უნდა წავიდე, რათა დავრჩე…

მაშინ, მაშინებდა განშორებაზე ფიქრი.  დიახ, დღეს ვაძლევ თავს უფლებას დავწერო განშორების შიშზე. მოვყვე, როგორ მიჭირდა გაშვება, როგორ მტკიოდა როდესაც ვკარგავდი სიტუაციაზე კონტროლს და როგორ ვიბრძოდი ძველის შესანარჩუნებლად, როცა წინ მედო გაურკვევლობაა.

„გაურკვეველ გაურკვევობებს“ შეუძლია ჩაგვაგდოს პანიკურ მდგომარეობაში.

“რა ვქნა ჩემს ცხოვრებაში არასდროს, არავინ, რომ არ გამოჩნდეს?“

„იყოს ის რაც არის, ავიტან, ხალხი ამას კი არა, რა ითმენს..“

„რამე ხომ მაინც გამოვა?“

„ამ სიტუაციას მაინც მოვშორდები, ამაზე უარესი რა უნდა იყოს?“

– მსგავსი ფიქრებით, შიშებით, შაბლონებით ვიწყებთ ბრძოლას, ჩვენი წილი ილუზორული ბედნიერებისთვის ამ ქვეყნიერებაზე…

ახლა, ზუსტად შემიძლია ვთქვა – ისე რომ იყოს როგორც მინდა, ამისთვის უნდა ვიმუშაო საკ. თავზე.

ნებისმიერი ცხოვრებისებული სირთულე, (რომელსაც გავურბივართ) ზრდისთვის და ახალ ეტაპზე გადასვლისთვისაა გამოგზავნილი სამყაროსგან. და თუ (მაინც) გაექცევით, სადაც მიხვალთ იქ დაგვხდებათ სხვა ადამიანის სახით – უფრო მძიმე შედეგებით, საკუთარი თავის მეტი სიძულვილით, მიუღებლობით….

ცხოვრებას ყოველთვის მოაქვს ცვლილებები. მთავარია, გავაცნობიეროთ  „ცვლილებები ხდება სასიკეთოდ“! მივიღოთ და შევხვდეთ მთელი გულით. სწორედ ის, თუ როგორ დამოკიდებულება გვაქვს ცვლილებების მიმართ, განაპირობებს – მოვლენა გახდება #ზრდისფაქტორი თუ ტანჯვა….

ამბობენ, ცხოვრების გაკვეთილები (განსაკუთრებით პირადი ურთიერთობები) ჯობია გავიაროთ სხვების მაგალითზე. ლოგიკური კითხვა მიჩნდება ამასთან დაკავშირებით: იცნობს  ვინმე დამიანს, ვინც ეს შეძლო? გამაცანით, გთხოვთ!

იდეალური იქნება, თუ ურთიერთობებისთვის მოვემზადებით ურთოერთობებამდე… როგორც მოგზაურობისთვის ან ბიზნესის დასწყებად ან…

ისე, ვის როგორ „გაუმართლებს“ , „ვის რა ბედი ექნება“ – ვიღაც შეძლებს საჭირო ცოდნა მიიღოს საბედისწერო შეხვედრამდე! ჩემნაირებს მოუწევთ ყველნაირ ცეცხლში, წყალში და ნემსისი ყუნწში გაძვრეს, რომ საკუთარი ბედნიერება „მოიპოვოს“.

სინამდვილეში ამას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს. დღეს, მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ზოგჯერ, უკეთესია აიღოთ პაუზა, რომ გადარჩეთ და ყურდღება დაუთმოთ აუთვისებელ გაკვეთლებს ცალცალკე, ვიდერე ისე დაიშალოთ ამ „ბრძოლაში“, რომ ნაწილებიც ვეღარ იპოვით და საერთოდ გაქრეთ.

უნდა წახვიდე, რათა დარჩე….

ნუ შეგეშინდებათ სიახლეების – „სიახლეები მოდის სასიკეთოდ“!

ნუ შეგეშინდება განშორების – განშორება აუილებელია საკუთარი თავის უკეთ შესაცნობად!

ის, რაც თქვენია აუცილებლად დაგიბრუნდებათ. კვირა, თვე, წელი – არა ააქვს მნიშვნელობა. თქვენი რაც არის შორს ვერ წავა.

თქვენთან ახლა რა ხდება?

თითქოს და გადაწყვიტეთ… მორჩა, დასრულდა!

ცხოვრება გაუთავებლად გახვედრებთ ერთმანეთს, მაგრამ ლოგიკური დასრულების საშუალებას არ იძლევა.. ისევ გაურკვევლობა, კონტროლის დაკარგვა…

რატომ? ორივეს გჭირდებათ დრო, რომ მომწიფდეთ და იმიტომ.

მომწიფდეთ ერთმანეთისთვის ან სხვასთან პარტნიორობისთვის! არავინ იცის, რითი დასრულდება ეს პაუზა. ზოგჯერ წერტილი გადაიქცევა მძიმედ, ზოგჯერ ჰაერში ჩამოეკიდება, ბევრ რამეზე მეტყველი მრავალწერტილი.

