ნუ გაზრდით „ქვას“

სათქმელს ვამბობთ!
ემოციებს შევიგრძნობთ!
ტკივილში გავდივართ!
ცხოვრება ეს მოვლენების ნაკრებთა თანმიმდვერობაა.
ცხოვრება ეს ურთიერთობებია.
ცხოვრების მანძილზე და ყოველ წუთს ადამიანს აქვს ურთიერთობა – თავთან, ვინმესთა, რამესთან.
ურთიერთობების დროს ჩნდება „ქვები“. ზოგს აგდებს ადამიანი, ზოგს კი ვერ ელევა და წლები „ზრდის“ ლოდად…
რას ნიშნავს – „ქვა“?..
„ქვა“ – ლოგიკური დასარულის არ არსებობაა, პასუხ გაუცემელი კითხვები, წარმოუდგენელი ფინალი ან სახვა.. რაც გნებავთ. ის ყველაფერია, რაც ადამიანს აიძულებს აეკვიატოს ფიქრები ნივთის, მოვლენის ან ვინმეს მიმართ. ეს ის მოვლენაა, რა დროსაც, გონებაში დაუსრულებლად თამაშდება სიტუაციის სხვადასხვა ვერსიები.
რატომ ხდება ასე?
ზედაპირულობისგან, როცა არ არის სურვილი – ურთიერთობებში გარკვევის, მისი გაგების, როცა არ არის დაფასება და პატივისცემა.
თუ თქვენ აღმოჩნდით მსგავს ურთიერთობებში, სადაც არის „ქვა“, ცხოვრება იწყებს დამუხრუჭებას, ენერგია ტრიალებს ერთ ადგილზე, ამ „ქვის“ გარშემო ებმებით. ის კი იზრდება და იზრდება. დროთა განმავლობაში იქცევა ლოდად.
მაგალითები:

