ამოუთქმელი სათქმელი – ის რასაც ეგო ვერ ხედავს

დიდი ხანია ვაკვირდები სიტყვებს მიღმა არსებულს, შინაარსს და ვცდილობ ჩავწვდე რეალურ არსს. როდესაც ადამიანი მიყვება ამბავს ან წერს კომენტარს ყურადღებას იქცევს არა სიტყვები, არამედ, სათქმელი და მოტივი, რაც მოაქვს ამ ასოების სიუხვეს.

ასევე, საინტერესოა თუ როგორ გექცევიან ადამიანები – რაც მათ ჭეშმარიტების არსს გიჩვენებს.

საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, არსებობს ორი სახის მოსმენა:

პირველი პირდაპირი – გონებით, რასაც კითხულობ ის გესმის. ესმის ეგოს, რომელსაც აქვს მძაფრი და აგრესული რეაქცია, თუ არ ეთანხმება.

მეორე ირიბი – გულის ყურით, სადაც არსი ნამდვილი და ჭეშმარიტი ქცევის, წერის თუ საუბრის მოტივია ჩამალული.

უპირატესობას ვანიჭებ გულს. მიყვარს გულით მოსმენა, და არა ეგოთი.
ეგოს მოსმენა ყველას შეუძლია და ამას დიდი ძალისხმევა და სიბრძნე არ სჭირდება. გაიგონა, გაბრაზდა, შეუტია (ან წყინა ან თავდაცვა) – უმატივესი ფრომულა.
გულით მოსმენას – აქვს სიღრმე, რასაც მოსაუბრეც კი ვერ იაზრებს იმ წუთას. როდესაც მაგ. მადანაშაულებს, მაკრიტიკებს… სინამდვილეში ჩემთვის არ წარმოადგენს ეს არცერთს და არც მეორეს, არამედ, მატყობინებს „რაღაცის“ თქმის სურვილს, რასაც შეიძლება მოცემულ მომენტში, თავასაც არ უტყდება და უგულველყოფილი აქვს.
დააკვირდით, როგორ გექცევიან სხვები. მათ უმარავლესობას გააჩნიათ საიდუმლო, რომელსაც არავის უყვება, დამალული აქვს ის რასც მათ შინაგან სამყაროშია. ეს არც ცუდია და არც კარგია უბრალო მოცემულობაა და გარკვეულწილად, წარმოადგენს დამცავ მექანიზმს, შესაძლეო ან მოსალოდნელი კრიტიკისგან. როდესაც ისწავლით გულით მოსმენას, გეცოდინებთ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება,  შეძლებთ მარტივად განსაზღვროთ, რისი გამოტანა არ სურს დამბრალებელს სააშკარაოზე და რას მალავს.

დღეს ვილაპარაკოთ დესტრუქციულ გამოხატვაზე, რადან პოზიტივის დროს ისედაც გასაგებია – საქმე შურთან კი არა აღფრთოვანაბასთან გვაქვს და ეს ყველა მონაწილე მხრისთვის კარგია, როგორც გამცემისთვის ასევე მიმღებისთვის. ამ დროს ხდება ენერგიების სწორი გავლა.  დესტრუქცია დაბალი თვითშეფასების ნაყოფია. ხშირ შემთხვევაში, ადამიანში დაბალი თვითშეფასება ვლინდება აგრესიის ფორმით, რომელსაც ის მიმართავს გარშემომყოფების მიმართ. თუმცა, როდესაც გამოხატავს კონკრეტულად თქვენს (სხვის) მიმართ აგრესიას ან გადანაშაულებს, კარგად დააკვირდით და გულით მოუსმენთ, შენიშნავთ, სად არის მათი ამუთქმელი სათქმელი.

დავიწყოთ!

მოღალატეები გადანაშაულებენ ღალატში

დაუდანაშაულებიხართ ოდემე ღალატში? მე – კი.  აღმოჩნდა, ვინც ასეთ ბრალს გდებს, სინამდვილეში, თავად შეუძლია ადვილად და მარტივად გიღალატოს. საინტერესოა, რატომ ხდება ასე? შეიძლება, მეგობარს მოუნდა გაგრძნობინოს, რომ არც თუ ისეთი კარგი ხართ და არც სჯობიხართ არაფრით, პირიქით. ეს მომენტი თუ თქვენს ეგოს შეეხება და არა გულს – რას გააკეთებთ ამ დროს ეგო? ჩართავს თავდაცვის და თავის მართლების მექანიზმის. მითუმეტეს, როცა ღალატს ადგილი არ ქონია.  გული რას იზამს? იგრძნობს: რაღაც ისეთს მიმალავს, გამხელა არ უნდა. აწყობს ეს აგრესია. „კარგი თვდაცვა თავდასხმააო,- ხომ გაგიგია“ – გაიფიქრებთ.

დიახ, ეს წლების მერე, როდესაც კარგა ხნის დაცილებულები ვიყავით, გავაცნობიერე. ღალატში დადანაშაულება მიმანიშნებდა – რაც, ადრეც უნდა მენახა და თავლს ვხუჭავდი. ღალატის დაბრალებით მე ამიხილეს თვალები და გამიმხილეს სიმართლე, ღალატზე.

