დიახ, სიცოცხლე მშვენიერია…

🌞🌞🌞უმთავრესია – ჰარმონია სულსა და გულში..

გამოდის, რომ ჰარმონია შინაგანი მდგომარეობაა…

🎀🎀🎀მაშინ რატომ ვეძებთ მას გარეთ, თუ ის მხოლოდ შინაგანი მდგომარეობაა და მისი სამფლობელო გული და სულია?
ანუ ის, უნდა ფლობდეს ჩვენს სულსა და გულს…

ოდესმე, სადმე კაცობრიობის ისტორიაში არსებულა, შემთხვევა მაინც, სადაც ყველაფერი ჰარმონიული ყოფილა, ზოგადად?

იმ დღეს მითხარი
⛔️გარშემო, რომ მექნება ყველაფერი კარგად, მერე დავმშვიდდებიოო,
⛔️დავინახავ რომ გამომივიდა, მერე დავიჯერებ რომ შემიძლიაოო.
⛔️დავინახავ, რომ მეუღლე სათანადოდ იქცევა, დავიჯერებ რომ ვუყვარვარო…
⛔️დავინახავ, რომ სიმშვიდეა,მეც დავმშვიდდებიოოო

არა და, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეს-
❗️❗️❗️შენი გარემოებების აღქმა, შეესაბამება, შენს შინაგან სამყაროს.

🧲ჯერ, რადიო სიხშირე უნდა მომართო სათანადო ტალღაზე, რომ დაჭირო სასურველი არხი!!!!
🧲ჯერ უნდა დაიჯერო ყველაფერი გაქვს ის, რაც გჭირდება მოცემულ მომენტში და ისწავლო მადლიერება – ამ დროს ისადგურებს სიმშვიდე!!!
🧲ჯერ უნდა დაიჯერო, რომ აუცილებლად გამოგივა და ამის მერე მოდის სასურველის განსახირციელებლად შესაძლებლობები და ლაგდება გარემოებები. მიიღებ თუ არა გადაწყვეტილებას, რომ გამოგივა, ისადგურებს სიმშვიდე!!!
🧲ჯერ თავად უნდა ისწავლო საკუთარი თავის მიღება და სიყვარული, მოიცილო ზედმეტი და ამოწიო ფასეული, გაუშვა მოლოდნები ავზეც და კარგზეც და მოენდოოო… მაშინ ისადგურებს სიმშვიდე.
🧲 ჯერ უნდა დამშვიდდე, რომ შეამჩნიო სიმშვიდე!!!

ამ დროს, რას აკეთებ?
გარეთ იქნევ თითს და აბაკუნებ ფეხებს,
ყველას და ყველაფრის დადანაშაულებისთვის ხარ მზად, გარდა საკუთარი თავის შეცვლისა….
არა და გარემოებების შესაცვლელად, საკმარისია, საკუთარ შინაგან სამყაროს შეცვლა და დალაგება.

ეს იოლია?
ა რ ა ნ ა ი რ ა დ !!!!
ეს ამად ღირს?
დიახ, და სიცოცხლე მშვენიერია…

🥳🥳🥳რადგან, სიცოცხლის არსი სახვა არაფერი, თუ არა ამ სიმშვენიერის და ჰარმონიის შ ე ქ მ ნ ა შინაგან სამყაროში, რაც გაამეფებს ჰარმონიას გარემოში. რა დროსაც, გადაიწევა მოჯადოებული რკინის ფარდა და ქვეყნიერება წარსდგება შენ წინაშე მთელი დიდებულებით!!!

❤️სიყვარულით და 🙏მადლიერებით
თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით
თამარ კვარაცხელია

 

21 დღიანი ონლაიან მარათონი იწყება
შემოგვიერთდით
http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

#ზრდისფაქტორი #ზრდისფაქტორიარჩევანია
#ზრდისფაქტორელი_ვარ

პირველად იყო სიტყვა…

ძალიან მარტივად დავწერ და გამგები გაიგებს:

პირველად იყო სიტყვა..
როდესაც ამ სიტყვას კოლქტიური გონი ამოიჩემებს ის ხდება პროგრამა ამ მასისთვის.
როდესაც, რაღაც არ მოგვწონს და არ ვიღებთ, ეს ადრინდელი ჩვენი აზრები და დამანგრეველი ემოციებია სამყაროში გაშვებული და ამ სახით გვიბრუნდა დესტრუქციის ამისაგლეჯად. რახან მარტივ მაგალითებზე სწავლას გავურბივართ. გადაბრალებებს და მსხვერპლის როლი კარგად ავითვისეთ.