გოგო.
შეყვარებული გოგო და ბიჭი.
გოგო იმდენად ლამაზია, ბიჭი კარგა ხანი ვერ იჯერებდა, რომ ამ გოგოს ყურადღების ღირსი გახდა. თვეები ხვდებოდნენ ერთმანეთს. ამ ხნის მანძილზე ბიჭის მცდელობა გოგსთან უფრო ახლოს მისულიყო, ერთ დღესაც  წარმატებით დასრულდა. მოგვიანებით ეტყვის რომ „არ ყოფილა ის ვინც ეგონა, რომ მოატყუა და ცხოვრება აურია…“ მერე, დაშორდა… გოგო შოკშია – „ქვა“. ჩნდება ემოცირი დამოკიდებულება ბიჭზე. გაჩნდა პასუხ გაუცემელი ბევრი, ბევრი კითხვა, ჩამოშლილი ოცნებები, დამცირება, დანაშაული გრძნობა,  უსუსურობის, უსამართლობის, შეურაცყოფის განცდა,.. რჩება გაუსაძლის ტკივილად. გოგო თვეები, ზოგჯერ წლები ვერ გამოდის მდგომარეობიდან, ელოდება ბიჭისგან პასუხებს – „ასე სასტიკად რატომ? რა დაუშავა?“
და ახლა, ვერაფერს აკეთებს, ხელებშეკრულია, რადგან  – ყველაფერი დამოკიდებულია მის გულწრფელობაზე, სიმართლეზე…. მხოლოდ მას შეეძლო ამ ქვის გადაგორება, მაგრამ რომ არ სურს?… 
მამაკაცი და ქალი.
შეუღლებულები.
ერთ დღეს დაინახა მეუღლე სხვასთან, ის ორი თბილად საუბრობდა. მაშინ ვერ გაბედა მიახლოება. მერე ბევრს ფიქრობდა ამაზე, გაუთავებლად ატრიალებდა… და ერთხელაც ჰკითხა: „ის ვინ იყო?“ პასუხმა გააოგნა: „მოგეჩვენა!“. გაბრაზდა, განერვიულდა – არ ეძინა, არ ჭამდა, მოსვენება დაკარგა ისე, რომ სიტყვებით გამოხატვა უჭირდა. რატომ გაჩნდა მასში ეს დამოკიდებულება, რომელმაც სამუდამოდ მიაბა ამ „ქვას“? ბოლომდე არ თქმული, ეჭვ ქვეშ დასაყენებელი, უპატივცემლობა მისი გრძნობების მიმართ – აი, რამ მიაჯაჭვა ამ ურთიერთოებებს.
და ახლა , ვერაფერს აკეთებს, ხელებშეკრულია, რადგან  – ყველაფერი დამოკიდებულია მის გულწრფელობაზე, სიმართლეზე…. მხოლოდ მას შეეძლო ამ ქვის გადაგორება, მაგრამ რომ არ სურს?… 
ბავშვი.
ბავშვი და დედა.
ბავშვი მუდმივად ჩივის, რომ მას რაღაც აწუხებს. დედა ეუბნება: „გაგივლის“. ბავშვი იწყებს ტირილს, ყვირილს. დედა აჩუმებს, სჯის. დედას გონება და გული იმდენად სავსეა პირადი განცდებით, რომ ბავშვისთვის არ რჩება ემოცია. არ აქვს ენერგია. ბავშვი განიცდის ენერგეტიკულ და შესაბამისად, ემოციურ შიმშილს. სწორედ, რომ ამ ემოციური შიმშილით და უყურადღებობით მიბმულია ბავშვი დედასთან – „ქვა“. ბავშვი დამშვიდდება და წავა სათამაშოდ, თუ დედა მიაქცევს ყურადღებას მოუსმენს და შესთავაზებს გამოსავალს. მანამდე „ქვაა“.
და პატარა ვერაფერს იგებს და აკეთებს, ხელებშეკრულია, რადგან  – ყველაფერი დამოკიდებულია დედის ყურადღებაზე…. მხოლოდ მას შეუძლია ამ ქვის გადაგორება, მაგრამ რომ არ სურს?… 
მოწაფე.
მასწავლებელი და მოსწავლე.
მასწავლებელი ყოველთვის აფასებს მას დაბალი ქულით. როდესაც მოწაფე  ცდილობს გააპროტესტოს და ჰკითხოს: „რატომ მასწავლებელი?“  პასუხად ესმის: „დაჯექი და ხმა არ ამოიღო!“ ამის მერე, მოწაფე სხვა ვერაფერზე ფიქრობს გარდა ამ საგანისა და ამ მასწავლებელისა. არ შეუძლია, რაღაც არ უშვებს – „ქვა“.  ეს ქვა, ემოციურად სამუდამოდ მიაბამს ბავშვს მასწავლებელთან.
და ახლა, ვერაფერს აკეთებს, ხელებშეკრულია, რადგან  – ყველაფერი დამოკიდებულია მის გულწრფელობაზე, სიმართლეზე…. მხოლოდ მას შეეძლო ამ ქვის გადაგორება, მაგრამ რომ არ სურს?…
კიდევ უამრავი მაგალითების მოყვანაა შესაძლებელი.
თითოეულ ზემოთ მოყვანილი მაგალითი აღწერს სიტუაციას, სადაც, ერთი მსხვერპლია და მეორე მოძალადე.
საქმე გვაქვს მანიპულაციასთან. ძლიერია ის, ვისგანაც ელოდებიან. მთავარი გმირი ყველა მაგალითში ემოციურად გამობმულია მეორე გმირზე. ერთი მხრიდან თავშეკავება მიდის ფრუსტრაციამდე და შემდგომ, იწვევს მეორე მხარის აგრესიას. ერთი აკონტროლებს სიტუაციას , ხოლო მეორეს სურს ამ კონტროლის მოცილება და ადამიანურ მომენტთან შეხება, გაგება, გულწრფელობა.
ვთვლი, რომ ეს ცხოვრებისეული მაგალითები, წაროადგენს ურთიერთობებში დამოკიდებულების ძლიერ კვანძებს. ურთიერთობები, რომელიც გაუჩერებლივ, აკვიატებულად ტრიალებს „ქვის“გარშემო – გაუგებრობის, მანიპულაცის, აგრესიის აღმოცენების, კონტროლის, დიალოგის უქონლობის…
თუ რომელიმე თქვენთაგანი აღოჩნდით ანალოგიურ სიტუაციაში და ვერნაირად ვერ ახერხებთ გამოსვლას – აუცილებლად უნდა მოსცილდეთ ამ ურთიერთობებს ან ითხოვოთ დახმარება პროფესიონალთან.
თავიდან სცადეთ დილალოგი. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება დალაპარაკება. ორივე მხარე უნდა იყოს დაინტერესებული. ორივე! ეს ორის გზაა. და თუ მხოლოდ ერთი ცდილობს, და მეორე, უბრალოდ მოჩვენებითია ან საერთოდ, ამისთვისაც არ იწუხებს თავს – ღირს, გატრიალდეთ ამ ურთიერთობებისკენ ზურგით და თქვენი გზით იაროთ! გააკეთეთ ეს დროულად! ნუ გაზრდით „ქვას“.
სიყვარულით და მადლიერებით
თქვენს უსაზღვრო სესაძლებლობებში რწმენით
თამარ კვარაცხელია
გაიარეთ რეგისტრაცია სიტზე და მიიღეთ ერთი ქოუჩ-სესია საჩუქრად

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.