არ მაქვს თავზე ამხელა წარმოდგენა

მიუხედავად იმისა რომ ასეთი პროფესია ავირჩიე,
არ ვთვლი, რომ უნდა ჩავერიო ვინმეს ტკივილში!
არ ვთვლი, რომ შემიძლია ტანჯვის შემსუბუქება!
ნამდვილად არ მაქვს საკუთარ თავზე ამხელა წარმოდგენა,
არ ვფლობ არც ასეთ თავდაჯერებას და
არ მაქვს იმედი, რომ ვიღაცის დახმარებას შევძლებ.
ვთვლი, რომ ადამიანი (როგორც ერთ დროს მე, სხვა…) ტანჯვაში უნდა დაიღალოს საკუთარი თავისგან და ბოლომდე შესვას, ტანჯვის და ტკივილის შხამით სავსე ფიალა.
ვთვლი, რომ დახმარება შესაძლებელია ერთადერთ შემთხვევაში, თუ ადამიანი თავად გთხოვს შველას და მზად არის ყველაფერი გააკეთოს ტანჯვიდან გამოსასვლელად და ცხოვრებაში საუკეთესო ცვლილებების შემოსაშვებად.
ვთვლი, რომ ტანჯვაში მყოფი ადამიანი, სამყაროს აღიქვამს ტკივილით, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი ენერგიების მიმართ სრული სიბრმავე და სიყრუე აქვს.

ვთვლი, რომ ყველა ადამიანშია სული, იგივე ღმერთი და ღმერთისთვის გადაულახვი ტკვილი არ არსებობს (მისთვის ტკივილი ისედაც არ არსებობს), და ვთვლი, რომ სანამ არ აღიარებს თავში ღმერთს მანამ დაიტანჯება.
ვთვლი, რომ თითოეული მათგანი თან დაატარებს საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას (არა მარტო ამ ცხოვრების გარდასახვიდან), და ვერც კი გრძნობს მხრებზე წამოკიდებული გაქვავებული ტვირთი, აგერ აგერ, ქვეშ როგორ მოიყოლებს და გაიჭყლიტება სიმძიმით.
ვთვლი, თუ შეეცდები სხვის ტანჯვაში ჩაერიო, ის ჩაგითრევს თავის წილ ტანჯვის ბორბალში, ჯადოსნურ წრეში… ადამიანური ტანჯვა კი ვირუსივით გადამდებია, და თუ არ ჩაჭრი და ვერ გააცნობიერებ, აუცილებად იტრიალებ „ტანჯულთა მოჯადოებულად ჩაკეტილ წრეში“.
ვთვლი,რომ უნდა წახვიდე შენი გზით!
ვთვლი, რომ „არ გაიგივდე ადამიანურ ტანჯვებში“ – სულის გარდომოსახვის ურთულესი ამოცანაა…
მიუხედავად ყველაფრისა, უნდა გაარღვიო ჯადოსნური წრე და იარო…
რადგან თუ ივლი და გაუყვები შენს გზას, მხოლოდ ასე შეძლებენ ადამიანებიც „აჯობონ საკუთარ თავს“ …
ვიღაცის, „ჯადოსნურად ჩაკეტილი წრის გარღვევა“, მათთვის განთავისუფლების წინაპირობაა…
ვთვლი, რომ ეს შენ შეგიძლია!!!
სიყვარულით და მადლიერებით
თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებშო რწმენით
თამარ კავარაცხელია

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.