჩევს… ეს მხოლოდ მისი არჩევანია! ახლა კი დაფიქრდი და ისე მიპასუხე, ვინ მოგაყენა ამდენი ტკივილი?

– გამოდის რომ თავად მე მივაყენე საკუთარ თავს.. – აკანკალებული ხმით უპასუხა ქალმა.

– მაშ, ვის ვერ პატიობ შენ?

– საკუთარ თავს? – ტირილით ჰკითხა ქალმა.

აპატიო საკუთარ თავს – ეს ნიშნავს აღიარო საკუთარი შეცდომა! შეცდომის აღიარებით – აღიარებთ საკუთარ არასრულყოფილებას. მიუტევო საკუთარ თავს ნიშნავს, გაეხსნა საკუთარ თავს. შენ თავად მიაყენე თავს ამდენი ტკივილი, თუმცა ამავდროულად გადაწყვიტე და ამტკიცებ, რომ ამაში დამნაშავეა მთელი სამყარო, რომ ისინი არ იმსახურებენ მიტევებას, შენდობას და ამის მერე გსურს, რომ უფალმა მიგიღოს? შენ გგონია რომ ღმერთი უტვინო ბებერია, რომელიც კარს გაუღებს შენისთანა უტვინო თვითმგვემებს? როგორ ფიქრობ,  ღმერთმა ეს სრულყოფილი ადგილი შენნაირებისთვის შექმნა? აი, როდესაც შენ თავად შექმნი საკუთარ სამოთხეს, სადაც უპირველეს ყოვლისა შენ იგრძნობ თავს კარგად და მერე ყველა ირგვლივმყოფი, ამის შემდეგ შეგიძლია მიაკაკუნო სამოთხის კარზე.

ახლა კი უფალმა მომცა განკარგულება, რომ უკან დაგაბრუნო, მიწაზე, რათა ისწავლო იმ სამყაროს შექმნა, რომელშიც არ იქნები მსხვერპლი და სუფევდეს იქნება სიკეთე, სიყვარული და მზრუნველობა.. და კიდევ, გახსოვდეს – ის, ვისაც არ შეუძლია საკუთარ თავზე ზრუნვა, ღრმად ცდება იმაში, რომ სხვაზე ზრუნვას შესძლებს. იცი,უფალი რას უგზავნის ისეთ ქალებს, რომლებსაც მიაჩნიათ რომ იდეალური დედები არიან?

– რას? – ჰკითხა ქალმა.

– ის უგზავნის მათ შვილებს, რომელთა ბედი სწორედ მათ თვალ წინ იმსხვრევა!

–  ყველაფერს მივხვდი – ჩაილაპარაკა ქალმა – მე ვერ შევძელი მექცია ჩემი ქმარი მოსიყვარულედ და ერთგულად… ეს მე ვერ გავზარდე ჩემი შვილები მზრუნველ და წარმატებულ პიროვნებებად… მე ვერ შევინარჩუნე ოჯახში სითბო და ჰარმონია. ჩემს სამყაროში ყველა იტანჯებოდა.

– რატომ? – ჰკითხა სიკვდილმა.

მე მუდამ მსურდა ყველას ენახა თუ რა მსხვერპლს ვიღებდი მათთვის, მსურდა შეცოდების ობიექტი ვყოფილიყავი…. და საბოლოოდ კი არც არავინ შემიცოდა. მე იმედი მქონდა, რომ ღმერთს ნამდვილად შევეცოდებოდი…. თუმცა…”

 

მორალი თავად გამოიტანეთ და გააზიარეთ კომენტარებში

Advertisements

One thought on “იმედი მქონდა, ღმერთს შევეცოდებოდი…. თუმცა..

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.