გზა ჭეშმარიტების შეცნობისკენ

🌞🌞🌞დაბადებით რაღაც დავკარგე…
და ვეძებ..
წლებია ვეძებ რაღაცას.. რას?
🤚🤚🤚ალბათ, ჭეშმარიტებას…
ჭეშმარიტებისკენ მივისწრაფი მთელი სიცოცხლე…

🧠მივხვდი,რომ ის
არ არის, არც იქ და არც აქ,
არ აქვს, არც იმას და არც ამას…..
ის ჩვენშია – შინაგან სამყაროში…
უფრო ღრმად თუ ჩავალთ – თავად ვართ თურმე ჭეშმარიტება!
და არც არაფერი დამიკარგია, თურმე…

მაგრამ…
ამას რომ მიაგნოოოო….

😜🧐🤪რა გენიალური სამალავია, არა?
მთელი სიცოცხლე დავეძებ სხვაგან და სხვებში…
და აზრად არ მომსვლია , საკუთარი თავი..

როგრო მოვდივართ?
ბევრჯერ
წავიქეცი,
წამოვდექი,
მოვუსმინე რჩევებს,
წავიქეცი,
წამოვდექი,
წავიკითე…

….და არ უჩანდა პირი სიმშვიდეს…

🧠👣🧠👣მერე აღარ
დავუჯერე სიტყვებს და ასოებს,
სხვის რჩევებს და გამოცდილებებს..
მივხვდი, რომ ისინი მე არ მეკუთვნის და არ წარმოადგენს რეალურ სიტუაციებს ან ფაქტებს.
მით უმეტეს: რა კავშირი აქვთ მათ ჩემთან?

ისინი იმას მირჩევან, ამბობენ და წერენ რა შეხედულებებიც და წარმოდგენებიც აქვთ ცხოვრების იმ მომენტში. რაც ცვალებადია და რაც ძირითადად, მათი აუხდენელი ოცნებებია.

⛔️შევწყვიტე საკუთარ თავზე სხვისი შეხედულებების მორგება!

😶🤔🥴ძალიან მაგრად დავიხშე ყურები, როდესაც მაძლევდნენ პირდაპირ რჩევებს. არ დავუჯერე არავის! განსაკუთრებული უნდობლობა გამოვუცხადე საკუთარ თავში გაუჩერებლივ მოლაქლაქე ხმას…

💚💙💜ჩემო ძვირფასებო, არც მე დამიჯეროთ – რა აზრი აქვს თუ არ რეზონირებთ წაკითხულთან ან თქმულთან?

საიდულმო აქ არაფერია:
ყველაფრის და ყველას გაგება არ არის აუცილებელი.
ყველას შეუძლია ყველაფერის ახსნა, ოღონდ პირადი ხედვიდან!
იარეთ თქვენი გზით – ჭეშმარიტების შეგრძნებების კომპასს მისდიეთ. და გაცნობიერებებიც მოვა.

⚜️⚜️⚜️⚜️⚜️⚜️⚜️⚜️⚜️⚜️
გაცნობიერება გონებიდან კი არა გულიდან მოდის!
როცა რაღაც გვესმის ან რამეს ვკითხულობთ, ემოციას აღვიძებს -.
ფაქიზ დონეზე შეგვეხება/შევიგრძნობთ –
„გულზე მომხვდა“
„შიგ გულში გაიარა“
„გულს შეეხო“
„ზუსტად ის არის რაც მჭირდებოდა“ …
ეს ის აზრფორმებია, რომელიც გონებაში გაიელვებს და რაც ნიშნავს:
მივდივარ ჩემი გზით – ჭეშმარიტების შეგრძნებების კომპასს მივსდევ, თან გზაში მენტალური „ფასფუდით“ ვიკვებები რომ ენერგია მქონდეს და მოდის გაცნობიერებებიც.

⚜️⚜️⚜️⚜️⚜️⚜️⚜️⚜️⚜️⚜️⚜️⚜️
როდესაც ის საუბრობს, წერს და მოქმედებს ახდენს შინაგან გადატრიალებას – გაცნობიერება! მთავარია, მერე როგორ გამოვიყენებ. ამის მერე რას ვიფიქრებ, ვიგრძნობ და გავკეთებ სხვანაირად?

აი, აქ არის ჭეშმარტებასთან მიახლოება დასწავლა, როდესაც ვუსმენ გულის ხმას და ძალიან ფაქიზ დონეზე შევიგრძნობ საკუთარ თავში მომხდარ ცვლილებებს!!!

სწორედაც, რომ შინაგანი გადატრიალბის შემთხვევაში, რაღაც იღვიძებს შინაგანად და აქ იწყება გაცნობიერების ჩვენეული პროცესი (და არა სხვისი ხედვების)…. ან თუნდაც, საკუთარი ჭკუის გაუთავებელი ლაქლაქი ყველაფერთან დაკავშრებით.

🌀🌀🌀🌀🌀🌀🌀🌀🌀🌀🌀🌀🌀🌀🌀🌀🌀🌀🌀🌀🌀🌀🌀🌀🌀🌀🌀🌀🌀🌀🌀🌀
პირადად (შეიძლება, თქვენ) მჭირდება არა ბრამა რწმენა, სხვისი სულიერი და მატერიალური როლის თამაში ( ცხოვრების გზის, აზრების, ხედვების განმეორების და კოპორების მცდელობა), არამედ, ინდივიდუალური ჭეშმარიტება, ის რომელიც ცხოვრების გზას დაალაგებს შინაგანი გამოსახულების შესაბამისად, რა დროსაც გადადიხარ აზროვნების, ემოციები და ქმედებების ინდივიუალურ ხელწერაზე.

🧠🧠🧠🧠
ამის მერე, მოვიხმობ ჭკუ-გონებას და მაქსიმალურ შესაძლებლობებს ჩავთავ, რომ არ მომიხდეს ველოსიპედის გამოგონება.

თუ ამ გზით არ ვივლი – ცხოვრების ყველა გამოცდილება (ზემოთაღწერილის გარდა)
დამოკიდებულებები,
მირაჟები და
ფანტაზიებია.

💙სიყვარულით და 🙏მადლიერებით
თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით
თამარ კვარაცხელია

21 დღიანი ონლაინ მარათონი #ზრდისფაქტორი იწყება!
გაიარეთ რეგისრაცია და გადადით ცნობიერის ახალ ეტაპზე http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.