რამდენი ადამიანია თურემ დამალული, არაცნობიერი დამანგრეველი და სიცოცხლეზე ხელაღებული პროგრამით…
რამდენი ცდილობს თავში კი არა სხვებში ეძებოს მიზეზი…

არ ველი გაგებას…
არანაირად…

უბრალოდ, მეტი უბედურების თავიდან ასაცილებლად ვწერ,, ჩემ წილ სანთელს ავანთებ.. ვეცდები ამინც…

დარწმუნებული ხართ, რომ ის რასაც ავრცელებთ სიტყვების თუ ემოციების სახით, ან მუდმივად ამაზე საუბრის ფორმით, წინ არ დაგხვდებათ უფრო დიდი მაშტაბით?

Continue reading “პირველად იყო სიტყვა…”

ვინ არის ჯადო ქარი

☀️💚☀️💚
რიჩარდ ბახი დაახლოებით ასეთ სიტყვებს ამბობს:
„ჯადოქრის გარჩევა ჩვეულებრივი ადამიანისგან ძალიან მარტივია: თუ თქვენ აზრზე არ ხართ როგორ გამოუვიდა მას «ეს», თქვენ წინაშეა ჯადოქარი!!!“

ქართულში ეს „ჯადო“_ქარი არასასიამოვნოდ, უცნაურად ჩაგვესმის ყურში, იგივდება რაღაც ბოროტთან, იდუმალთან, ამოუცნობ და საშიშთან…
არა და, მე თუ ვინმე მკითხვას, მხოლოდ სიტყვა იდულმალებას დავტოვებდი და აქვე განვმარტავდი – ის ჩვეულებრივი ადამიანია, რომელმაც გაარღვია ყოფიერების ჩარჩოები და შეეხო სამყაროს საიდუმლო სწავლებებს.
რაც მთავარია, ის შეიძლება ცხოვრობდეს მეზობლად, იყოს ნათესავი და ახლობლი… შეიძლება, ბრბოშიც კი გაერიოს, მაგრამ არ გახდეს მისი ნაწილი…

როცა გაიცნობთ შეიძლება, ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ…
მაგრამ მხოლოდ ცოოოტა… რადგან ის, მართალია, კი ცხოვრობს ამ ჟამად, აქ არსებულ მატრიცულ სისტემაში, მაგრამ სისტემა არ ცხოვრობს მასში.

Continue reading “ვინ არის ჯადო ქარი”

დღეს, დროებით, შეეშვი…

🧚‍♀️დღეს, დროებით, შეეშვი კითხვების დასმას და პასუხების გაცემას.
🧚‍♀️დღეს, ცხოვრებაში პირველად, არ იჩქარო დასკვნების გამოტანა და მოქმედებებზე გადასვლა.
💙დღეს, საკუთარ თავს მიეცი უფლება განიცადოს ის, რასაც განიცდის და შეეშინდეს იმის, რისიც ეშინია,
🙏დღეს, სწორედ დღეს დართე ნება ემოციებს და შიშებს ამოვიდნენ სამალავიდან და იყვნენ შენს გვერდით,
😇დღეს, მიეცი უფლება ცრემლებს და ტკივილებს გადაიქცნენ დღევანდელი დღის გამოცდილებად.
👼დღეს, ნება დართე შემოგხვის, შგთანთქოს სრულად მოწყენილობის ბურანმა თვისი თათები.
🕺💃დღეს, შენი ცხოვრების სცენაზე როლების სათამაშოდ გამოიწვიე უმწეობა და მიეცი თვისუფლება, რათა მთელი დიდიებულებით წარდგეს შენს წინაშე და დაგანახოს რელური სახე.

ყ ო ვ ე ლ ი შენი ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა,
ყოველი შენი გულის თუ მაჯის ცემა,
ყოველი შენი თმის ღერის ჩამოვარდნა თუ ფეხის გადაბრუნება
ყოველი შენი ემოცია…
ყოველი შენი ფიქრი…
ყ ო ვ ე ლ ი…..
რასაც ახლა, ცხოვრების გზა გადიხარ მართებული, ჭეშმარიტი, უმშვენიერესია .. ‼️‼️… და ეს, ასეა, ყოველთვის, ყოველ წუთს, ყოველ წამს..

