შეძლეს სინათლედ ექციათ სიბნელე

🤗🤗🤗აი, ვგიჟდები….
ისე მიყვარს ნათელი ადამიანები და ცხოვრება მანებივრებს მათთან შეხვედრით.
სწორედ, ნათელი ადამიანები და
არა იდეალური, არა მისაბაძი, არა სამაგალითო…

🌞ნათელიიიი….
ვინც არ ემორჩილება წესებს და
არ ჯდება შაბლონებში, სტერეოტიპებში, ჩვეულში…

🌞ნათელი….
რომლებსაც თან დააქვთ სინთლე…

რომლებმაც, შთანთქეს და საკუთარ თავს იქით არ გაატარეს სიბნელე. შეძლეს სინათლედ ექციათ სიბნელე, რამე კი არ გააკეთეს ამისთვის, უბარალოდ, აირჩიეს სინათლე და სიბნელე გაქრა თავისთავად…

რომლებმაც, უარი თქვეს მათთვის მიყენებულ ტკივილის პასუხად, ეძიათ შური..
არ შეიძულეს შესაძულებელი,
არ იძუნწეს ძუნწთან,
არ იშურეს შესაშური,
არ იძალადეს მოძალადეზე…
არ და ააარ….
შეძლეს არ მიეღოთ სიბნელის ასე ამყოლი და საშური თამაშები, სადაც ჩართვას თავგამოდებით აიძულებდნენ სიბნელის და ნგრევის დესპანები.

🚩ახლა უკვე ვიცი და კარგად მესმის –
ნათელი არ გადმოსულა მემკვიდრეობით ან არ უწოვიათ დედის რძესთან ერთად … და არც არავის უსწავლებია მათთვის…

როგორ?

მოუწიათ უამრავი განსაცდელების გავლა და სიბრძნედ ქცევა…
პრობლემისგან გაქცევა კი არა, პირისპირ შეხვედრა, მათში გავლა, გაზრდა! რა დროსაც აგროვეს სიბრძნე… სიბრძნეს მხოლოდ მათ უზიარებდნენ, ვინც სთხოვდა და ვისაც ჰაერივით სჭირდება….
ნათელი ადამიანები არასდროს უთითებენ ნაკლზე… მათ ეს არ აინტერესებს…. ძალიან მარტივი ასახსნელია ეს ფაქტი: მოთხოვნილება არა აქვთ სხვებში ეძებონ დირე, იმისთვის რომ მათ ფონზე თავი იგრძნონ უკეთესად.
რატომ? ისინი ამის გარეშეც კარგად გრძნობენ თავს.

როდესაც ადამიანი მიკავშირდება, უკვე ვგრძნობ რამხელა სინათლეა მასში და საკმარისია მტვერს, სული ოდნავ შეუბერო – ისე კიაფდება, რომ აღფრთოვანებული სინათლის მორიგ ნაკადში „ვირევი“ სრულად!

მართლა…
მე ვარ ცხოვრების ნებიერა, რადგან პოტენციური თუ უკვე არსებული ნათებების ნაკადში ვნავარდობ!

🌞აირჩიეთ ნათელი, ძვირფასებო!

💙სიყვარულით და 🙏მადლიერებით,
თქვენ უსაზღვრო შესაძლებობებში რწმენით
თამარ კვარაცხელია

☀️☀️☀️სულ მალე, ვიწყებთ საინტერესო მოგზაურობას საკუთარ თავში – საკუთარი სამყაროს შეცნობის…
⭐️⭐️⭐️სტარტი
21 დღიან ინლაინ მარათონი #ზრდისფაქტორი
http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/
#ზრდისფაქტორიარჩევანია

 

One thought on “შეძლეს სინათლედ ექციათ სიბნელე

  1. ისეთი ნათრლი და შთამაგონებელიაა ეს ყველა აზრი..სულის ემოციამდა ჩადის..უმსგრესი შეგრძნებაა ნამდვილად.რანაირ უკუნეთში არ უნდა მოხვდეს ადამიანი შიგნით რომ ნათელი აქვს ინათებს გზას ეძებს ნათელ ადამიანებს მერე პოულობს და ამოისუნთქებს ღრმად რომ უბედნიერესია იპოვა კაშკაშა მზე მას შვილებიც ყავს და ირგვლივ სულ სინათლეს ასხივებს..მიყვარხართ ჩემო მზე ქალბატონო თამარ😘😘😘😍😍😍

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.