ხუთი ბრძენი

ხუთ ბრძენს ტყეში გზა აებნა.
პირველმ ათქვა:
– მე წავალ მარცხნივ – ასე მკარნახობს ჩემი ინტუიცია.
მეორემ თქვა:
– მე წავალ მარჯვნივ – ტყუილად ხომ არ არის „მარჯვენა“ სიტყვა „მარჯვე“-სგან წარმოქმნილი.
მესამემ თქვა:
– მე უკან გავბრუნდები – საიდანაც მოვედით იმ გზით აუცილებლად გავალ ტყიდან.
მეოთხემ თქვა:
– მე წავალ წინ – წინ უნდა იარო, ტყე აუცილებლად დასრულდება და ახალი რამ გამოჩნდება.
მეხუთემ თქვა:
– თქვენ მსჯელობთ არასწორად. არსებობს ყველაზე კარგი საშუალება. დამელოდეთ, ერთი წუთით…

იპოვა ყველაზე მაღალი ხე და აძვრა. სანამ ადიოდა, ყველა ბრძენი თავის არჩეულ გზას გაუყვა. ხიდან დაინახა, ტყისთვის თავი რომ დაეღწიათ, საითაც უნდა წასულიყვნენ. ბრძენი უფრო მაღლა აძვრა და რომელი იყო ყველაზე მოკლე გზა ისიც კი გაარკვია. უკვე იმის თქმა შეეძლო, რა თანმიმდევრობით გავიდოდნენ სხვები ტყიდან. გააცნობიერა, რომ აღმოჩნდა პრობლემაზე მაღლა და ამოცანა ყველაზე კარგად ამოხსნა! მიხვდა, სხვებმა შეცდომა დაუშვეს რომ გაჯიუტდნენ და არ დაუჯერეს, მან კი ყველაფერი კარგად გააკეთა. ის იყო ნამდვილი ბრძენი! მაგრამ ის შეცდა.

ყველა სწორად მოიქცა.

ის, ვინც მარცხნივ წავიდა ყველაზე ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდა. მოუწია შიმშილი და გარეული ცხოვრელებისგან დამალვა და გაქცევა. სამაგიეროდ, ისწავლა – როგორ უნდა გადარჩეს ველურ პირობებში და გახდა ტყის მცველი. მან იმდენად კარგად შეისწავლა ტყე, რომ ადამიანებს ასწავლიდა და ეხმარებოდა.

ის, ვინც წავიდა მარჯვნივ გადაეყარა ყაჩაღებს. დააყაჩაღეს, ყველაფერი წაართვეს და აიძულეს მათთან ერთად ეყაჩაღა. მაგრამ რამდენიმე ხნის შემდგე, მან იმდენი შეძლო, ნელ-ნელა, ყაჩაღებში გამოეფხიზლებინა და დაებუნებინა ის, რაც მათ დიდი ხანია დავიწყებოდათ – ადამიანობა და თანაგრძნობა. მათი მხრიდან მონანაიება იმდენად დიდი იყო, რომ მისი სიკვდილის შემდგე ყველა ყაჩაღი დაბრძენდა.

ის, ვიც უკან გაბრუნდა ტყეში ბილიკი გაკვალა რომელიც ცოტა ხანში გზად გადაიქცა. მისი წყალობით ყველა ბუნების მოყვარული ადამიანი სეირობდა და ტკბებოდა ბეუნებით ისე, რომ დაკარგივის შიში არ ჰქონოდათ.

ის, ვინც წინ წავიდა გახდა მოგზაური და მკვლევარი. მან ისეთი ადგილები აღმოაჩინა, სადაც მანამდე არავინ ყოფილა. აღმოაჩინა და ადამანებს გაუხსნა ახალი შესაძლებლობები. მიაგნო საოცარ სამკურნალო მცენერეებს და უცნობ საინტერესო ცხოველებს.

ხოლო, ის ვინც ხეზე აძვრა, გახდა მოკლე გზის აღმოჩენის სპეციალისტი. მას მიმართავდა ყველა, ვისაც სწრაფად უნდოდა საკუთარი პრობლემის გადაჭრა, თუნდაც, ამ არჩევანს არ გამოეწყვია მათი ზრდა და განვითარება.

ასე რომ ხუთივე ბრძენმა აღასრულა თავისი დანიშნულება.

დასკვნა: თითოეულ ჩვენთაგანს აქვს თავისი გზა.

არ არის საჭირო ვინმეს დამგზავრება და ძალით წამოკიდება, თუ ამას არ გთხოვთ.

არ არის საჭირო ადამიანის გადაცდენა საკუთარი დანიშნულების გზიდან.

One thought on “ხუთი ბრძენი

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.