ახლა, რასაც არ უნდა ფიქრობდე და რაც არ უნდა გეგონოს, ყოველივე არის არა ისე და ისეთი, როგორც გინდა და ელოდები, არამედ როგორიც საჭიროა და გჭირდება.

👼👼👼ასე, რომ ისღა დაგრჩენია მიენდოო..

არა და სხვა რა უნდა გააკეთო, გარდა იმისა რომ იყო ის, ვინც ხარ?
არა და სხვაგან სად უნდა იყო, გარდა იმისა, იყო იქ სადაც ხარ და როგორც ხარ?
არა და სხვა რაღა დაგრჩენია, გარდა გააცნობიერო და მთელი სულით და გულით შეიგრძნო შენი არსობის ჭეშმარიტი და ღვთიური ბუნებოვნების მადლი?

🧡სიყვარულით და 🙏მადლიერებით
თამარ კვარაცხელია

საკუთარი თავი გამოვიჭირე

🙏🙏🙏დიდი გაკვეთილი მივიღე, როდესაც ნეგატიური დამოკიდებულება დავაფიქსირე, ხმამაღლა, რაღაც მოვლენის მიმართ.

საკუთარი თავი გამოვიჭირე ნეგატივის მოზღვავებაში,
და დავფიქრდი, საიდან იღებენ ისინი სათავეს?
პირველწყარო – გარეგანი, შინაგანი ნეგატიური დიალოგის გამოვლინებაა..

იმ წუთიდან დავდე თავთან პირობა:
„ყველა ნეგატიურ მოვლენაში მოვძებნი იმ პოზიტიურ მარცვალს, რაც მასში ჩამალულა და ასე, ერთი შეხედვით არ ჩანს“.

დიახ, ამას სწავლა სჭირდება! და მას გაცნობიერები მოაქვს.
დიახ, ეს სამუშაოა! და არც თუ ისე მარტივი.

გააჩერო ნეგარიური საუბარი, ზოგადად – პასუხიმგებლობაა!
გააჩერო ნეგატიური საუბარი, საკუთარ თავთან – სიბრძნეაა!
ორივე მოითხოვს გამბედაობაას, მიმღებლობას და მზაობას.

არა, და როგორი საინტერესო ხდება ცხოვრება როდესაც, ყველა ნეგატივში პოზიტივის ამოცნობის უნარს ანვითარებ (ურთულესი ამოცანებიც გხვდება), რაც მთავარია, გაჰყავხარ კიდევ ახალ და ახალ აღმოჩენებთან, კარებთან – მიმღებლობის, მადლიერების…

და რამდენად პრიმიტიული ხდება ცხოვრება, ზიანის მომტანი, დამანგრეველი… მხოლოდ იმიტომ, რომ თავს უფლებას ვაძლევთ ნეგატიურმა აზრებმა და ემოციებმა გვმართოს..

მოდით, დავდოთ ერთად პირობა:
„დღეიდან მე მვართავ ჩემს აზრებს და ემოციებს!
უარს ვამბობ ნეგატივის მონობაზე, რადგან მე ვარ თავისუფლებისთვის გაჩენილი ამ ქვეყნიერებაზე!
მე ვენდობის სამყაროს და სამყარო მენოდობა მე!“

💙სიყვარულით და 🙏მადლიერებით
თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებშო რწმენით
თამარ კვარაცხელია

21 დღიანი ონლაიან მარათონი იწყება
შემოგვიერთდით http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

#ზრდისფაქტორი #ზრდისფაქტორიარჩევანია
#ზრდისფაქტორელი_ვარ

ქალის ისტორია

მეგობრისგან წამოვიღე ❤️

ონკოლოგიურის უიმედოთა პალატაში ორნი იწვნენ. ერთი 45 წლის ქალი, ფილტვის კიბოთი დაავადებული
და მეორე 5 წლის გოგონა ტვინზე სიმსივნით, ორივე უპატრონო. ქალს, დედისერთას, მშობლები გარდაცვლილი ჰყავდა, გოგონა — ბავშვთა სახლიდან გადმოყვანილი….

პალატიდან მომაკვდავი ბავშვის ისეთი გმინვა ისმოდა, რომ ექთნებიც აღარ ეკარებოდნენ ამ პალატას. მარტო ექიმი შედიოდა, ბავშვის გვერდით მდგარ სამედიცინო დანადგარს შეხედავდა,” ათიოდე დღე -ღა დარჩა”, ჩაილაპარაკებდა და მიდიოდა…
….

Continue reading “ქალის ისტორია”