ყველაფერი ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს

⚜️⚜️⚜️⚜️
ნებსით თუ უნებლიეთ…
ალბათ, უფრო ნებით,
დღეს აღმოჩნდით ისეთ გარემოებებში, რაც თავად შექმენით თქვენი აზრებით ემოციებით და ქმედებებით.

⚜️⚜️⚜️⚜️
ნებსით თუ უნებლიეთ,
ალბათ, უფრო ნებით,
რასაც ბოლო წლები
ამბობდით,
განიკითხვადით,
წუწუნებდით…
რა ემოციებსაც ატარებდით გულში,
რაც ყველაზე მეტად აღგაფრთოვანებდათ
ან რასაც ყველაზე მეტად განიცდიდით –
სწორედ, ის გისრულდებათ დღეს.

ადამიანისთვის ყველა პრობლემას კუთვნილება აქვს – რაღაცის ან ვიღაცის გამო ჩნდება… და სწორედ, აქედან გამომდინარე ვითარდება მოგვიანებით ურთიერთობები.

⚜️⚜️⚜️⚜️
რა საინტერესოა, ერთი წუთით, რომ გაგეფიქრათ – „ყველა, განურჩევლად ყველა, ვისაც გარშემო ვხედავ, ახლა, ცხოვრების მოცემულ სიტუაციაში ნერვებს მიშლის თუ მაშფოთებს, აბსოლუტურად ყველა – „მე ვარ“!.
როგორ გგონიათ –
რას იფიქრებდით,
რას იგრძნობდით,
როგორ მოექცეოდით „თავ(ებ)ს“?

⚜️⚜️⚜️⚜️

ვიცი, ყველგან და ყველაფერში ელოდებით სრულყოფლებას!

ამას სთხოვთ თავს, ცდილობთ თავი გასწიროთ სრულყოფიების ლოდინში… და თითქოს აღწევთ კიდეც… მაგრამ ამ დროს სხვები, მითუმეტეს ახლობლები გიცრუებენ იმედებს! გაქვთ უსამართლობის და უმადურობის შეგრძნება, თქვენ ხომ ყველაფერს აკეთებთ რომ იყოთ კარგი…. რატომ არ ცდილობენ ისინი, ნეტავ?

საინტერესოა, რატომ ხდება ასე?

იმიტომ რომ იგივდებით ფიზიკურ სხეულთან, მატერიასთან და ცხოვრობთ თავში…
არა და..
თქვენ სული ხართ, რომელმაც დროებით ითხოვა ეს სხეული და უკვე უჭერს, რადგან შეხედულელების ტყვეობაში გამოამწყვდიეთ!
სული ითხოვს თავისუფლებას,
მას სჭირდება ეს ადგილი, ეს სხეული და ეს გარემოებები…
სული გაკვეთილების გასავლელად მოდის დედამიწაზე
იმიტომ რომ ისწავლოს,
იმიტომ რომ გაიზარდოს,
იმიტომ რომ ამაღლდეს….

თქვენ კი სრულყოფილების ჩარჩოები დააწესეთ: ითხოვთ თავისგან და უფრორე ითხოვთ სხვებისგან.

გააუქმეთ წესები – ნუ მოითხოვთ და ითხოვთ!
დედამიწა არ არის ადგილი სადაც ყველაფერი არის იდეალური, თქვენთვის.

⚜️⚜️⚜️⚜️
სიყვარული
სამყაროს ნდობა და სიხარული,
მადლიერება და ბედნიერება,
შეცნობა და ჰარმონია,
მიმღებლობა და სიმშვიდე….

სანამ „უპიორბო სიყვარულის“ გამოცდას არ ჩააბარებთ, წაროუდგენლად ტკივილიანია სხვების – შვილ(ებ)ის, დედამთილის, მეუღლის, უფროსის, შეყვარებულის… გამოწვეული პრობლემები…

წარმოიდგინეთ, ყველა ისინი ხართ თქვენ!

⚜️⚜️⚜️⚜️
მიიღებთ და შეიყვარებთ თავს?
მიიღებთ და შეიყვარებთ ადამიანებს (შვილებს, ქმრებს, სხვებს..).

აღიარებთ სამყაროში არსებობის უფლებას, ისეთად როგორიც ხართ?
თქვენ აღაირებთ სხვების უფლებებს, იყვნენ ისეთები როგორებიც არიან!

აღიარეთ თავში არაჩვეულებრივობას?
ჩვეულებრივი ადამიანები თქვენთვის გახდებიან არაჩვეულებრივები!

მართლაც და, თითოეული მათგანი ხომ უნიკალური, განსაკუთრებული და განუმეორებელია…

⚜️⚜️⚜️⚜️
რატომ გეჩქარებათ სამყარო მომაწყდიოთ საკუთარ შეხედულებების ჩარჩოებში?
თავს რაღაცნაირად მოამწყვდევთ, მაგრამ სხვებს ვერ შეძლებთ, არ გამოგივათ…

და ეს ასეც უნდა იყოს!

არასდროს იჩქაროთ და ნუ ააჩქრებთ სხვებს,
ნუ ანჯღრევთ ისტერიულად, შეშფოთებული და შეშინებული ხეს, როდესაც ნაყოფი მკვახეა – მომწიფდება და ჩამოვარდება თავისთავად.

⚜️⚜️⚜️⚜️
ყველაფერი ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს,
ყველაფერი ხდება იმ დროს, რა დროსა უნდა მოხდეს.
⚜️⚜️⚜️⚜️

ნებსით თუ უნებლით,
ალბათ, უფრო ნებით,
ყველა ცხოვრობს ისე
როგორც შეუძლია,
როგორც უნდა,
როგორ დამოკიდებულებებშია…
რასაც გასცემს იმას იღებას
ცხოვრების ამ მომენტისთვის…

ეს, მისი შეხედულებით, იდეალური მდგომარეობა –
ქმედება
თუ
უმოქმედობა –
წარმაოდგენს ცხოვრების გზაზე, გარემოებების დერეფანს, სადაც თავის გამოვლენას ამგვარად ახდენს და რა დროსაც, საკუთარი თავიდან გაქცევისას ყველა ღებულობს ცხოვრებისგან სხვადასხვა ხარისხის „წიხლს“…

თქვენ გტკივათ ძალიან,
არა და თითქოს მათ უმზერთ ფანჯრიდან…
⚜️⚜️⚜️⚜️

არ ვიცი რამდენად გადმოვეცი სათქმელი, ძალიან დიდი პოსტი კი გამომივიდა, უღრმესი მადლობა ამის წაკითხვისთვის 

 

🙏სიყვარულით
თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით
თამარ კვარაცხელია

 http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

#ზრდისფაქტორი
#ზრდისფაქტორიარჩევანია

One thought on “ყველაფერი ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.