ტკივილის შიშით

ჰო, ტკივილი გტკივა..

დღემდე…

მომავალი ტკივილის შიშით გადაწყვიტე უსიცოცხლო არსებობა, მიაჩლუნგე ცნობიერება, მოაჩლუნგე თავად სიცოცხლე… თითქოს ხარ და არც ხარ…
ეს შიშია.

მისმინე, ახლა რამდენიმე „უნდა“ უნდა გააკეთო:
უნდა განთავისუფლდე შიშისგან,
უნდა შეხვდო პირისპირ,
უნდა თავლებში ჩახედო.
უნდა გაიარო მასში….
უნდა ჩაბარდე ტკივილს…
უნდა მიენდო პროცესს…

…და მხოლოდ, ამის მიღმა აღმოაჩენ შესაძლებლობებს

მხოლოდ ასე, გააღვივებ მიმქრალ სიცოცხლის სურვილს და მხოლოდ ასე შემოვა შენს ცხოვრებში ის, რისთვისაც ღირს სიცოცხლე.
გაიზრდები,
დაბრძენდები,
გზას გაკვალავ სხვისთვის….

მოვა დრო და იქცევი მესამედ – როცა იგემებ ერთს, გაივლი მეორეში….

შენ გეცოდინება ორივე –
ტკივილიც და შვებაც,
დღე და ღამეც,
მინორი და მაჟორი.
სიჩქარე და სიმშვიდე
აღმართი და დაღმართი,
მოლოდინი და იმედგაცრუება.
დაცემაც და ადგომაც
….
და ერთხელაც გაივლი – ტრანსცენდენტალურობაზე.

ეს ზრდა და მომწიფებაა
როგორც მილიმეტრიანი მარცვალი ემზადება მასში არსებული ენერგიის ამოსახეთქად და გაივლის უმარავ ეტაპს:
გაღვივება – განა არ სტკივა? სკდება და იწვერება…
მიწიდან ამოსვლას – გადის უცხო გარემოში ადაპტაციას..
ზრდას,
ხედ გადაქცევა..
ნაყოფის მოსხმა…

ეჰ, ეს რამდენიმე „უნდა“ –
უნდა განთავისუფლდეს შიშისგან,
უნდა შეხვდეს პირისპირ გაურკვევლობას,
უნდა გაიაროს ტკივილში….
უნდა ჩაბარდეს ტკივილს,
უნდა მიენდოს სამყაროს…
სამაგიეროდ, გაყავხარ გაცნობიერებამდე!
ეს არის მომწიფებაა.

ვეცდები?
არა!
მცდლობა – ეს საკუთარი თავის ფუჭად გაფლანგვაა.

ყველაზე მთავარი რაც უნდა გახსოვდეს: ცხოვრება დუალურია, საპირისპირო რითმათა ჟღერადობაა.

შეუძლებელია:

სულ იყო ბედნიერი – ის, დაკარგავს აზრს,
სულ იყო ჰარმონიაში – ვეღარ შეიცნობ.
ჰარმონიას უნდა მოჰყვეს დისონანსი,
დიეზს – ბემოლი…
ბედნიერებას უნდა მოჰყვეს „უბედურება“…
სიამოვნებასაც აქვს თავის ტკივილი,
ყველა ტკივილის ახლავს თავისი საკუთარი სიამოვნება.
ნუ განმკიცხავ…
ნუ დამიჯერებ…
დააკვირდი…

სანამ არ შეიმეცნებ ქვეყნიერების დუალობას, ორბუნებოვნებას, ერთმნიშვნელოვნად რჩები ტკივილში.

გამოსავალი?

მიიღო მთლიანობა თავისი აგონიებით და ექსტაზებით.
ნუ ესწრაფი შეუძლებელს,
ნუ ნატრობ მხოლოდ ექსტაზს. მაინც ვერ შეძლებ, რადგან ექსტაზი ვერ იარსებებს უკონტრასტოდ. აგონია ეს შავი ფონია, ექსტაზის მკაფიოდ აღსაქმელად..
იცი რას ჰგავს?
ღამის სიბნელეში მოციმციმე ვარსკვლავებს.
დღისით ვარსკვლავი ქრებიან ციდან?
არა, მზის სხივებში ფერმკრთალდებიან. კონტარსტი ქრება და არა ვარსკვლავები.

ტკივილის გამო შენ თავი აიძულე შენში ჩაგექრო სიცოცხლის სურვილი, მიაჩლუნგე ცნობიერება, თითქმის უსიცოცხლო ცოცხალი გახდი – ეს შიშია .

მიდი,
გაბედე,
მიენდე,
გაიზარდე,
გაიარე
რათა იცოცხლო სიცოცხლეშივე სრული ექსტაზით…

მერე?
მერე, შენ იცი…

სიყვარულით და მადლიერებით
თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით
თამარ კვარაცხელია

 

21 დღიანი ონლაინ მარათონი #ზრდისფაქტორი იწყება!
გაიარეთ რეგისრაცია და გადადით ცნობიერის ახალ დონეზე http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/
#ზრდისფაქტორიარჩევანია

 

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.