ვინ ვარ მე

💫💫💫უმარტივესი კითხვა ჩაგესმა სიჩუმეში:
▶️ვინ ვარ მე?
▶️როგორია ვიყო ის, ვინც ვარ?
▶️ვარ კი ის, ვინც ვარ?
არ ჩქარობ პასუხის გაცემას.
გამოგდის?
…შეიძლება, ოდესმე უპასუხო…
❗️ცხოვრება რომელიც გეჩვენება შენად, წარმოადგენს შენი ცნობიერების ანარეკლს (შინაგანი აირეკლება, გარე მოვლენებში), რაც 99,9% ჩამოყალიბდა და განპირობდა გამოცდილებით, მოვლენებამდე. …ეს არის და ეს.
ძალიან მარტივია, არა? 🤔😇🥴🤠
💫💫💫სამყაროში ყველაფერი ენერგიაა და შეუძლებელია ენერგია დასრულდეს. დასასრული არ არის არაფერში! არც თავად დასასრულში… ნებისიერი დასასრული – მხოლოდ რაღაცის დასაწყისია.
გახსოვს ეს?
გახსოვს ეს ნებისმერ სიტუაციაში?
თუ მხოლოდ – სასოწრკვეთისას, ტკივილისას, მწუხარებისას… ან სასაფლაოზე (როცა ფიზიურად აღარ არის გვერდით).
😲დიახ, სიკვდილი უსაყვარლესი ადამიანებისა, ყველაზე დიდი გამომაფხიზლებელია, ილუზიიდან.

Continue reading “ვინ ვარ მე”

სამყაროს იუმორი

🤣😂😅
ხომ არსებობს იუმორი გურული, კახური, სვანური..
ებრაელების, სომხების… ინგლისური, ამერიკული..
ყველა ხომ თავისებური, კოლორიტული და განსაკუთრებულია…

მაგრამ უძაანმაგრესი და თავისებური იუმორი აქვს სამაყაროს. მას ვერ გაუწევს მეტოქობას ვერავინ…
ამ შემთხევაში თითოეულ ჩვენთაგანი მონაწილეა და თითოეულს გვეღადავება, გვეხუმრება..
თან ბოლომდე… ისე „გვეკაიფება“, რომ აზრზეც არა ვართ.

Continue reading “სამყაროს იუმორი”

დამპირდი

💚დამპირდი…
💛უფრო სწორედ, საკუთარ თავს დაჰპირდი….

💯ვიქნები იმდენად ძლიერი, რომ ვერავინ და ვერაფერი დამირღვევს სულიერ სიმშვიდეს.

💯ყველა, ვინც კი შემხვდება ცხოვრების გზაზე ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიხარულს, ბარაქას.

💯მეგობრები ჩემს გვერდით ყოფნისას იგრძნობენ, რომ ისინი არიან განსაკუთრებული, განუმეორებელნი…

💯საკუთარ წარმატებასავით აღმაფრთოვანებს, სხვების წარმატება..

💯წარსულის შეცდომებს დავტოვებ წარსულში და ვფოკუსირდები, აქ და ამ წუთში ქმდებებზე, ფასეული და უდიდესი მიღწევებისთვის.

💯ჩემს სახეს ყოველთვის დავამშვენებ გულწრფელი ღიმილი და უხვად დავურიგებ ცხოვრების შარა გზაზე შემხვედრთ.

💯იმდენ დროს დავუთმობ საკუთარ სრულყოფილებას, რომ აღარ დამრჩება დრო სხვების განკითხვისთვის და კრიტიკისთვის…

💯საკუთარ თავზე ვიფიქრებ კარგად და თამამად განვუცხადებ ამის შესახებ ქვეყნიერებას არა ხმამღალი სიტყვებით, არამედ საქმით და ქმედებებით.

💯დავიჯერებ, რომ მთელი სამყარო მხარს მიჭერს და ერთგულად მიდგას გვერდით მანამ, სანამ თავად ვუერთგულებ თავს და ვიქნები ჩემივე თავის საუკეთესო ვერსია.

💝მპირდები?
💖…ჰპირდები?

#ზრდისფაქტორიარჩევანია
‼️‼️‼️შემოგვიერთდით: http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/
#ზრდისფაქტორი

სტრუქტურილებული აღქმა

🔥🔥🔥
შენი აღქმა ცხოვრებისეული მოვლენების, გარკვეულწილად, სტრუქტურილებულია.

💥თავდაპირველად, გრძნობის ორგანოებს ტვინამდე მოაქვთ სიგნალი კონკრეტულ მოვლენაზე.
💥შემდეგ, ტვინი იწყებს ამ მოვლენის კლასიფიცირებას მასში არსებული სქემების დახმარებით და ცდილობს მოარგოს, უკვე არსებულ გამოცდილებას.
💥ამის შედეგად, ტვინისგან მოვლენა აღიქმება
– სასიამოვნოდ
– არასასიამოვნოდ
– უინტერესოდ.

როცა მოვლენას მოათავსებს და ადგილს მიუჩენს საჭირო ყუთში,
ტვინი თავს ანებებს თავად მოვლენას და მუშაობს ამ კლასიფიკაციასთან, კერძოდ –
«სასიამოვნოა»,
«უსიამოვნოა»
«არანაიარია».
მარტივად რომ ვთქვათ ყველა ნეიტრალური ანუ «არანაიარი» იფილტრება და რჩება მხოლოდ ორი სახის ყუთი…

… როდესაც გრძნობთ მრისხანებას ან ტკივილს, თქვენ ავლენთ თავს. ამ დროს გეჩვენებათ, უფრო მეტიც, დარწმუნებული ხართ რომ არსებობს ვიღაც (ქალი, კაცი, სიტუაცია…) ვინც გაყენებთ ამ ტკივილს, თქვენ იგივდებით ამ ტკივილთან, ხდებით შეპყრობილი.

