შიშველი რეალობა, ილუზის გარშე

რასაც ვხედავთ, გვესმის, ვგრძნობთ – მხოლოდ, ტვინის მიერ შექმნილი სინამდვილის ილუზიაა, რომელიც დეფუძვნა გრძნობის ორგანოების აღქმას.

სინამდვილეში, არსებობს ცა?

ის ატმოსფერული ჰაერის ნაკადია – ზედაპირულად რომ აღვწეროთ.

სინამდვილეში არ არსებობს ფერები – მხოლოდ სხვადასხვა სიგრძის ვიბრაციებია.

არც ხმა არსებობს –  სივრეში რყევებია,

არსებობს დრო? არ არსებობს დრო,

არ არის გრძნობები და

არ არის აზრები….

თითოეული, ცხოვრობს საკუთარ სამყაროში, რომელსაც თავადვე ავსებს აზრებით…

ყველა ეძებს მტკიცებლებებს და დასამტკიცებლად ხელს იშვერს რეალობისკენ,..

მაგრამ დროებით, გავბედოთ და შევხედოთ ეგრეთწოდებულ რეალობას, ყოველგვარი შელამაზების და ილუზიის გარეშე.

შიშველი რეალობა, ილუზიის გარეშე და როგორია ის? რას ვხედავთ სინამდვილეში?

უფერო და უხმო უდროობაში „წამიერად“ დაკიდული მცირე ენერგიის „გორგალი“ – ეს ადამიანუკები, შემქმნელ-შემოქმედ-გამფერადებლები,  საკუთარი შეხედულებების ნაკრებთა ნაკადში, გრძნობებთან გაიგივებულნი, ილუზორული აღქმის უსაინტერესო დრამებს ათამაშებენ… საოცრად და სასტიკად დარწმუნებული ხილულში, მიმდინარე მოვლენებში. შეშინებულები და უცოდინრები – რა უყონ და რა გაუკეთონ თავიანთ ილუზიას  – დატკბნენ თუ გამწარდნენ ამ ყველაფრით.

სამოთხე? ეს არ არის ადგილო მჯობი ჯოჯოხეთს! ჯოჯოხეთი? ეს არ არის „დაცემული  სამოთხე“

ისინი, მხოლოდ და მხოლოდ, გამოგონილი პირობითობებია განპირობებული ილუზიისთვის.

აი, იმ მომენტში, როდესაც შიგნით არსებული  ჯოჯოხეთი ინგრევა, იმ წუთშივე ქრება სამოთხის საჭიროება, რადგან სამოთხე წარმოადგენს ოცნებას, ჯოჯოხეთური ტანჯვის მომთმენი გონებისთვის. ეს ილუზიის გამპირობებლის არჩევანია. რადგან, სადაც მთავრდება ჯოჯოხეთი, იქ ქრება სურვილი მოხვდე სადღაც, ცაში, უკეთეს ადგილას და რჩები შიშველი რეალობის ნაწილი.

დაყოფა, პოლარუობა, დუალურობა, ორმხრივობა –  ადამიანური სამყაროს აღქმებია, რომლის არსებობის აუცილებლი პირობაა – კარგის და ცუდის არსებობა.

ქვეყნიერებაზე ენერგეტიკული გორგლები „შექმნილები სახედ და ხატად“ – ღმერთს კი არა ფეხებზე შემდგარ თეატრალურ ბინოკლებს ჰგვანან – განპირობებული ხედვებით ერთი მიმართულებით, მაშინ როცა აღშფოთებულნი ფოკუსის სწორებას ცდილობენ, აბსოლუტურად, სხვა მხარეს.

ღმერთებს არ სცალიათ მოსაწყენად, ისინი ათვალიერებენ თავიანთ სამყაროს…

და ჩვენ ბევრნი ვართ – ვინც მოასწრო ის ჩამოჯდა, იმან გაიღვიძა და გადავიდა სხვა ლიგაში… დანარჩენი არ ეცოდებათ (ეგ, არაფერ შუაშია), ისინი იტრიალებენ საკუთარ და ადამიანთა სულის ხორცსაკეპში სხვა განზომილებაში გადასვლამდე, ან სანამ დაიშლებიან და გადანაწილდებიან, შეერწყმებიან უფრო ძლიერს ან სუსტს – ასეა ღვთიური გზა სამართლის.

როდესაც ვიხედები შიგნით ვხედავ რომ ვარ არაფერი – და ეს სიბრძნეა.

როდესაც ვიხედები გარეთ, ვხედავ მე ვარ ყველაფერი – და ეს სიყვარულია.

იმას და ამას შორის მიედინება სიცოცხლე. იმაზე საშინელი და საცოდაობა არაფერია, ვიდრე აღმოაჩინო თავი საკუთარი გონების ტყვეობაში. მიღმა, არ არსებობს რადგან არაფერია შემოსაზღვრული. საზღვრებს გასცდე შეუძლებელია იმიტომ რომ ის არ არსებობს … ერთი იოგის სიტყვები მახსენდება “მე – არ იბადება და არ კვდება! ის არ აღმოჩენილა რაღაცისგან, არაფერი აღმოჩენილა მისგან. ის უშობი, მარადიული, დაუნგრეველი და უძველესია. ის მაშინაც არ ზიანდება, როცა კლავენ ან კვდება სხეული”

სიყავრულით და პატივისცემით

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.