მატყუარები გადანაშაულებენ ტყუილში

გარკვეულ წილად, დამბრალებელი გიწყევთ ეგოს თამაშებში: თუ სიცრუეში გამოგიჭერთ, ანგარიში გათანაბრდება და ამ დროს მისი სიცრუე გამოჩნდება ნალებად საშინელი. მაგრამ თუ გეცოდინებთ, სად უნდა ეძებოთ მიზეზი და დაუპირისპროთ გული, ეგოს დააყრევინებთ ფარხმალს მომენტალურად. რაც მთავარია, თქვენი ქმედების შედეგად, შეგიძლიათ „გაშიფროთ“ და „ამხილოთ“. ფაქტი არ არსებობს, იცით რომ „ცამდე მართალი“ ხართ და გადანაშაულებენ ტყუილში, მიუხედავად ამისა, პირადად „გაშიფრულს“ არასდროს ვიყენებ მათ წინააღმდეგ იარაღად. თუ რამდენად სერიოზულად აღიქვამს ადამიანი თქვენს პასუხს, მეტყველებს მის ნდობის უნარზე ან უუნარობაზე. ამ დროს, არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ თავად დამბრალებელს აქვს ისეთი „რაღაც“ რაც, მისი აზრით დასამალია. როგორც მოღალატის შემთხვევაში, აქაც მთავარ აზრს წაროადგენს – გადაიტანოს ყურადღება საკუთარი ტყუილიდან და დაგადანაშაულოთ.

დაბალი თვითშეფასების ადამიანი ცდილობს თქვენი თვითშეფასება დაწიოს

არსებობენ დაბალი თვითშეფასების ადამიანები და ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რომ დაკარგოთ საკუთარ თავში რწმენა. ასეთი ტიპის ქცევა მეტყველებს, მის შინაგან კომპლექსებზე. მოძალადე ადამიანის უმრავლესობა, ადრე თავად იყო ძალადობის მსხვერპლი და როცა „სამაგიეროს გადახდის“ დრო უდგება, შანსს ხელიდან არ უშვებს. მნიშვნელობა არ ექნება ადგილს, გარემოებებს და ადამიანებს.

შესაძლებელია, ის იყოს თქვენთვის ავტორიტეტი და პატივსაცემი ტიპი. შეიძლება ოკახის წევრი , მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან ხშირად, მსგავსი ტიპის ადამიანისგან თავდასხმა შეუმჩნეველია, მაგრამ თუ გულით (და არა გონებით) ჩაუკვირდებით მათ ქცევებს და საუბარს, დაინახავთ დაბალ თვითშეფასებას და მათთვის მიყენებულ ტკივილებს. აქ, ადამიანიური საკითხია (და ვინც გულით მოუსმენს ის არც ჩაინედნს ამას)  – არ გამოიყენოთ მიღებული ცოდნა მათ წინააღმდეგ იარაღად! შეეცადეთ ჩაწვდეთ ჩაუღრმავდეთ დაბალი თვითშეფასების მიზეზს და დაეხმაროთ აეწიოს საკუთარ თავში რწმენად. გახადეთ ადამიანი უკეთესი, ვიდრე იყო თქვენამდე! დაივიწყეთ ეგოს თამაშები!

ის თუ როგორ გექცევიან ადამიანები, წარმოადგენს მათ შინაარსს

უმარავი ანდაზის მოყვანა შეიძლება, მაგრამ მარტივად გავაგრძელებ… ბოლოს და ბოლოს, თქვენს მიმართ ცუდი დამოკიდებულება, მეტ შემთხვევაში,  მათი ფიქრებით, აზრებით, შეხედულებებით, ფასეულობებით, განცდებით, გრძნობებით და ქცევებით არის განპირობებული.

თუ თქვენ არასამართლიანად გადანაშაულებენ, ეს სრულებითაც არ მიანიშნებს თქვენს დანაშაულს. სინამდვილეში ეს ადამიანები, მსგავისი საქციელით, ირიბად, „რაღაცაში“ გიტყდებიან, ამიტომ არა ეგოთი არამედ გულის ყურით მოუსმინეთ და დააკვირდით, ღრმად ჩაწვდით და სცადეთ გააცნობიეროთ – რისი თქმა სურთ? წარმოთქმულ სიტყვებს მიღმა რას ჰყვება ბგერათა სიმრავლე?…

პირადად, ძალიან მოყვარს მსგავსი მოგზაურომა ჩემს თუ გარემოცვის შინაგან სამყაროში, რადგან იქ გაცილებით მეტი, უკიდეგანოდ დიდი (ასე ვიტყოდი) მდიდარი სამყაროა, ვიდრე ერთი შეხედვით ზედაპირზე დევს, მესმის, ვხედავ თუ ვკითხულობ.

 

მიყვარხართ მე თქვენ ❤ და თქვენში არსებული უძირო და უკიდეგანო სამყარო!

მოგეწონათ თემა გააზიარეთ, გმადლობთ!

 

მადლიერებით და სიყვარულით

თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით

თამარ კვარაცხელია

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.