არა და, სინამდვილეში ამით ხართ თავად შეპყრობილი, ამიტომაც იტანჯებით.

💡თქვენ უბრალოდ არ გესმით, რომ ვალდებული არ ხართ გაიგივდეთ – სიტყვებთან, მოვლენებთან…
💡ვალდებული არ ხართ, საერთოდ, გქონდეთ რამე რეაქცია თქვენსკენ წამოსულ შეგრძნებებზე და აზრებზე. 💡რადგან თქვენი რეაქცია და შესაბამისად, ტანჯვა იწყება იმ წუთიდან, როდესაც ეთანხმეით და იღებთ.
💡გააცნობიერეთ, ქიმიური გრიგალი, რომელიც ბობოქრობს თქვენს ტვინში, არამც და არამც, არ არის თქვენი ბატონი, განმკარგველი.

Continue reading “სტრუქტურილებული აღქმა”

არ მაქვს თავზე ამხელა წარმოდგენა

მიუხედავად იმისა რომ ასეთი პროფესია ავირჩიე,
არ ვთვლი, რომ უნდა ჩავერიო ვინმეს ტკივილში!
არ ვთვლი, რომ შემიძლია ტანჯვის შემსუბუქება!
ნამდვილად არ მაქვს საკუთარ თავზე ამხელა წარმოდგენა,
არ ვფლობ არც ასეთ თავდაჯერებას და
არ მაქვს იმედი, რომ ვიღაცის დახმარებას შევძლებ.
ვთვლი, რომ ადამიანი (როგორც ერთ დროს მე, სხვა…) ტანჯვაში უნდა დაიღალოს საკუთარი თავისგან და ბოლომდე შესვას, ტანჯვის და ტკივილის შხამით სავსე ფიალა.
ვთვლი, რომ დახმარება შესაძლებელია ერთადერთ შემთხვევაში, თუ ადამიანი თავად გთხოვს შველას და მზად არის ყველაფერი გააკეთოს ტანჯვიდან გამოსასვლელად და ცხოვრებაში საუკეთესო ცვლილებების შემოსაშვებად.
ვთვლი, რომ ტანჯვაში მყოფი ადამიანი, სამყაროს აღიქვამს ტკივილით, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი ენერგიების მიმართ სრული სიბრმავე და სიყრუე აქვს.

Continue reading “არ მაქვს თავზე ამხელა წარმოდგენა”

მოკლე იგავი კონფორტის ზონაზე

ყოველ დღე ჩიტი თავს აფარებდა გამხმარი ხის ტოტს, რომელიც დიდი და უკაცრიელი უდაბნოს შუაგულში იდგა.

ერთხელაც, საიდანღაც მოვარდა ქარბუქი და გამხმარი ხე ფესვებიანად მოგლიჯა.

რა უნდა ექნა საწყალ ჩიტს?

მას ასობით კილომეტრის გადაფრენა მოუწია, სანამ არ შეფრინდა ბაღში, სადაც მორაკრაკებდა ანკარა წყარო და თავს იწონებდნენ, გულუხვ ნაყოფებად მსხმოიარე ხეთა სიმრავლე.

ის გამხამრი ხე რომ გადარჩენილიყო, ვერანაირი ძალა ვერ აიძულებდა პატარა ჩიტს, დაეტოვებინა თავისი ნალოლიავები ბუდე.

აი, ეს პატარა, მაგრამ შთამბეჭდავი იგავი, კონფორტის ზონიდან გასასვლელად.

რა აზრი აქვს ცხოვრებას

📣🎶📣🎶
ნებისმიერი ინფორმაცია რასაც
ვკითხულობთ,
ვსწავლოთ,
გვესმის –
ვერ ახერხებს ჩვენს ტრანსფორმირებას. ის მხოლოდ გვიჩვენებს მიმართულებას ჩვენი ცხოვრების სავალ გზაზე. მხოლოდ პირადი გამოცდილება და განვლილი/განცდილი მოვლენები იწევს ცხოვრებაში ცვლილებებს..
☀️☀️☀️
რაში გვჭრდება ინფორმაცია რომელსაც ვეცნობით?
რა შეუძლია მას მოგვცეს?

ცოდანა პასიურია თუ მას არ ვიყენებთ. და ამ დროს, მისი სარგებლი ჩვენთვის და სხვისთვისაც ნოლოს ტოლია..
მაგრამ თუ ინფორმაციას რომელსაც გავიგებთ, მოვისმენთ წავიკითხავთ – გავატარებთ ჩევნში, გავივლით გამოცდილებად ის დარჩებ და გამოვიყენებთ, არა ერთხელ, ცხოვრების სავალ გზაზე!
👌👌👌
ჩვენ რა გვინდა?
ცხოვრებაში არჩეულმა გზამ, ბოლოს და ბოლოს, მიგვიყვანოს
ბედნიერებამდე,
სიმშვიდემდე,
ჰარმონიამდე,
კმაყოფილებამდე….

ბედნიერებაზე ბევრი დამოწერია და ალბათ თქვენც დამეთანხმებით, რომ ბედნიერება არ არის დანისლული ოდესმე/ოდესღაც,
ჩასაცმელი/ფეხსაცმელი,
სახლი/იახტა,
მანქანა/კუნძული…

Continue reading “რა აზრი აქვს ცხოვრებას”