განშორების შიში დიდია, მაგრამ კიდევ უფრო დიდია მიახლოების შიში.

თუ მაგარი ხარ, ახლა, მიდი და ამოირჩიე ამ ორ გაუგებრობაში რომელი ნაკლებად საზიანოა და საშიში….

შემხვედრი ნაბიჯით, ინგრევა პირადი სივრცე,

გამოიფხიზლებს ეგო „სად შენ, სად ის“,

წარსული გიკივის „ნუ აკეთებ გეტკინება, მერამდენედ…“

„ოჰჰჰ, ვინ გაერკვევა ამაში“… დაიქანცე.

„…ორი ნაბიჯით უკან, უფრო დაცული ხარ!“

და აი, ასე ცეკვევთ ორნი – ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკან…

უახლოვდებით… და გარბიხართ…

ყველაზე მატად გინდოდეს მის გვერდით ყოფნა, მაგრამ მაინ ვერ გადადგა ნაბიჯი, გაურკვევლობაში.

ახლა, უკვე ვიცი … და ყურადსაღებია: იმისათვის რომ ადამიანი მოუშვა ახლოს, ჯერ საკუთარი თავი უნდა შეიცნო. ყველაშია სინათლე და სიბნელე. სასწავლია – საკუთარი აჩრდილის მიღება, სიყვარული იმისა ვინც ხარ და როგორიც ხარ, გაცნობიერება რა არის შინაგანი სამყარო და მადლიერება ყველაფრისადმი რაც უკვე გაქვს…

რა არის შინაგანი სამყარო, იცი?

რა არის მადლიერება, იცი?

თქვენში არსებული პოტენციალი გაიხარებს თუ მისცემთ ამის უფლებას და სწორედ, ცხოვრებისეული რთული სიტუაციების მიმართ დამოკიდებულება განაპირობებს ამ პოტენციალის გახსნას.

რას ნიშნავს იცნობდე საკუთარ თავს?

როცა მიღებული გაქვთ საკუთარი აჩრდილები, რა დროსაც ნებიმიერი ცხოვრებისეული სირთულე წარმოადგენს ზრდის და ძველი შაბლონებისგან განთავისფლების შანსს.  კიდევ ერთი შაბლონი განიცდის ტრანფორმაციას და ვლინდება საკუთარი გენიალურობის კიდევ ერთი მხარე…

… და მაინც ფიქრობთ მასთან ყოფნაზე? ძალიან გინდათ? დაფიქრდით – რაში გჭირდებათ, თუ კი ჯერ კიდევ საკუთარი თავისთვის ვერ გაგიგიათ? რატომ გიწევთ ვიღაცისთვის ან რაღაცისთვის ბრძოლა? მგონი ეს არასწორია! (მორიგი შაბლონი ირღვევა შუაზე)

მოკლედ, ჩადით, ჩაწვდით, გაიზარდეთ, გაუგეთ – რა ხდება თქვენს შინაგან სამყაროში. ბუნებრივად მოვა გაზაფხული და ყვავილები თავისთავად აყვავილდებიან თქვენში, მერე ზაფხულის პირად პეპლები და ფუტკრებიც თავისთავად ბუნებრივად მოფრინდებიან ნექტარზე.

ადამიანები ერთმანეთს შემთხვევით არ ვხდებით, ყოველ შეხვედრას აქვს რაღაც აზრი, მაგრამ რა აზრია – იმ წუთას გამოცნობა ჭირს. ეს უფრო გვერდიდან ან წლების მერე ჩანს.

რაც მეტად ღრმა და ფაქიზი შინაგანი სამყარო იშლება, მით მეტად ძლიერი ვხდებით გარემომცველი ცვლილებების მიმართ. და თუ შინაგან სამყაროში ათბობს მზე, რა აზრი აქვს იმაზე ფიქრს – რა ამინდია სულის სარკმელს მიღმა?

წვიმა? იწვიმოს!

თოვლი? მოთოვოს!

ქარიშხალი? იყოს ქარიშხალი…

ბუნებამ ყველაზე კარგად იცის!

გახსოვთ სოლომონ ბრძენის ბეჭედზე წარწერა „ყველაფერი გაივლის, და ესეც გაივლის!“

… ერთხელაც პაუზა მორჩება, განშორებას ისევ შეცვლის შეხვერდები…

რა შეხვედრები? ვინ იცის – დრო მოიტანს.. დრო გვაჩვენებს…

მანამდე…

უნდა წახვიდე რომ დარჩე…

მანამდე უკვე იცით, რაც უნდა აკეთოთ – განვითარდით, გაიხარეთ, გაშალეთ თქვენში არსებული პოტენციალი, ისწავლეთ სითბოს გაცემა და იზრუნეთ ახლობლებზე! ხოლო სიყვარული მოვა თავისით, ბუნებრივად, უბრძოლველად…

აუცილებლად მოვა!

 

 

სიყვარულით და მადლიერებით

თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით

თამარ კვარაცხელია

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.